კულტჰარდი ასე ფიქრობს:
უილიამსის ყოფილმა პილოტმა დევიდ კულტჰარდმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, ესპანელმა ფერნანდო ალონსომ, შესაძლოა, სეზონის ბოლოს დატოვოს "მაკლარენის" რიგები.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის გრან-პრიზე ალონსომ გააკრიტიკა "ჰონდას" ძრავა, როცა გუნდთან რადიომოლაპარაკებებისას განაცხადა, რომ მის ბოლიდზე GP2-ის მანქანის ძალისმიერი აგრეგატია დაყენებული.

"წავა თუ არა ალონსო? არ ვიცი, - მოჰყავს Autosport-ს კულტჰარდის სიტყვები. - მაგრამ, ვფიქრობ, ეს შეიძლება მოხდეს. იმედია, რომ ვცდები, რადგან ის დიდი ჩემპიონია და უფრო მეტ ტიტულს იმსახურებს, ვიდრე აქვს. "მაკლარენს" დრო სჭირდება და ეს არ არის კარგი ალონოსთვის და ბატონისთვის, ისევე როგორც, მთლიანად ფორმულა 1-თვის. თუ სეზონებს შორის შესვენებისას "ჰონდა" პროგრესს მიაღწევს, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. თუ არა, მაშინ ფერნანდო არ მოისურვებს მე-15 ადგილისთვის ბრძოლას".

გავრცელდა აზრი იმის შესახებ, რომ ალონსომ, შესაძლოა, 2016 წლის სეზონი გამოტოვოს და "ლე მანის 24 საათზე" გამოვიდეს, 2017 წელს კი ისევ "მაკლარენში" დაბრუნდეს.

"ესეც ვარიანტია. რაღაც მსგავსი, თავის დროზე, ალენ პროსტმა გააკეთა, მაგრამ დღეს ამის წარმოდგენა რთულია. მარკეტინგის თვალსაზრისით, "ჰონდასთვის" არ იქნება კარგი, თუ მისი პილოტი სეზონს გამოტოვებს", - ამბობს ბრიტანელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა