ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. IX ტური
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროშესარჩევ ციკლში მესამე მატჩი მოიგო და მეორედ იმარჯვა გიბრალტართან.

მიუხედავად მეტოქის სისუსტისა, გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა. სასიამოვნოა ისიც, რომ გიბრალტარელთა კარში 4 გოლი გავიტანეთ და დამაჯერებლად მოვიგეთ, თუმცა, წესით, კიდევ მეტი უნდა გაგვეტანა...

დებიუტანტები

რა ვნახეთ გიბრალტართან? რა იყო ამ შეხვედრაში მთავარი? აქ, ალბათ, უფრო ზოგად ტენდენციებზე უნდა ვილაპარაკოთ, რადგან მეტოქე იმდენად სუსტი იყო, მასთან მოპოვებული, თუნდაც დამაჯერებელი გამარჯვება შორს მიმავალი დასკვნების გამოსატანად არ ივარგებს.

სამწვრთნელო შტაბმა რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა. წინ გერმანიასთან გასამართი ლაიპციგური მატჩია. ეროვნულ გუნდს ტრავმების გამო დააკლდნენ ლევან მჭედლიძე, ბუბა დაუშვილი, ჯანო ანანიძე და ლევან ყენია.

ერთ-ერთი მთავარი ამ მატჩში ის იყო, რომ ვნახეთ დებიუტანტები. მათ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. განსაკუთრებით, ეს ბაქოს "ინტერის" ნახევარმცველ ნიკა კვეკვესკირზე ითქმის, ვინც პირველი გოლისას მართლაც რომ დიდებული პასი მისცა მათე ვაწაძეს.

კარგად ითამაშეს ოთარ კაკაბაძემ და გუგა ფალავანდიშვილმაც. შეიძლება ითქვას, რომ ამ ბიჭების ეროვნულ გუნდში გაშინაურებით ძალიან კარგი საქმე გაკეთდა. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს გარკვეული პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ გია გრიგალავა და ნიკა ძალამიძე.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართული ბლიცკრიგი და დიდი განსხვავება

საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმის მეორე ნახევარში პატარა ბლიცკრიგი მოუწყო გიბრალტარს და მაშინ გადაწყვიტა კიდეც თამაშის ბედი. სწორედ ამ მონაკვეთში გავიტანეთ სამი გოლი.

წინ გერმანიასთან მატჩია და ჩანდა, რომ მეორე ტაიმში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა გუნდმა ძალები აშკარად დაზოგა. ვფიქრობთ, ეს დავალება სამწვრთნელო შტაბიდან მოდიოდა. ფეხბურთელებს მიეცათ მითითება, რაც შეიძლება, დიდხანს დაეჭირათ ბურთი.

სწორედ ამიტომ მოხდა, რომ მეორე 45 წუთში ევროპული ფეხბურთის აუტსაიდერს მხოლოდ ერთი გოლი გავუტანეთ. არადა, მეტიც შეიძლებოდა. გულშემატკივარმა რიგ ეპიზოდებში ნაკრებს უსტვინა. ხალხს გოლები უნდოდა. სტადიონზე, არცთუ კარგ ამინდში მოსულ კაცს ვერ აუხსნი, რომ ოთხ დღეში ლაიპციგში მსოფლიო გოლიათს უნდა დაეჯახო.

ფაქტი ერთია - ორ ტაიმს შორის დიდი განსხვავება იყო.

მეორე ფორვარდიც გვყოლია!

როგორც ვთქვით, გიბრალტართან თამაშით ბევრს ვერაფერს განსაზღვრავ, მაგრამ ფორვარდს კოჭებში ეტყობა. მჭედლიძე გასაგებია - ის დღეს ულაპარაკოდ ნომერ პირველია ქართველ თავდამსხმელებს შორის. მეორე ფორვარდიც გვყოლია - სწორედ ამის დასტურია მათე ვაწაძის მიერ შესრულებული დუბლი.

არ ვიცი, რას დავაბრალო - სავიზო პრობლემებსა თუ სამწვრთნელო ამბებს, მაგრამ ასე მგონია: ვაწაძე აქამდეც მეტად უნდა გამოსდგომოდა ჩვენს ეროვნულ გუნდს და სამომავლოდ ეს ასეც უნდა იყოს.

ქართულ ფეხბურთს დღეს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მათეს ნიჭი გაიფლანგოს - ფორვარდისა, ვინც გოლის გატანა იცის.

ვაკოს შოუ

რა თქმა უნდა, გიბრალტართან მატჩი ყველას ძალიან მალე დაგვავიწყდება. რა თქმა უნდა, მას სათვალავში არ ჩავაგდებთ. სამაგიეროდ, ვერ დავივიწყებთ ვაკო ყაზაიშვილის იმ დიდებულ სოლოს, თამაშის მიწურულს რომ შემოგვთავაზა და გოლით რომ დააგვირგვინა.

ადრეც დავწერე და ახლაც ჩემს აზრზე ვრჩები - ყაზაიშვილი უნდა იყოს ის ფეხბურთელი, ვინც ჩვენი გუნდის შემოქმედებით ლიდერობას იკისრებს. მას საამისოდ ყველანაირი მონაცემი აქვს.

რა არ მოგვეწონა

არ იყო მოსაწონი საქართველოს ნაკრების ძალიან ხშირი ლტოლვა გადაჭარბებული ინდივიდუალიზმისკენ. რაც უნდა სუსტი იყოს მოწინააღმდეგე, მას ნებისმიერ შემთხვევაში დაფასება სჭირდება.

არც თორნიკე ოქრიაშვილის ყვითელი ბარათი იყო სასიამოვნო. იმ დონის გუნდთან, როგორიც გიბრალტარია, შემტევმა გაფრთხილება არამც და არამც არ უნდა მიიღოს.

რევიშვილი და ჯუჯები

გიბრალტარს ორი საგოლე შანსი ჰქონდა. "ჯუჯებს" საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა ნუკრი რევიშვილმა არ გაატანინა - ორივეჯერ ადგილზე დახვდა მათ "მოსაკითხებს". განსაკუთრებით ის მომენტია აღსანიშნავი, რიკოშეტით წასულ ბურთზე რომ მოასწრო რეაგირება.

გიბრალტარელთაგან ყველას მეათე ნომერი, ლაიამ უოლკერი სჯობდა. დანარჩენები კი, ალბათ, სხვადასხვა სამსახურს მოსწყდნენ მშობლიური ქვეყნის სამსახურისთვის...

მატჩის სტენოგრამა

2" - ვაწაძის დარტყმა. ბურთს მცველი ეღობება.

4" - ყაზაიშვილის დარტყმულს მეკარე იგერიებს.

10" - ოქრიაშვილი-ყაზაიშვილის კომბინაციას ეს უკანასკნელი კარში დარტყმით ასრულებს. მეკარე ადგილზეა.

13" - კაკაბაძის ჩაწოდება და ყაზაიშვილის თავური. ისევ მეკარე.

16" - ვაწაძე ვარდნაში ცდილობს გატანას. ბურთი კარს სცდება.

25" - ქართველები მრავალსვლიან კომბინაციას ათამაშებენ. ყაზაიშვილი არაზუსტად ურტყამს.

28" - ოქრიაშვილის დარტყმა. ბურთი სტუმართა კარს ზემოდან სცდება.

30" - 1:0! კვეკვესკირს დიდებული პასით მეკარესთან პირისპირ გაჰყავს ვაწაძე. "ორჰუსის" ფორვარდი ზუსტად ურტყამს.

34" - კაკაბაძე აწვდის საჯარიმოში. ბურთი მეტოქე მცველს ხელზე ხვდება და პენალტი.

35" - ოქრიაშვილს 11-მეტრიანი გააქვს - 2:0!

39" - უოლკერის დარტყმულს მეკარე რევიშვილი იგერიებს.

45" - კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ვაწაძე თავით გზავნის მეტოქის კარში - 3:0!

52" - ჯოზეფ ჩიპოლინა შორიდან ამოწმებს რევიშვილის საიმედოობას.

57" - ვაწაძე შემობრუნებით ურტყამს. ბურთი კარს სცდება.

62" - ძალამიძის კუთხური და ვაწაძის თავური. ხარიხა!

70" - კაკაბაძე თავად ქმნის მომენტს, მაგრამ ახლოდან ვერ გააქვს.

71" - ვაწაძეს ორჯერ არ გაატანინა მეკარემ.

87" - ყაზაიშვილის დიდებული სოლო-რეიდი და ზუსტი დარტყმა 18 მეტრიდან - 4:0!

ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. IX ტური

08.10. თბილისი. "დინამო არენა". 10 000 მაყურებელი

საქართველო-გიბრალტარი 4:0

გოლები: 1:0 ვაწაძე (30), 2:0 ოქრიაშვილი (35-პენ), 3:0 ვაწაძე (45), 4:0 ყაზაიშვილი (87)

საქართველო (4-2-3-1): რევიშვილი - კაკაბაძე, კაშია, ამისულაშვილი, გრიგალავა - კვეკვესკირი, კანკავა (58. ფალავანდიშვილი) - ოქრიაშვილი (58. ძალამიძე), ყაზაიშვილი, კობახიძე - ვაწაძე (74. ცხადაძე).

სათადარიგოები: ლორია, მაკარიძე, ლობჟანიძე, კვირკველია, ხიზანიშვილი, გელაშვილი, მერებაშვილი, ფოფხაძე, ნავალოვსკი.

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

გიბრალტარი (4-5-1): პერესი - გარსია, რ. კაშიარო, რ. ჩიპოლინა, ი. ჩიპოლინა - გიოსლინგი, უოლკერი, ლ. კაშიარო (76. დუარტე), ბარდონი, კ. კაშიარო (85. იომე) - კაბრერა (46. პერესი).

სათადარიგოები: ნილი, რობა, ბოსიო, კლარკი, ბარნეტი, როვენგო, კუმბსი, გალინგი.

მწვრთნელი: ჯეფ ვუდი

გაფრთხილება: კაბრერა (15), ოქრიაშვილი (31)

მსაჯი: სერგეი ბოიკო (უკრაინა)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura
არამგონია როდისმე ქართულ ფეხბურთს ეშველოს
გიო
მოდით რა გიბრალტართან მოგებით ნუ ავიგებთ რა ოცნების კოშკებს და ძალიან ოპტიმიზმით ნუ განვეწყობით. ელემენტარულად გუნდში არ გვყავს ევროპული მაშტაბის ასე თუ ისე საშუალო დონის ევროპული ვარსვლავის სტატუსის არც ერთი ფეხბურთელი და რა ვიცი გამოვა კი რამე მომავალში.
kita
მეორე ტაიმი აღარ მიყურებია, დავიღალე და გადავრთე. ეს არ იყო ფეხბურთი. ხალხმაც შესაბამისი რეაქცია გამოხატა. რა ძალების დაზოგვაზე საუბრობენ ზოგიერთები? გასაკვირია პირდაპირ. ჯერ მაყურებელია უპირველესი და მერ სხვა რამ.
kim
chako-ს. არ ვიცი რა დონეზე გესმის ფეხბურთი, მაგრამ მჭედლიძე რომ ვაწაძესე მარალი კლასისაა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. შესაბამისად უფრო მაღალ დონეზე თამაშობს.
merabi
ფლანგებიდან შემტევებმა კაკაბაძემ და კობახიძემ ვერც ერთხელ ვერ გაამწვავეს, მერე ვისთან? გიბრალტართან. დებიუტანტს კიდევ შეიძლება ეპატიოს.
გიო
მოკლედ ამ ხალხს ვერ დააკმაყოფილებ რა.. ძალები დაზოგეს (3 დღეში მსოფლიო ჩემპიონებს ვეთამაშებით, ხალხოო!!) - სამარცხვინოაო. რომ არ დაეზოგათ - დებილები არიანო.. მოკლედ რაა...
chako
სტატიის ავტორმა თუ ეხლა აღმოაჩინა რომ ვაწაძე კარგი ფორვარდია, აშინ ფეხბურძთის გაგებაში არაა, და კიდევ, არაფრით არაა მჭედლიძე ნომერი პირველი, არც კლასით და არც შედეგით, უბრალოდ მწვრთნელის გემოვნების ამბავია
დავით
ვაწაძე მაგარია, აქამდე სულ ვიძახოდი და არ იძახდენენ, არადა საკმაოდ ბევრი გოლო გააქვს თავის კლუბში
ჯარჯი21
სამარცხვინო მოგება. არავითარი ფეხბურთის ზეიმი. ათობით ელემენტარული შეცოდმები. მაყურებლების სამართლიანი სტვენა. ვაიმე რა დონეა...
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-3 დინამო (თბ). მათე ბიჭის ახალი სუნთქვა
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
[VIDEO] კაკაბაძის საგოლე პასით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან