„ლივერპულმა“ ერთბაშად ორი ცუდი ამბავი გაიგო: არც ჩარლი ადამის გადაბირების საქმე გამოდის და არც ლუის სუარესის.

„ლივერპულმა“ ერთბაშად ორი ცუდი ამბავი გაიგო: არც ჩარლი ადამის გადაბირების საქმე გამოდის და არც ლუის სუარესის. „ბლექპული“ ჩარლი ადამის ყოველ ხსენებაზე ცოფებს ჰყრის და ამჯერადაც ასე მოხდა - კლუბის თავმჯდომარე კარლ ოისტონმა შოტლანდიელის ტრანსფერზე კატეგორიული უარი განაცხადა. ბლექპულელებს უარის თქმაში არც „აიაქსმა“ დაუდო ტოლი - მერსისაიდელები 26 მილიონ ფუნტად შეფასებული ურუგვაელის ყიდვასთან მეტად შორს არიანო, განაცხადეს ამსტერდამელებმა.

განსაკუთრებით საკვირველი კი მაინც 25 წლის ადამის საქმეა. „ბლექპულის“ ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ეს ნახევარმცველი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ფასსაც შესაბამისს ითხოვენ, მყიდველები კი ცდილობენ მანამდე იხეირონ სანამ სქოთს სახელი გაუვარდება და ოისტონის კლუბს ცოტას სთავაზობენ. აი, წითლებმაც მხოლოდ 4 მილიონ ფუნტად მოინდომეს „გლაზგო რეინჯერსის“ ყოფილი მოთამაშის ყიდვა.

ადამთან დაკავშირებული აჟიოტაჟი თავგზას, განსაკუთრებით, „ბლექპულის“ მწვრთნელს იან ჰოლოუეის ურევს, რომელსაც ფეხბურთელის სარფიანად გაყიდვის კონკრეტული გეგმა ჰქონდა შედგენილი. მან თქვა:

„ვგრძნობ, რომ სულ მალე შესაძლოა სადავეები ხელიდან გამექცეს. „ლივერპული“ ჩემს სიაში ერთ-ერთი შესაძლო მყიდველთაგანი იყო, მაგრამ მინდოდა მისგან ადამის ნიჭის შესაფერისი წინადადება მიმეღო. ახლა, როდესაც მერსისაიდელთა ინტერესის ამბავი გახმაურდა და ოისტონმაც პირველი უარი საკმაოდ გაღიზიანბელი ფორმით უკვე შეუთვალა, დიდი შანსია, ფეხბურთელს გული გაუტყდეს, რადგან „ლივერპულში“ თამაში ყველას უნდა. აქ, ყველაფრის თანდათანობით შემზადება იყო საჭირო, ასე კი შეიძლება მივიღოთ კლუბებს შორის ჯიუტი ურთიერთობა და ფეხბურთელი, რომელსაც ცხვირი აქვს ჩამოშვებული“.

მყიდველისა და გამყიდველის შეხედულებები სუარესთან დაკავშირებითაც ძალიან ცდება ერთმანეთს. მერსისაიდელების საფეხბურთო საქმეთა დირექტორი დამიან კომოლი ამ დღეებში ამსტერდამს ეწვია და „აიაქსს“ 24 წლის ურუგვაელში 12,7 მილიონი ფუნტი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

ამასობაში 24 წლის ჰოლანდიელ ფორვარდ რაიან ბაბელთან დაკავშირებით მოხდა ძალან საინტერესო ამბავი - „ლივერპულის“ მწვრთნელმა კენი დალგლიშმა განაცხადა, რომ ბაბელი „ენფილდიდან“ არსად მიდის, მაგრამ მისი განცხადება და დადასტურება, რომ ჰოლანდიელს გერმანული „ჰოფენჰაიმი“ ყიდულობს ერთი აღმოჩნდა. „ჰოფენჰაიმი“ ბაბელში 7 მილიონ ფუნტს იხდის, თავად ფეხბურთელს კი ინგლისიდან წასვლა არ უნდოდა. არადა, ამბობდნენ, რომ ბაბელს „ლივერპული“ სუარესის საქმეში ხურდად გამოიყენებდა და მას „აიაქსს“ შესთავაზებდა. მოთამაშესაც გაცილებით ერჩივნა ეს ვარიანტი.

დალგლიში კი ჟურნალისტებთან სტივენ ჯერარდის ქებაში გაერთო. „კოპის მეფე კენიმ“ თქვა, რომ „სტივი ჯი“ თხემით ტერფამდე ლივერპულელი და განსაკუთრებული ფეხბურთელია.

„მეტიც, ის არა მარტო განსაკუთრებული ფეხბურთელი არამედ განსაკუთრებული პიროვნებაა - განაცხადა დალგლიშმა - აღტაცება გეუფლება როდესაც იხსენებ, როგორ ემსახურა ის „ლივერპულს“ ამდენი წლის განმავლობაში და რას ნიშნავს ჩვენი კლუბი მისთვის. ჩემს ლექსიკონში სტივენის ქებისთვის საკმარისი სიტყვები არ არის. მხოლოდ ასე ვიტყოდი: „ლივერპული“ ჯერარდის გარეშე ასეთი ვერ იქნებოდა. რად უნდა ლაპარაკი, რომ როდესაც მას წითელი აცვია გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე სხვა ფერის (ალბათ, დალგლიშმა ინგლისის ნაკრების თეთრი მაისურა იგულისხმა) მაისურში. ის „ლივერპულის“ ისტორიაში დიდ ადგილს იმსახურებს. ჩვენ ბედნიერები ვართ ასეთი ძლიერი ფეხბურთელი რომ გვყავს“.

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე