ქართველი ჩოგბურთელები ყაზახეთში რჩებიან და ამ კვირას ახალ, 10 და 15-ათასიან ტურნირებში ჩაებმებიან
გასულ კვირას ყაზახური ჩიმკენტი ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ტურნირებს მასპინძლობდა, რომლებშიც წარმატებით ითამაშეს საქართველოს წარმომადგენლებმა.

მანდილოსანთა 10.000-იან შეჯიბრებაში ძალებს ცდიდნენ სოფიო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე. ერთეულთა თანრიგში განსაკუთრებით მეორე ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ იყოჩაღა - ზედიზედ დაამარცხა კამილა ბოლატოვა (ყაზახეთი, 6:3, 6:0), ალინა ზოლოტარიოვა (რუსეთი, 6:2, 6:1), ჟიბეკ კულამბაევა (ყაზახეთი, 7:5, 7:5), კამილა კერიმბაიევა (ყაზახეთი, 7:6, 7:5), მარია სტეური (გერმანია, 6:4, 5:7, 6:1) და მთავარი პრიზი მოიპოვა.

გორგოძემ ნახევარფინალს უწია მას შემდეგ, რაც დანელ აშიროვა (ყაზახეთი, 6:0, 6:1), პოლინა მერენკოვა (უზბეკეთი, 6:4, 6:3) და ტამარა ბიჟუკოვა (რუსეთი, 6:0, 4:6, 6:3) ჩამოიშორა გზიდან, იქ კი მარია სტეურს დანებდა - 3:6, 5:7.

წყვილებში შესანიშნავად ითამაშეს გორგოძემ და ქვაცაბაიამ: სტარტზე რუსებს - ანა იაკოვლევას და ქსენია შარიფოვას აჯობეს - 6:3, 6:0, შემდეგ მათ გზას გაუყენეს აშმიტა იაშვარამურთი (ინდოეთი), ადრიანა სოსნოვში (მოლდოვა, 6:3, 6:4), ვიქტორია კლიმუშკინა, ალინა ზოლოტარიოვა (ორივე-რუსეთი, 6:1, 6:3), ალბინა ხაბიბულინა, პოლინა მერენკოვა (ორივე-უზბეკეთი, 7:5, 3:6, 10:6) და პირველი ადგილი დაიკავეს.

ვაჟთა ტურნირის საპრიზო ფონდი იყო 15.000 დოლარი. აქაც ქართველი ჩოგბურთელი - ალექსანდრე მეტრეველი იყო მეორე ნომრად განთესილი, რომელმაც წაუფორხილებლად განვლო მთელი გზა: ჯერ მასპინძელი არშან არაშოვი (6:3, 6:0), შემდეგ - ტიმურ კიუამოვი (რუსეთი, 6:1, 6:0), სანჯარ ფაიზიევი (უზბეკეთი, 7:6, 6:3), ალექსანდრ ლაზოვი (ბულგარეთი, 6:0, 6:0), ივან გახოვი (რუსეთი, 6:1, 6:2) დაჯაბნა და პირველ ადგილზე გავიდა.

საგულისხმოა, რომ მეტრეველი წყვილებში სწორედ გახოვთან იყო შეამხანაგებული. ქართულ-რუსულმა დუეტმაც მთავარი პრიზი არავის დაუთმო: პირველ წრეში რუსებს - ტიმურ კიუამოვსა და ტიმურ რაზმაიტოვს მოუგო - 5:7, 6:3, 10:7, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში იოლად დაძლია საგადათ აიარ (ყაზახეთი)-პაველ ცოის (უზბეკეთი, 6:1, 6:0), პაველ ფილინ-იაროსლაუ შილას (ორივე-ბელორუსი, 6:3, 6:4) წინააღმდეგობა, გადამწყვეტ პაექრობაში კი მარკოს კალოველონისი (რუსეთი)-ალექსანდრ ლაზოვის (ბულგარეთი) ტანდემი დაამარცხა - 7:6, 6:3.

მოკრძალებულ შედეგს დასჯერდა გიორგი ცივაძე: სტარტზე მან უზბეკი ოდილ აკრამოვი ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:4, მაგრამ მეორე წრეში თავადაც წააგო რუს ივან გახოვთან.

ცივაძემ წყვილებშიც ერთი ბარიერი გადალახა და შემდეგ ასპარეზობას ჩამოშორდა.

ქართველი ჩოგბურთელები ისევ ჩიმკენტში რჩებიან და ამ კვირას ახალ, 10 და 15-ათასიან ტურნირებში ჩაებმებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
საით მივდივართ?! - მაროკოს ქვიშაში ჩამარხული ქართული ჩოგბურთი
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე გაემგზავრა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ATP CUP: ტყემალაძემ და ბაკშმა იაპონელთა დუეტი იოლად დაამარცხეს
0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ალექსანდრე მეტრეველი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
ATP CUP: ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ერთეულებში! [VIDEO]
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები ლიდერის გარეშე და აუტსაიდერები ჯუჯა სახელმწიფოსთან
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა