ახალგაზრდა ჩოგბურთელის სამომავლო გეგმების შესახებ მამამისი, ამავდროულად, მისი მწვრთნელი ირაკლი მეტრეველი გვესაუბრება
22 წლის ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ბოლო პერიოდში წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა ტურნირში.

ალექსანდრეს სამომავლო ამბების გასარკვევად მამამისს, ირაკლი მეტრეველს დავუკავშირდით, რომელიც ამავე დროს, მისი მწვრთნელიცაა. თავდაპირველად კი საუბარი იმაზე დავიწყეთ, თუ რამდენი წლიდან დაიწყო ალექსანდრემ ჩოგბურთზე სიარული და ვინ შეაყვარა მას სპორტის ეს სახეობა.

"ალექსანდრემ ჩოგბურთზე სიარული 5 წლიდან დაიწყო, ხოლო 6 წლიდან უკვე სერიოზულად მოეკიდა ამ საქმეს. ბავშვობიდანვე მისი მწვრთნელი მე ვიყავი".

ალექსანდრე სახელოვანი ალექსანდრე მეტრეველის შთამომავალია. ის გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ჩოგბურთის მსოფლიო ვარსკვლავი გახლდათ, საბჭოთა კავშირში კი კონკურენტი არ ჰყოლია. მეტრეველი დღემდე ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელია, რომელმაც "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში იასპარეზა! ის ასევე ერთადერთი ქართველია, რომელმაც საუკეთესო ჩოგბურთელთა ათეულში შეაბიჯა!

"რასაკვირველია, მის თამაშსა და კარიერაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მისი ბაბუის, ალექსანდრე მეტრეველის სახელმა. როცა ალექსანდრე პატარა იყო, ბაბუამისი მონაწილეობას იღებდა მისი თამაშის განვითარებაში. ჩოგბურთის სიყვარული უმცროს ალექსანდრეს სწორედ ბაბუისგან მოსდის.

ახლა ბაბუა და შვილიშვილი ერთმანეთს არც ისე ხშირად ხვდებიან. უმცროსი ალექსანდრე ტურნირებზე ასპარეზობს, უფროსი კი ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ამის მიუხედავად, უფროსი ალექსანდრე შვილიშვილისთვის რჩევებს არ იშურებს".

ბოლოს მეტრეველმა, როგორც ერთეულთა თანრიგში, ისე წყვილებში ჩიმკენტის საერთაშორისო ტურნირი (15 000 დოლარი) მოიგო. მეტრეველის თამაშს მწვრთნელი დადებითად აფასებს.

"ჩიმკენტში ძალიან კარგი ტურნირი იყო. ალექსანდრემ ისე გაიმარჯვა, პრინციპში, სეტიც არ წაუგია. დღეს კი უკვე მეორე ტურნირი დაიწყო, სადაც პირველივე თამაში მოიგო.

იმ შემთხვევაში, თუ ალექსანდრე მეორე ტურნირის მინიმუმ ნახევარფინალში მაინც გავა, რეიტინგში დაახლოებით მე-200 ადგილამდე აიწევს, რაც საშუალებას მისცემს, "ჩელენჯერის" ტურნირებზე ძირითად ბადეში მოხვდეს. კიდევ უფრო წინ წაწევის შემთხვევაში კი, უკვე მომავალ წელს "დიდი სლემის" ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებში თამაშის საშუალებაც შეიძლება მიეცეს".

ალექსანდრე მეტრეველი ამჟამად ATP-ის რეიტინგში 369-ე ადგილზე იმყოფება, თუმცა ჩიმკენტის მოგებული ტურნირის შემდეგ მისი წინსვლა გარდაუვალია. რა თქმა უნდა, ეს ადგილი ახალგაზრდა ჩოგბურთელის მაქსიმუმი არ გახლავთ. რა სამომავლო გეგმები და მიზანი აქვს მეტრეველს? ამის შესახებ დეტალურად გვესაუბრება ირაკლი მეტრეველი.

"გუშინდელი ტურნირის მოგების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრემ უკვე წაიწია რეიტინგში 6 საფეხურით. სამწუხაროდ, ეს რეიტინგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

პირველ რიგში, ალექსანდრეს მიზანი ATP-ის რეიტინგის 100-ეულში მოხვედრაა, რაც მას საშუალებას მისცემს, დიდ ტურნირებში მიიღოს მონაწილეობა. მისი უპირველესი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად შეაბიჯოს უძლიერესთა ასეულში. ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ წინსვლა იქნება მიზანი.

თუმცა რამდენად სწრაფად მოხდება ეს, დამოკიდებულია დაფინანსებაზე, რომელიც ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია. ძალიან მცირე დაფინანსებას ვიღებთ ჩოგბურთის ფედერაციისგან. საუბარი ისეთ მიზერულ თანხებზეა, რომ თქმაც კი არ მინდა.

თუ იქნება ნორმალური დაფინანსება, ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ალექსანდრე უკვე შეძლებს TOP100-ში შეღწევას. შევიტანე რამდენჯერმე განცხადება სპორტის სამინისტროში დაფინანსების შესახებ და აი, ველოდები პასუხს, იქნებ დადებითად გამოგვეხმაურონ.

ჩიმკენტის ტურნირის შემდეგ ალექსანდრე თბილისში ჩამოვა და უკვე ფინანსებზე იქნება დამოკიდებული, რომელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. თან უკვე იწყება "ჩელენჯერები", მაგრამ ისევ ვიმეორებ, ამ ტურნირებზე წასვლა ფინანსებზეა დამოკიდებული, რომელიც არ გაგვაჩნია.

გარდა ამისა, დოჰაშიც ტარდება დეკემბრის ბოლოს ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას ასევე ვგეგმავთ".

ამას წინათ, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა (ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი, კაპიტანი ვლადიმერ გაბრიჩიძე) გაისად დევისის თასის მე-2 ევროპულ ჯგუფში თამაშის უფლება მიიღო.

ჩვენი ნაკრები წილისყრას ელოდება, რომელიც ნოემბერში ჩატარდება და შესაძლოა, ამ ეტაპს თბილისმა უმასპინძლოს.

"დევისის თასზე ჩვენი ნაკრების გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო. დაახლოებით 10 წელია, ნაკრები ქვედა ჯგუფში იყო, თუმცა ნიკოლოზ ბასილაშვილის და დანარჩენი ბიჭების დამსახურებით, გუნდი მე-2 ევროპულ ზონაში გადავიდა, სადაც უკვე ბევრად ძლიერი ნაკრებებია - ისეთები, როგორებიცაა პორტუგალია, ბელორუსი, მონაკო და ა.შ."

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ATP CUP: ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ერთეულებში! [VIDEO]
სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ტურნირის მე-2 წრეში ითამაშებს
ალექსანდრე მეტრეველი: ნაკრების წევრებისგან მსგავსი არაფერი ყოფილა
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასისთვის ემზადება
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით
რეიტინგები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულს მიუახლოვდა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძემ წააგო, მაგრამ ანტალიაში რჩება
დევისის თასი: საქართველოს ნაკრების ფიასკო დანიასთან
ალექსანდრე მეტრეველი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა