NBA. საწვრთნელი მატჩები
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე, გუნდის ვარსკვლავურმა გამთამაშებელმა კრის პოლმა მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი მოიტეხა და მონაწილეობა ვერ მიიღო "შარლოტ ჰორნეტსთან" საგამოფენო მატჩში, რომელიც გუშინ, ჩინეთის ქალაქ შანხაიში გაიმართა.

ხვალ, პოლი დამატებით სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მალე დაბრუნდება მოედანზე. ყოველ შემთხვევაში, კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ პლეიმეიკერს რამდენიმე ვარჯიშის გამოტოვება მოუწევს.

დღითი დღე აუმჯობესებს თამაშს "ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი. გუშინ, მან მესამე საჩვენებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ყველაზე შედეგიანი იყო თავისი გუნდის რიგებში.

კალიფორნიელები შინ იღებდნენ ჰაიფას "მაკაბის". ბრაიანტი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 18 წუთში 21 ქულა დააგროვა. მან ათიდან ექვსი ტყორცნა გამოიყენა, მათ შორის, ექვსიდან ოთხი სამქულიანი, აგრეთვე ხუთიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა, მის ანგარიშზე იყო თითო პასი, მოხსნა და ჩაჭრა.

"ვცდილობდით, რომ ბრაიანტს სამწამიანი რკალის შიგნით ეთამაშა. მაგრამ თუ ის ისე აგდებს ბურთს, როგორც ამას აღნიშნულ შეხვედრაში აკეთებდა, შეუძლია გაცდეს მწვრთნელის დავალების ფარგლებს.

კობი სულ უფრო უკეთ გამოიყურება. ის შესანიშნავად არჩევს დროს შეტევებისთვის, ძალიან კარგად მოძრაობს და უფრო მობილური ჩანს. ბრაიანტი თავად ამბობს, რომ კარგად გრძნობს თავს. ასე რომ, ჩვენ, უბრალოდ, მივყვებით არჩეულ მიმართულებას", - ამბობს "ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელი ბაირონ სკოტი.

"ჰიუსტონ როკეტსის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა, შესაძლოა, რეგულარული ჩემპიონატის სტარტი გამოტოვოს. გუშინ, "ორლანდოსთან" გამართულ საჩვენებელ მატჩში, ჰარდენმა მუხლი დაიზიანა.

მცველმა 13 წუთი გაატარა მოედანზე და 12 ქულისა და ოთხი შედეგიანი გადაცემის დაგროვება მოასწრო. ტრავმა მან პირველ ტაიმში მიიღო და მოედანზე აღარ დაბრუნებული. კლუბის ხელმძღვანელობა, ჯერჯერობით, არაფერს ამბობს კალათბურთელის გამოჯანმრთელების ზუსტი ვადების შესახებ. არ არის გამორიცხული, ჰარდენს სეზონის სტარტის გამოტოვება მოუწიოს.

ჰიუსტონი-ორლანდო 119:123

38:21, 33:32, 20:37, 28:33

ჰ: ბრიუერი (20+3 ჩაჭრა), მ-ტ. ტორნტონი (17+5 მოხსნა), ჰარდენი (12+4 პასი), არიზა (11+4 პასი), ლოუსონი (11), ჯოშუა სმიტი (8+7 მოხსნა).

ო: მერბლი (21), ფურნიე (19+5 მოხსნა+4 პასი), ტ. ჰარისი (16+5 მოხსნა), ფრაი (14), ჰეზონია (13+6 მოხსნა).

ლეიკერსი-მაკაბი (ჰ) 126:83

33:16, 30:24, 33:18, 30:25

ლ: ბრაიანტი (21), ნ. იანგი (16), კელი (15+7 მოხსნა), რენდლი (14+9 მოხსნა), ლ. უილიამსი (13).

მ: ბაკნერი (20+7 მოხსნა), ბლაიზერი (17+3 ჩაჭრა), ჩუბჩევიჩი (14), რუგუა (10+5 მოხსნა), ტომპსონი (8+5 მოხსნა).

ვაშინგტონი-ბაურუ 134:100

34:19, 39:34, 28:15, 33:32

ვ: გორტატი (19), ბილი (17), გუდენი (15+5 მოხსნა), პორტერი (12), ჰემფრიზი (11+9 მოხსნა).

ბ: მაინდლი (17+7 მოხსნა), რ. დეი (17), ჰეტსჰაიმერი (16), სენა (11+5 მოხსნა), ბორასინი (10+4 პასი).

კლიპერსი-შარლოტი 94:106

28:37, 27:20, 22:28, 17:21

კ: რედიკი (23), სმიტი (14), გრიფინი (13+9 მოხსნა+10 პასი).

შ: ზელერი (16+10 მოხსნა), ლინი (16), ჰოიესი (10+13 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
სანდროს ოფიციალური დებიუტი! "ბაქსმა" "ბრუკლინი" გაანადგურა [VIDEO]
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]