ევრო 2016. ალბანეთის ნაკრები: არწივების გადაფრენა
ალბანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ალბანეთმა ეს პატივი ძლიერ ჯგუფში ირგუნა. "არწივებმა" უკან მოიტოვეს დანიის, სერბეთისა და სომხეთის ნაკრებები. მომავალ ევროფორუმს სენსაციური მონაწილეები არ დააკლდებიან, თუმცა აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ალბანელები უმთავრესი მოულოდნელობის შემომქმედები არიან.

საქართველოს ნაკრებს არაერთხელ უთამაშია ალბანეთთან და უმარჯვია კიდეც. რა გასაკვირია, რომ არცთუ დიდი ხნის წინ მეც გახლდით ტირანაში. მაშინ ალბანეთი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე ვერ იოცნებებდა. მაშინ ამ ქვეყანაში ბევრი რამ ისევ დაულაგებელი იყო.

ალბანეთს ახსოვს ენვერ ხოჯა. ალბანეთს ახსოვს "რკინის ფარდა" და სტალინის ძეგლები. ალბანეთში ძალიან უყვართ ჩვენი გენიალური მსახიობი აკაკი ხორავა. ალბანეთში იციან თავისებური ქომაგობა და უყვართ ფეხბურთი.

ალბანელთა წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის 59 წლის იტალიელ სპეციალისტს, ჯანი დე ბიაზის. წარსულში ცნობილ ფეხბურთელს იტალიაში კარგი მწვრთნელის რეპუტაცია აქვს. სხვადასხვა დროს გაუწვრთნია არაერთი გუნდი. მათ შორის - "ტორინო", "უდინეზე" და "ლევანტე".

"ჩვენი წარმატება ეკუთვნის მთელ ალბანელ ხალხს. ეს არის წუთები, რომლისთვისაც ცხოვრება ღირდა. ჩვენ მთელი შესარჩევი ციკლი მაღალ დონეზე ჩავატარეთ და ეს დიდი გამარჯვება დავიმსახურეთ." -

ალბანურ ფეხბურთში უდიდეს როლს თამაშობს ამ ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი იგლი ტარე. "ლაციოს" სპორტული დირექტორის მეშვეობით ალბანეთის ნაკრებზე იტალიური გავლენა გაიზარდა.

რამდენიმე მოთამაშე მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში თამაშობს. იტალიაში იმაღლებენ საფეხბურთო ოსტატობას მეკარე ეტრიტ ბერიშა (ლაციო), მცველი ელსაიდ ჰიუსაი (ნაპოლი) და ნახევარმცველები - ლედირან მემუშაი (პესკარა) და არმანდო ვაჯუში (ლივორნო).

ზემოთჩამოთვლილ ფეხბურთელთა გარდა გუნდის ლიდერებად ითვლებიან კაპიტანი ლორიკ ცანა (ნანტი), ნახევარმცველები: ამირ აბრაში (ფრაიბურგი), შკელჟენ გაში (ბაზელი), ტასულანტ ჯაკა (ბაზელი). ფორვარდები - ჰამდი სალიჰი (სკენდერბეუ), არმანდო სადიკუ (ციურიხი) და სოკოლ ჩიკალეში (ბიუიკშეჰირი).

ალბანეთის ნაკრები ამდენს ვერ მიაღწევდა, რომ არა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის კარგი მუშაობა. სწორედ ფეხბურთის ფედერაციის ძალისხმევით ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში ის ფეხბურთელები, რომლებიც სხვადასხვა დროს წარმატებით იცავდნენ შვეიცარიისა და ნორვეგიის ახალგაზრდული ნაკრებების ღირსებას.

ეს განსაკუთრებით ეხებათ კოსოვოელ ალბანელებს. მათ ალბანეთის სახელით გადაწყვიტეს თამაში და არც უნანიათ. ასე დაიცავენ ალბანეთის ღირსებას ევროფორუმზე ჯაკა, გაში, შალა და ბაშა.

დღევანდელი ალბანეთის ნაკრების სახე გუნდის კაპიტანი ლორიკ ცანაა. 32 წლის ფეხბურთელი კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაშია დაბადებული. მას სხვადასხვა დროს უთამაშია "პარი სენ-ჟერმენში", "მარსელში", "სანდერლენდში", "გალათასარაიში" და "ლაციოში". ამ დროისათვის ცანა ფრანგული "ნანტის" ღირსებას იცავს.

ალბანეთის ეროვნულ ნაკრებში ცანა 2003 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში ლორიკმა ეროვნულ ნაკრებთან ერთად ყველაფერი გამოსცადა. იყო არაერთი მარცხი და იმედგაცრუება, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა - კაპიტანი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

"ამ გრძნობას მე სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ჩვენ ერთად მივაღწიეთ ამ შედეგს და დავდეთ შედეგი, რომლის მსგავსიც ალბანეთის ფეხბურთის ისტორიაში არასოდეს ყოფილა. ჩვენ მაღლა ავწიეთ თამასა და იმედია, ის დაბლა აღარასოდეს დაეშვება." - თქვა ცანამ.

ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს მუშაობას და ადვილი შესაძლებელია, ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ გაძლიერდეს რამდენიმე ახალი ფეხბურთელით.

ახლა პოტენციური ახალწვეულების დათანხმება ბევრად უფრო იოლი იქნება, რადგან "არწივები" ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ. ასეა - როცა საქმე სწორად კეთდება, გამკეთებელი ნაყოფს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოიმკის.

ალბანეთის ნაკრები

მეტსახელი: არწივები

მთავარი მწვრთნელი: ჯანი დე ბიაზი (იტალია)

კაპიტანი: ლორიკ ცანა

ყველაზე მეტი მატჩი: ლორიკ ცანა (88)

საუკეთესო ბომბარდირი: ერიონ ბოგდანი (18 გოლი)

სტადიონი: ელბასან არენა (12800)

ადგილი ფიფას რეიტინგში: 32

პირველი საერთაშორისო მატჩი: ალბანეთი - იუგოსლავია 2:3 (1946 წლის 7 ოქტომბერი)

სარეკორდო გამარჯვება: ალბანეთი - ვიეტნამი 5:0 (2003 წლის 12 თებერვალი)

ალბანეთი - კვიპროსი 6:1 (2009 წლის 12 აგვისტო)

სარეკორდო მარცხი: უნგრეთი - ალბანეთი 12:0 (1950 წლის 24 სექტემბერი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გიორგი ცხოვრებაძემ "ბარსელონას" ხუთი გოლი გაუტანა
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ალბანეთი
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
უკრაინელთა წამყვანმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოსთან ვერ ითამაშოს
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი: ვისი დამსახურებაა ალბანეთის ნაკრების პროგრესი
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ალბანეთი - ჩეხეთი 0:0 - "ჯვაროსნებს" ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ [VIDEO]
ევრო 2016. A ჯგუფი. I ტური: შვეიცარიამ ალბანეთს მოუგო, ძმამ - ძმას [VIDEO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
მილანი-ლაციო 0:1 - ფილიპო ინძაგი მაინც დაინდეს [VIDEO]