მსოფლიო თასის ორგანიზატორებმა "თვიქენჰემზე" მედიის კითხვებს უპასუხეს
ახლა, როდესაც მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, სხვადასხვა საკითხის განხილვის მიზნით მსოფლიო თასის ორგანიზატორები თვიქენჰემზე წარდგნენ მედიის წინაშე.

დაისვა კითხვები იმ საჭირბოროტო საკითხების შესახებ, რომლებმაც თავი იჩინა ჯგუფური ეტაპის მსვლელობისას - მატჩების განრიგები, ტელე-რეფერის გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ.

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

- ამ ეტაპზე რას ფიქრობთ მსოფლიო თასის მსვლელობაზე?

ბრეთ გოსფერი, მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი დირექტორი:

- ძალზე საინტერესო ჯგუფური ეტაპის მომსწრენი გავხდით. ახლა დიდი მოლოდინით ველით მეოთხედფინალებს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ "ინგლისი 2015" მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე დიდ და წარმატებულ ტურნირად ჩაითვლება.

ტურნირს, მსოფლიო მასშტაბით, რეკორდული ოდენობის ქომაგები დაესწრნენ, რომლებმაც თავის მხრივ, სულ უფრო მეტი ადამიანი დააინტერესა რაგბით.

ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ინგლისის ცუდი თამაშის გამო მასპინძლებს შესაძლოა ხელი აეღოთ საორგანიზაციო საკითხების ზედმიწევნით შესრულებაზე, მაგრამ ეს ასე არაა და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

მასპინძლები თავიანთ საქმეს საუცხოოდ ართმევენ თავს და იმედი გვაქვს, რომ ინგლისელი ქომაგებიც ბოლომდე იქნებიან ჩართულნი ტურნირში.

- ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებები მე-2 დონის სარაგბო ქვეყნების მიმართ არასამართლიანად მკაცრია სხვებთან შედარებით...

- ჩვენ არ დავეთანხმებით ამ აზრს. ტურნირის დაწყებამდე ყველა მონაწილეს დაეგზავნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას მივაქცევდით განსაკუთრებულ ყურადღებას და რა ქმედებების მიმართ ვიქნებოდით განსაკუთრებით მკაცრნი.

მე აზრსაც კი ვერ ვნახულობ იმაში, თუ რატომ უნდა გვქონოდა განსხვავებული დამოკიდებულება რომელიმე გუნდის მიმართ, რადგან ჩვენს მიზანს მათ შორის მე-2 დონის ქვეყნების წარმატებაც წარმოადგენს.

სადისციპლინო სისტემა ჩვენგან დამოუკიდებლად მოქმედებს. მიგვაჩნია, რომ ყველანაირი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ყველას თანაბრად და სამართლიანად ვეპყრობით.

- ყველა მე-2 დონის ქვეყანა იმას აცხადებს, რომ მათი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეტი მატჩი პირველი დონის ქვეყნების წინააღმდეგ. ამ კუთხით იგეგმება რაიმე ცვლილებები?

- ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ განვითარებისა და პროგრესისთვის მე-2 დონის ქვეყნებისთვის აუცილებელია პირველი დონის ნაკრებების წინააღმდეგ ხშირი თამაში. ჩვენი დიდი სურვილია, რომ კალენდრიდან გამომდინარე, ეს მაქსიმალურად მოვახერხოთ და ამისთვის კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებთ.

არის გარკვეული კომერციული რეალობები, მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ მე-2 დონის ქვეყნებს მაქსიმალურად ბევრი შესაძლებლობა მიეცეთ.

ცოტა ხნის წინ "ოლ ბლექსი" სამოას ესტუმრა, უელსი - იაპონიას, ავსტრალია და ახალი ზელანდია სატესტოდ აშშ-ში ჩავიდნენ, ხოლო საქართველო ირლანდიას ეთამაშა.

ეს ის მატჩებია, რომელთა ორგანიზებისთვისაც ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ და ნამდვილად ვაპირებთ ამ კუთხით უფრო მეტის გაკეთებას.

მერწმუნეთ, ჩვენ საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ გვამყოფებენ, რათა მე-2 დონის ქვეყნებს მეტი მატჩის შესაძლებლობა მიეცეთ პირველი დონის ქვეყნების წინააღმდეგ.

კალენდარი გვაძლევს ამის შესაძლებლობას და მსჯელობები მიმდინარეობს.

- მატჩების განრიგიც არცთუ სამართლიანი გამოდგა მე-2 დონის ქვეყნებისთვის. ამ მხრივ აპირებთ შემდეგი მსოფლიოსთვის რამის გამოსწორებას?

- ალან გიფლინი, ტურნირის დირექტორი (მსოფლიო თასი): მიმაჩნია, რომ წინა მსოფლიო თასებთან შედარებით, მატჩების განრიგი მაქსიმალურად თანაბრად და სამართლიანად განაწილდა.

იმას არ ვამბობთ, რომ სრულყოფილია. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ არის ამ კუთხით გასაუმჯობესებელი 2019 წლისთვის. ალბათ, მეთანხმებით, რომ 48 მატჩის 6 კვირაზე გადანაწილება რთული საქმეა.

ამ შემთხვევაში ბალანსი პირველ და მეორე დონის ქვეყნებს შორის მაქსიმალურად დავიცავით. მაგალითად, იაპონიას ყველაზე მეტი დასვენება მოუწია.

რა თქმა უნდა, 2019 წლამდე განრიგს გადავხედავთ და შეძლებისდაგვარად შევცვლით.

- ამ მსოფლიო თასზე საქართველო უდავოდ ტურნირის ერთ-ერთ წარმატებულ გუნდს წარმოადგენს. ხომ არ მოუწოდებდით 6 ერს, ასეთი მზარდი ქვეყანა მიიღოს თავის რიგებში?

- ბრედ გოსფერი: ეს მათი (6 ერის მესვეურების) გადასაწყვეტია.

ჩვენ ევროპაში იტალიის და სამხრეთში არგენტინის მიღების მომსწრენი გავმხდარვართ. ჩვენი მხრივ, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ საქართველოს მსგავსი გუნდებისთვის ბევრად მეტი მაღალი დონის მატჩის ორგანიზება შევძლოთ, მაგრამ 6 ერზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოვახდენთ და ეს მათი საქმეა, თუ რას უზამენ თავიანთ შეჯიბრებას.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!