„არსენალმა“ ლიგის ანუ „ქარლინგის თასის“ ფინალს „იფსვიჩის“ ძლევით მიაღწია - არსენ ვენგერის შეგირდება 3:0 მოიგეს

„არსენალმა“ ლიგის ანუ „ქარლინგის თასის“ ფინალს „იფსვიჩის“ ძლევით მიაღწია - „მეთოფეებმა“ 3:0 მოიგეს. ამრიგად, გუნდი, რომელიც მიმდინარე სეზონში ჯერ კიდევ ოთხივე ჯილდოსთვის იბრძვის, ერთთან უკვე ძალიან ახლოს არის.

მართალია, „ქარლინგის თასი“ ოთხი შესაძლო ტიტულიდან ყველაზე „დაბალი სინჯისაა“, მაგრამ ჩრდილოლონდონელთა ბანაკში მას დიდ ყურადღებას აქცევენ და ამიტომაც იყო ნიკლას ბენდტნერის, ლორან კოშელნისა და სესკ ფაბრეგასის გოლებმა დიდი სიხარული რომ გამოიწვია. შეგახსენებთ იმასაც, რომ „არსენალისა“ და „იფსვიჩის“ პირველი ნახევარფინალური მატჩი, 12 იანვარს, იფსვიჩის „პორტმენ როუდზე“ „ჩემპიონშიფის“ ცხრილში მე-19 ადგილზე მყოფი მასპინძლების გამარჯვებით, 1:0 რომ დასრულდა.

მატჩის შემდეგ „მეთოფეთა“ გახარებულმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ასე ბრძანა: „ჩვენ გვინდა გავიმარჯვოთ ყველა შეჯიბრებაში, რომელშიც გამოვდივართ. თუ „ქარლინგის“ თასს მოვიპოვებთ, გუნდში ფსიქოლოგიური კლიმატი შეიცვლება და ვიგრძნობთ, რომ სხვა ჯილდოების მოხვეტაც შეგვიძლია. რასაკვირველია, კარგად გვესმის, რომ ლიგის თასი ჩვენს მიზნებს შორის ყველაზე დიდი არ არის, „არსენალი“, ამ სეზონში, უფრო დიდ ამოცანებს ისახავს, მაგრამ ვიმეორებ, ის ჩვენ სხვა ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება. რატომღაც ყოველ პრესკონფერენციაზე მეკითხებიან არის თუ არა ჩემი მთავარი მიზანი პრემიერლიგის ოთხეულში მოხვედრა. მინდა ერთხელაც და საბოლოოდ გამოვაცხადო, რომ ჩემი მიზანი ყველაფრის მოგებაა“.

„მეთოფეთა“ ესპანელი კაპიტანი სესკ ფაბრეგასი კი გოლის გატანამ, არც მეტი არც ნაკლები, გადარია. ვენგერმა ამაზეც თქვა ორიოდ სიტყვა: „სესკის რეაქციამ, ალბათ, მიგახვედრათ, რომ მას გოლები და გამარჯვებები სწყურია. ფაბრეგასს ტიტულების დაგროვება უნდა და ამიტომაც ნიშნავდა მისთვის ეს გოლი ამდენს“.

და რაკიღა ფაბრეგასი ვახსენეთ, ბარემ ერთი ამბავიც გავიხსენოთ: ცოტა ხნის წინ გაზეთებში დაიწერა „არსენალის“ ბრაზილიელი ფეხბურთელის, დენილსონის ნათქვამი, რომ მათი გუნდის კაპიტანი ბუნებით ლიდერი არ არის.

„მინდა ყველას ვუთხრა, რომ მსგავსი არაფერი მითქვამს, - განაცხადა პუბლიკაციათა პასუხად დენილსონმა. - მეტიც, მის შესახებ არავისთან მილაპრაკია. მე მას, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებს, პატივს ვცემ. ერთადერთი, რაც ვთქვი, ის იყო, რომ გუნდის შედეგებზე პასუხისმგებლობა ოცდახუთივე ფეხბურთელმა უნდა აიღოს“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა