მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მეოთხედფინალი სამ სეტში დათმო და ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა დაასრულა. 26 იანვარს ¼ ფინალურ მატჩში ნადალი თავის თანამემამულე დევიდ ფერერთან დამარცხდა, რომელიც მეშვიდე ნომრად იყო განთესილი. მატჩი ანგარიშით 6:4, 6:2, 6:3 დასრულდა ფერერის სასარგებლოდ, რომელიც ნახევარფინალში ბრიტანელ ენდი მიურეის დაუპირისპირდება.

უკვე პირველივე სეტში ნადალი ტრავმამ შეაწუხა და მთელი ძალით თამაში ვეღარ შეძლო. სხვათა შორის, 2010 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე ესპანელმა ასევე ¼ ფინალში წააგო, შემდეგ კი ზედიზედ დიდი სლემის სამი ტურნირი მოიგო (როლან გაროსი, უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა).

ფერერისთვის ნახევარფინალში გასვლა დიდი სლემის ტურნირებზე მეორედ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია. მიურეისთან მისი მატჩი 28 იანვარს შედგება.

27 იანვარს ფინალის პირველ საგზურს შვეიცარელი როჯერ ფედერერი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გაითამაშებენ.

ქალთა შორის ორივე ნახევარფინალი 27 იანვარს გაიმართება. პირველები კორტზე დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი და ჩინელი ნა ლი გამოვლენ, შემდეგ კი რუსი ვერა ზვონარევა და ბელგიელი კიმ კლაისტერსი ითამაშებენ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა