ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან გუნდის ქართველი ახალწვეულები დაახასიათა
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მთავარმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ პირველი შეკრების შემდეგ, სხვებთან ერთად, გუნდის ქართველი ახალწვეულებიც დაახასიათა:

"მათ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა, რა დასამალია, რამდენიმე მათგანს ზედმეტი წონის პრობლემა ჰქონდა და ფორმის მოსაწესრიგებლად პირველ ეტაპზე სწორედ ამაზე მუშაობა დაევალათ.

თბილისის "დინამოდან" გადმოსული თავდამსხმელი მათე ვაწაძე პერსპექტიული ბიჭია და მას საქართველოს ნაკრებშიც რეგულარულად იწვევენ. ახლაც, 6 თებერვალს ნაკრების შეკრებაზე უნდა გავუშვათ. რუსული პასპორტის მქონე ქართველი მცველი გია გრიგალავაც ნიჭიერია, მაგრამ "მოსკოვსა" და "როსტოვში" არასათანადო სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. ჩვენ მას თამაშის შანსს მივცემთ.

კიდევ ერთი ახალწვეული - კვალიფიციური ფეხბურთელი გოგიტა გოგუაა, რომელიც თავის საქმის ოსტატია, ისევე როგორც, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, "რუბინიდან" გადმოსული, ყველასთვის კარგად ნაცნობი - ლაშა სალუქვაძე. სალუქვაძესთან კონტრაქტს დღე-დღეზე გავაფორმებთ", - განაცხადა "სპორტ ექსპრესის" ჟურნალისტთან "ვოლგას" ქართველმა დამრიგებელმა.

ომარ თეთრაძეს გუნდში ქართველთა სიმრავლეზეც მოუხდა ახსნა განმარტებების მიცემა.

"ქართველებს იმიტომ ვეძალებით, რომ იმავე დონის რუს ფეხბურთელებში გაცილებით დიდი თანხის გადახდა მოგვიწევდა. თანაც, ქართველები ჩვენი გუნდის მოთხოვნებთან ადაპტაციას სწრაფად ახერხებენ. და კიდევ, საბოლოო ჯამში, ქართველები "ვოლგაში" ხუთზე მეტნი არ დარჩებიან. ნავალოვსკისა და საჯაიასთვის ახალ კლუბს უკვე ვეძებთ"

მომზადებულია sport-express.ru-ის მიხედვით

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე