ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლევან კობიაშვილი: სფფ-ს ვალები აქვს ბანკთან, უეფასთან და კონტრაქტორებთან

ლევან კობიაშვილი: სფფ-ს ვალები აქვს ბანკთან, უეფასთან და კონტრაქტორებთან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კერძო აუდიტორული კომპანია მუშაობს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კერძო აუდიტორული კომპანია მუშაობს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, კერძო აუდიტორული კომპანიის შეყვანა ფედერაციაში განპირობებულია იმ მძიმე ფინანსური მდგომარეობით, რაც დახვდა.

კობიაშვილის განცხადებით, ფედერაციას დავალიანებები აქვს "ვითიბი" ბანკთან, უეფა-სთან, კონტრაქტორებთან. ასევე, გაურკვეველი შეთანხმებებია დადებული სხვადასხვა კომპანიასთან არჩევნებამდე ერთი თვით ადრე.

"ჩვენი მიზანია შევისწავლოთ ეს თანხები და აუდიტორული კომპანიის დაქირავება სწორედ ამ მიმართულებით მოხდა. ეს დავალიანებები, დადებული ხელშეკრულებები, სერიოზულ კითხვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ თანხები არამიზნობრივად გაიფლანგა", - განაცხადა კობიაშვილმა.

რაც შეეხება დავალიანებების დეტალებს, კობიაშვილის თქმით, საუბარია რამდენიმე მილიონზე.

"ვითიბი ბანკთან" ფედერაციას აქვს 3 მილიონი ლარის დავალიანება. ვსწავლობთ, თუ რა მიზნით მოხდა ამ თანხის აღება და დახარჯვა. ბანკთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ მოხერხდეს გადავადება ან გრაფიკით დაფარვა.

უეფასთან არის 2 მილიონი ევროს ოდენობით დავალიანება. ეს თანხა უეფა-ს უნდა გადმოერიცხა 2016 წელს, თუმცა ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელობამ მიმართა უეფა-ს და ეს თანხა დაგეგმილზე ადრე გადმოირიცხა იმ მიზნით, რომ კლუბებს დახმარებოდნენ.

კლუბებს ეს თანხები რეალურად გადაურიცხეს, თუმცა გადარიცხულია 2 მილიონზე ნაკლები თანხა, დანარჩენი კი სად წავიდა, ჩვენთვის უცნობია.

ამავე ორგანიზაციასთან არსებობს 480 000 ევროს ოდენობით დავალიანება, იქიდან გამომდინარე, რომ სუპერთასის ბილეთების გაყიდვიდან ეს თანხა ფედერაციას უეფა-სთვის არ გადაურიცხავს. სად არის ეს თანხა და სად წავიდა, ჩვენთვის უცნობია. ჩვენ ვიყავით უეფა-ში, დავსვით ამ უხერხულ საკითხებზე შეკითხვები და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს", - განაცხადა კობიაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე პრობლემებია რუსთავის საფეხბურთო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, სადაც კონტრაქტორებთან ასევე არსებობს დავალიანება.

"რუსთავში შენდება საფეხბურთო აკადემია, რომელიც, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. მშენებლობა გაჩერებულია, რადგან კონტრაქტორებთან სერიოზული დავალიანებებია. გაკეთებულია იმაზე მეტი სამუშაო, ვიდრე თანხაა დაფარული. ამ აკადემიაში უნდა გაკეთებულიყო 6 მოედანი, თუმცა მხოლოდ ერთია გაკეთებული, დასამთავრებელია ადმინისტრაციული შენობაც. მთლიანობაში 50%-მდე სამუშაოც კი არ არის გაკეთებული", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დახვდა, არის სხვადასხვა ნაკრების ეკიპირება.

"მომდევნო დღეებში უნგრეთში 17-წლამდელთა ეროვნული ნაკრები მიემგზავრება. ასევე უცხოეთში სათამაშოდ მიდიან ფუტსალის ეროვნული ნაკრები და ქალთა ეროვნული ნაკრები, რომელთაც სათამაშო ფორმა არ ჰქონდათ. ეს პრობლემა მოვაგვარეთ და ეს ნაკრებები, ისევე, როგორც ყველა ნაკრები, ეკიპირებით უზრუნველყოფილი იქნება", - განაცხადა კობიაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კობიაშვილმა ისაუბრა, არის სხვადასხვა კომპანიასთან და ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ფედერაციის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებზეც კობიაშვილის თქმით, საკმაოდ სოლიდური თანხებია გათვალისწინებული.

"ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან გაფორმებულია ორწლიანი ხელშეკრულება, რომელიც სოლიდურ თანხებს ითვალისწინებს. ეს ხელშეკრულება გაფორმდა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე და საინტერესოა, ფედერაციის პრეზიდენტმა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ გეგმავდა, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულება ორი წლის ვადით გაფორმებულიყო.

ასევე გაფორმებულია ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიასთან საპიარო საკითხებზე, თუმცა ვის ხმარდებოდა ეს პიარი და ვისთვის იყო გათვალისწინებული, უცნობია. საგულისხმოა, რომ ამ ხელშეკრულებებში ნახსენებია სიტყვა კონფიდენციალური, შესაბამისად, ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ.

ეჭვი გვაქვს, რომ თანხები არამიზნობრივად არის დახარჯული, რაც შესწავლას საჭიროებს", - განაცხადა კობიაშვილმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია, აუდიტორული კომპანიის დასკვნა გადაიგზავნება თუ არა საგამოძიებო უწყებებში. ფედერაციის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ახალი ხელმძღვანელობა, მიუხედავად მძიმე ფინანსური მდგომარეობისა, პრობლემებს მოაგვარებს და სახსრებს გამოძებნის.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით

• llcl

კობი, იმედია შენი მეგობარი კალას და მის პარტიასავით არ მოიქცევი და დასასჯელი დაისჯება, მანდ მაინც აღარ გვინდა კოჰაბიტაციობანა

• ლუკა

იმედია ახალი პრეზიდენტი ხელს არ დააფარებს დამნაშავეებს.

• დათო

ვალები რისთვის აიღეს?! რეგრესისთვის?! თუ თავის კეთილდღეობებისთვის, პაეზდკებისთვის და დროსტარებისთვის! რამდენ უსაქმურს და უსინდისპოს არჩწენდა ეს ფედერაცია! ყველას უნდა მოეკითხოს! პირველ რიგში სასწრაფო წესით დაითხოვეთ მთელი ძველი შემადგენლობა! თუ აქაც კოჰაბიტაციას გეგმავთ?!

• Davitbe

Federacias valebiii, arveladzes gulavi da qalebiii.kidev rato ar aiechies,ro bolomde deda etirebina chveni pehburtistvis!!....eeeee,ara vvargivart dzmao,araaaa

• qutaiseli

ფული თუ შეიჭამა და გაიფლანგა ამაზე ჩუმათ გაჩერდეს და თვითონ გადაიხდოს.ამაზე გაჩუმება იმას ნიშნავს რო თვითონ მოუწევს ფულის დაფარვა ფედერაციას.არამგონია სიჭინავას შეარჩინონ ეგ საქმე.

• kato

ან უნდა დაისაჯონ ამის ჩამდენები ,ან უმჯობესია საერთოდ არ დაიწყოთ ამაზე ლაპარაკი . ოცნებისა არ იყოს ,რომელი სამართალი აღადგინეს ნეტავ .

• beqa

დომენტი ალბათ სოხუმში ილხენს ეხლა.

• გგგ

დომენტი არა მგონია რაიმე შუაში იყოს. .....გაკეთებულია ყველაფერი!

• qutaiseli

არადა სიჭინავა დავით აღმაშენებლად გამოაცხადეს ლამის მისმა მომხრეებმა.აფხაზეთის მოქალაქეობა ხოარ მიუღია შემთხვევით კი მიცემდენ ისე რაც მაგან ქართველები ლანძღა.

• დავით

თუ კი ოდესმე წარმატებით აგორებდი ბურთს ეს არ ნიშნავს იმას რომ ქვეყანა და ქომაგები საშვილიშვილო ვალში არიან თქვენთან!!! პირადად მე ვფიქრობ რომ არსებული რეალობის შესაბამისად საკმარისი სიყვარული და დაფასება გაქვთ მიღებული. ხოლო, რაც შეეხება მუდმივ მართვას და "პარადის წაყვანას", უკაცრავად მაგრამ ეს იმან უნდა გააკეთოს ვისაც ყველაზე კარგად გამოუვა მოცემულ მომენტში. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ სულ სხვადასხვაა ფეხბურთის კარგად თამაში და საფეხბურთო ოჯახის კარგად მართვა!!!

• giorgi

kobi midi sheutie fexburtis matlebs vinc chadzira eg sporti chvenshi jordania da axalkacic ar daiviwyo magatac aaqvt gasvrili xeli chveni fexburtis daqcevashi

• dudu

სამაგიეროდ დომენტი ბატონმა ორი სტადიონი ააშენა, ყოჩაგ დომენტი ...

• vova

სად არი დომენტი ... და მოთხოვეთ პასუხი თუ არ არი გაქცეული მოუსავლეთში.

• ლაშა

კობი, შენი იმედი გვაქვს.

• givi

ვეთახნემბი გივის 100%ით. ასევე, არავინ არ უდნა დარჩეს დაუსჯელი! ნაცები არ დაისჯაენ და ნახავთ უარეს გვიზამენ!

• Givi

Kargad dzoves xo biujetis fuli domentam da misma sadzmom? Kide prezidentoba undoda am unamusota xrovas ..... qveynis. Kobiashvilo verafers miagwev tu im nagvis narchenebisgan ar gadwmindav federacias vincaa darchenili mand. Vitom gvawmosili veternebis chatvlit 1981 is mere ro mogvchames tavi. Da kidev tu gindat rom axalgazrduli nakrebidan girseuli shevseba miigos nakrebma is vitom mwvrtneli rom aris chivadze droulad moxsenit postidan

• ბმბ

მაგიტომაც იხეოდნენ არველაძეები შუაზე, რომ ეს ვალები არ გამოჩენილიყო, ყველაფერი უკან მოატანინეთ მაგ ვითომ კაი ბიჭებს, და ცოტა კიდევ იმაზე მეტი! ...

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს

"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება

ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა