ბადრი კვარაცხელიას გუნდმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში მერვე ადგილზე მყოფ "განჯასთან" საკონტროლო მატჩი გამართა
ერთ-ერთი პირველი გუნდი მეორე ეტაპისათვის მზადება რომ დაიწყო, ცხინვალის "სპარტაკი" იყო. ერთი მხრივ, ამაში გასაკვირვი არც არაფერია: "სპარტაკი" სატურნირო ცხრილში ბოლო საფეხურზე იმყოფება და გადამწყვეტ ეტაპზე სერიოზული ძალისხმევაც მართებს, უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნოს.

ბადრი კვარაცხელიას გუნდი დეკემბრის ბოლოდან თბილისში ემზადებოდა, 10 იანვრიდან კი ორკვირიან შეკრებაზე ურეკში იმყოფებოდა. "სპარტაკში" მომხდარ საკადრო ცვლილებებზე ადრეც ვისაუბრეთ და ამჯერად მხოლოდ გუნდში მოსულ ფეხბურთელებს შეგახსენებთ: მურმან ქურასბედიანი და ვლადიმერ უგრეხელიძე "სიონიდან" გადმოვიდნენ, ზვიად მეტრეველი - "დინამოდან", ხოლო გიორგი მანჩხავა ბოლოს უკლუბოდ იყო. სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, რომ "სპარტაკში" კიდევ ორი ყოფილი დინამოელი აღმოჩნდეს - ვაჟა ნემსაძე და გიორგი მამუჩიშვილი (ორივე ახალგაზრდა ფეხბურთელი ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია).

თემქაზე მდებარე "სიხარულის" სტადიონზე "სპარტაკმა" გუშინ საკონტროლო მატჩი ჩაატარა და სპარინგ-პარტნიორად აზერბაიჯანის ჩემპიონატში მერვე ადგილზე მყოფი "განჯა" ჰყავდა.

სტუმართა გუნდს საკუთარ ჩემპიონატში, ასე ვთქვათ, მშვიდი ფინიში ელოდება: ვერც პირველ ექვსეულში შევა და არც გავარდნის საფრთხე ემუქრება; თუმცა, ფუად ისმაილოვის გუნდთან აზერბაიჯანის ჩემპიონატის ლიდერებსაც უჭირთ თამაში და, რაც მთავარია, ერთი-მეორეზე გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ "განჯაში" წამყვან მოთამაშედ მოიაზრება ჩვენი თანამემამულე ზურაბ ძამსაშვილი.

სხვათა შორის, აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე "განჯას" შემადგენლობაში ძამსაშვილის გარდა ორი ქართველი ფეხბურთელიც თამაშობდა - გიორგი სეთურიძე და ლევან მდივნიშვილი, აგრეთვე უკრაინელი ვლადიმირ კოზლენკო, ორი წლის წინათ "გაგრას" ღირსებას რომ იცავდა. ნურც იმ ფაქტს დავივიწყებთ, რომ 1997-98 წლებში "განჯას" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი კვარაცხელია გახლდათ, ვისი დიდი დამსახურებაც იყო, რომ ამ პროვინციულმა კლუბმა იმ სეზონში "დუბლი" შეასრულა: აზერბაიჯანის ჩემპიონიც გახდა და თასიც მოიპოვა.

და აი, გუშინ ბადრი კვარაცხელია თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდა და იმის მიუხედავად, რომ მთელი მატჩის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, მხოლოდ ფრეს (1:1) დასჯერდა. პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს: "განჯას" ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა და თავის დროზე თითქმის ყველა წამყვან აზერბაიჯანულ კლუბში ნათამაშებმა ჯეიხუნ სულთანოვმა მე-12 წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

პირველი ტაიმის შუაგულამდე მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ტრავმირებული ნუკრი მანჩხავას ნაცვლად მოედანზე შემოსული ვალერი ბოლქვაძის გამოჩენის შემდეგ მასპინძლებმა იძალეს და არაერთი მომენტი შექმნეს მეტოქის კართან, ზვიად მეტრეველის, ბესიკ დეკანოიძისა და ილია ბუზალაძის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. "სპარტაკმა" საპასუხო გოლი მხოლოდ მატჩის მიწურულს გაიტანა: შეცვლაზე შემოსულმა ტიერი-ანს კლოვისმა ეფექტური ბურთი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსრა.

გუშინდელ მატჩში გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

"სპარტაკი": გრიშიკაშვილი - ქურასბედიანი (60. კილასონია), ტეტუნაშვილი, ბოიომო (81. მამუჩიშვილი), მანჩხავა (30. ვ. ბოლქვაძე) - მგელაძე, კაკაშვილი (60. ნარიმანიძე), დ. ლობჟანიძე - დეკანოიძე (73. ბუზალაძე), მ. ბარაბაძე (46. კლოვისი) - მეტრეველი.

"განჯა": მაჯიდოვი - მუსტაფაევი, ქერიმოვი, ა. მამადოვი, მ. მამადოვი - რ. ჰუსეინოვი, ძამსაშვილი, ი. ჰუსეინოვი, ფუჩინე - სულთანოვი, ჟუნივანი.

აქვე, აღვნიშნავთ, რომ "სპარტაკს" ტრავმების გამო თეიმურაზ შონია, ვლადიმერ უგრეხელიძე და ლევან ჭაფოძე აკლდა. იმასაც ვიტყვით, რომ დიდი შანსია გუშინდელმა მეტოქეებმა ამ დღეებში ერთმანეთში კიდევ ერთი სპარინგ-მატჩი ჩაატარონ.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა