"ბაიერნს" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტეს
ლონდონის "არსენალმა" დაგვანახვა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" დამარცხებაც შესაძლებელია.

არადა, აქამდე "მეთოფეებს" ლიგაზე ყველაფერი წაგებული ჰქონდათ და ნაკლებად მოსალოდნელი იყო თუ მაინცდამაინც გერმანულ გიგანტთან გამოიდებდნენ თავს. თამაშის დასრულებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, როდესაც ოლივიე ჟირუმ ანგარიში გახსნა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მესუთ იოზილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:0.

ბურთის ფლობაში "ბაიერნმა" მნიშვნელოვნად დაჯაბნა მეტოქე, თუმცა სხვა კომპონენტებში მასპინძლებმა არაფერი დაუთმეს სტუმრებს და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დამსახურებულად მოიგეს.

საგულისხმოა, რომ პირველი გოლი "არსენალმა" მანუელ ნოიერის უხეში შეცდომის შედეგად გაიტანა - გერმანელთა მეკარე უხეიროდ გამოვიდა კარიდან, ბურთს ასცდა და შემდეგ ბადეშიც იხილა.

არადა, იქამდე ნოიერი შეუდარებელი იყო და ერთხელ ისეთი ბურთი აიღო, რომ გორდონ ბენქსის ცნობილი ეპიზოდი გაგახსენდებოდათ 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან.

ნოიერმა იოზილსაც კინაღამ აუღო და იქაც სასწაული რეაქცია გამოავლინა, თუმცა ბურთმა გადაკვეთა კარის ხაზმა და გოლი სამართლიანად ჩაითვალა. მაშ ასე, "არსენალმა" პირველი სამი ქულა აიღო და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

იხილეთ ვიდეო

ლონდონელთა უშუალო კონკურენტი "ოლიმპიაკოსია", რომელმაც ზაგრებში მინიმალური ანგარიშით სძლია "დინამოს" და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ბერძნებს 6 ქულა აქვთ, "ბაიერნთან" ერთად ლიდერობენ ჯგუფს და ბუნებრივია, რომ პლეი ოფში გასვლის პრაქტიკული და საკმაოდ რეალური შანსი აქვთ. მით უმეტეს, იმავე "არსენალთან" შინ აქვთ სათამაშო.

იხილეთ ვიდეო

არსენალი-ბაიერნი 2:0

გოლები: 1:0 ჟირუ (77), 2:0 იოზილი (90)

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშენლი, მონრეალი - კასორლა, კოკლენი - რამზი (57. ჩემბერლენი), იოზილი, სანჩესი (82. გიბსი) - უოლკოტი (74. ჟირუ)

ბაიერნი (4-5-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ალაბა, ბერნატი - მიულერი, ალკანტარა, ჩაბი ალონსო (70. კიმიხი), ვიდალი (71. რაფინია), დუგლას კოშტა - ლევანდოვსკი

გაფრთხილება: ჟირუ (არსენალი)

კუთხური: 5-11; ჯარიმა: 8-7; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 12-13 (8-8); ბურთის ფლობა: 32%-68%

მაყურებელი: 60 000

დინამო ზ.-ოლიმპიაკოსი 0:1

გოლი: 0:1 იდეიე (79)

დინამო ზ. (4-3-3): ედუარდო - მატელი, გონსალო, ტარაველი, პივარიჩი - მაჩადო, ანტოლიჩი, როგი (87. კორიჩი) - სუდანი, ფერნანდესი (73. ენრიკესი), ჰოდრიჩი (61. პიაცა)

ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): ხიმენესი - ელაბდელაუი, ბოტია, სიოვასი, მასუაკუ - მილივოევიჩი, კასამი - სება (90. და კოსშა), ფორტუნისი (72. დომინგესი), პარდო (83. სალინო) - იდეიე

გაფრთხილება: ტარაველი, სუდანი - სიოვასი, ელაბდელაუი

კუთხური: 7-5; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 7-12 (2-5); ბურთის ფლობა: 57%-43%

მაყურებელი: 25 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაიერნი 3 2 0 1 8-2 6

2. ოლიმპიაკოსი 3 2 0 1 4-5 6

3. არსენალი 3 1 0 2 5-5 3

4. დინამო ზ. 3 1 0 2 2-7 3

მომდევნო ტური

4 ნოემბერი:

ბაიერნი-არსენალი,ოლიმპიაკოსი-დინამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

soso
vetanxmebi wina komentaris avtors,ar utamashia martla bayerns
dat
Jabsona..100% იანია. და ბევრმა კაი დიდი ფულიც მოიგო))) და ასევე ლევერკუზენი რომაზეც ლაივზე სასწაული ფული გაკეტდებოდა!!! ბიზნესია ყველაფერი რა სპორტი
barsas moyvaruli
ჯაბსონას ვეთანხმები, მართლაც რომ უნიჭოდ წააგო, გაყიდა თუ უბრალოდ შანსი მისცეს არსენალს რომ არ ჩარჩენილიყო ჯგუფში არ ვიცი მარა, ფაქტია რო ბავარიამ აჩუქა ეს თამაში, ფრენსკომპერეციებიდანაც ჩანდა თუ როგორ ლაპრაკობდა გუარდიოლა და ფეხბურთელებიც და სწორედ მაგიტომაც დავწერე ბავარიის წაგება და თანხაც მოვიგე : ))
Jabsona
მაინტერესებს ქართველ ჟურნალისტებს გეკრძალებათ საეჭვო თამაშების განხილვა? თუ სულ ეგაა თქვენი ცოდნა ფეხბურთზე? ვინც უყურა გუსჰინ ტამაშს და ცოტა ფეხბურტიც იცის ყველა მიხვდებოდა რომ ბავარიამ ეგ ტამაში არსენალს მისცაა.თან საკმაოდ უნიჭოდ
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "რეალმა" "ატალანტას" სძლია - მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]
ზაგრების "დინამოს" შემტევმა "რეალს" 5-წლიან კონტრაქტზე უარი უთხრა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ცხოვრებაძემ "გუმერსბახი" დატოვა - ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: ორი გამოუყენებელი პენალტი - "რეალი" "ლივერპულთან" დამარცხდა და 24-ე პოზიციაზე დაქვეითდა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალური რეკორდი დაამყარა
დამალული ფორვარდი ვერავინ დაინახა - საბერძნეთში სასწაული გოლი გავიდა [VIDEO]
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტურის წინ: ითამაშებს ხოჭოლავა დღის ცენტრალურ მატჩში?
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"ლივერპულმა" "ოლიმპიაკოსის" მცველი 13 მილიონად შეიძინა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
გულიაშვილი ზამთარში სავარაუდოდ, "სარაევოდან" წავა - ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდი, ან კარიერის შვედეთში გაგრძელება
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"