ლუგანსკის "ზორიას" ფეხბურთელმა ცხადაძის ვიზიტის შესახებ ჩვენგან გაიგო
როგორც ვწერდით, უკრაინაში მყოფი კახა ცხადაძე ლუგანსკის "ზორიასა" და "ჰოვერლას" შეხვედრასაც დაესწრო. ეს მატჩი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

ლუგანსკელთა გამარჯვება ჯაბა ლიპარტიამ გამოჭედა, ვინც თამაშის დამთავრებამდე 17 წუთით ადრე შევიდა მინდორზე. მან პენალტი მოინადირა და მოწინააღმდეგე რიცხვნაკლული დატოვა.

გუშინ მას უკრაინაში დავუკავშირდით...

- იცოდით, რომ "ზორიას" ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე უნდა დასწრებოდა?

- სიმართლე გითხრათ, თქვენგან მესმის პირველად. ძალიან გამახარეთ. დიდი სტიმულია ჩემთვის. ყველა ქართველი ფეხბურთელი იმიტომ თამაშობს, რომ ეროვნულ გუნდს გამოადგეს. ამაზე დიდი მიზანი ჩემთვის ფეხბურთში არ არსებობს.

- რას იტყვით "ჰოვერლასთან" შეხვედრაზე?

- ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. მოწინააღმდეგე არ არის ძლიერი, მაგრამ ვერც სუსტს დაარქმევ. მთელი გუნდით დაცვაში გამაგრდნენ. არაერთი ფეხბურთელი ჰყავთ ნათხოვარი კიევის "დინამოდან".

- შეცვლაზე შეხვედით და პენალტი გამოიმუშავეთ, მოწინააღმდეგე კი კაცნაკლული დატოვეთ...

- რომ იტყვიან, იუველირული სიზუსტითო, სწორედ ასეთი პასი მომცა კარავაევმა. მეკარესთან პირისპირ გავედი, მაგრამ ბურთი ცოტა წინ გამიგორდა, დავეწიე, მოვატყუე მეკარე და მან წამაქცია. სულ ეს იყო...

- ჯაბა, ალბათ, უფრო მეტი სათამაშო დრო არ გაწყენდათ...

- ყველა ფეხბურთელს უნდა, რაც შეიძლება მეტი ითამაშოს. ჩემს შემთხვევაში ასეა - გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ ვგრძნობ თავს და ამას მეუბნება ყველა, მათ შორის - სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებიც.

- "ზორიადან" წასვლას ხომ არ აპირებთ?

- არა, 2017 წლამდე მაქვს კონტრაქტი. ჩემი უახლოესი მიზნები ისევ "ზორიას" უკავშირდება...

- და რა არის "ზორიას" მიზანი უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში?

- უნდა დავიკავოთ ის ადგილი, რომელიც ევროტურნირებზე თამაშის საშუალებას მოგვცემს, მით უმეტეს, უკვე შევეჩვიეთ ევროთასებს.

- თუ უყურეთ საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებს?

- ბუნებრივია, ვუყურე და მინდა ვთქვა, რომ შედარებაც არ არის წარსულთან. გერმანიას ასე შეუტიო და ამდენი მომენტი შეუქმნა, არ არის იოლი. თანაც, თამაშიდან თამაშამდე უკეთესობაა და ეს არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ სტატისტიკურადაც. საქართველოს ნაკრებს მომდევნო ციკლშიც შეუძლია, გაახაროს გულშემატკივრები!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა
ჯაბა ლიპარტია ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა
ჯაბა ლიპარტია კიევის "არსენალშია" სინჯებზე
"ზორიას" მწვრთნელი: დამავიწყდა, რომ ჯაბა ლიპარტია ქართველი იყო და შევაგინე
"ტორპედო", კიტეიშვილი, ოლაიტანი... - ყველაზე ძვირად ღირებულები ეროვნულ ლიგაში
"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა