ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კალათბურთელის დღიური - გიორგი შერმადინი

კალათბურთელის დღიური - გიორგი შერმადინი

2006 წელს ჩვენი გაზეთის მკითხველს შევთავაზეთ მანუჩარ მარკოიშვილის დღიური. ორი წლის შემდეგ გიორგი ცინცაძის ჩანაწერები გამოვაქვეყნეთ...

2006 წელს ჩვენი გაზეთის მკითხველს შევთავაზეთ მანუჩარ მარკოიშვილის დღიური. ორი წლის შემდეგ გიორგი ცინცაძის ჩანაწერები გამოვაქვეყნეთ... მკითხველს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა საქართველოს ნაკრების წევრების ყოველდღიურ ცხოვრებას. კალათბურთელებზე ინფორმაციებს კვირაში ერთხელ, მატჩების მიხედვით ვიღებთ და გაზეთში ვწერთ ხოლმე: 15 წუთში, 7 ქულა და ა.შ... მაგრამ მხოლოდ კალათბურთელებმა უწყიან რამდენ ოფლი იღვრება "კულისებში", ვარჯიშებზე. ამის გარკვევასა და კალათბურთელთა უკეთესად გასაცნობად მათი დრიურის სააშკარაოზე გამოტანა საუკეთესო საშუალებაა.

ჰოდა, ჩვენც გადავწყვიტეთ, საქართველოს ნაკრების მორიგი კალათბურთელის დღიური შემოგთავაზოთ. ეს კვირა განსაკუთრებით დატვირთული გიორგი შერმადინისთვისაა (ამაზე კონკრეტულად თავად მოგვითხრობს), ამიტომ, დღიურის შევსება სლოვენიის "ოლიმპიას" ქართველ ცენტრს ვთხოვე. ასე რომ, შეგვიძლია მომდევნო 7 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ერთად გადავიკითხოთ შერმადინის დღიურის თითო ფურცელი.

ერთი დღე ბარსამდე

დღიურის შედგენა რომ შემომთავაზეს, თავიდან დავფიქრდი, რა შეიძლებოდა ჩამეწერა, რაზე გამემახვილებინა ყურადღება და რა იქნებოდა მკითხველისთვის საინტერესო. ამასობაში ვაჟამ მანუჩარ მარკოიშვილის დღიურის ორი გვერდი გამომიგზავნა, წავიკითხე და ძალიან დავინტერესდი - მანუჩარს მშვენივრად შეუდგენია დღიური. მინდა, ჩემი დღიურის წაკითხვის შემდეგაც მკითხველი კმაყოფილი დარჩეს.

ერთ მომენტში დავფიქრდი, რატომ შემომთავაზეს დღიურის შედგენა მაინცდამაინც ახლა, იანვარში?! ხომ შეიძლებოდა უფრო საინტერესო სეზონის დასკვნითი მონაკვეთი ყოფილიყო. თუმცა ბევრი ფიქრი არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ ეს კვირა მართლაც საინტერესოა, მოვლენებით საკმაოდ დატვირთულია.

დავიწყოთ ჩემთვის მნიშვნელოვანი ამბით - სამშაბათს ექიმებმა გვითხრეს, რომ ჩემი მეუღლე გოგონას ელოდება. ძალიან გაგვეხარდა;

ხუთშაბათს ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ "ბარსელონას" ვუმასპინძლებთ;

შაბათს ადრიატიკის ლიგაზე მეტად საპასუხისმგებლო მატჩი გველის - "ჰემოფარმს" ვეთამაშებით;

კვირას, 30 იანვარს კი ევროპის ჩემპიონატის წილისყრაა. არავინ იცის ვინ მოხვდება ჩვენს ჯგუფში. არ ვიცი, 30-ში მეტოქეების ვინაობას რომ გავიგებ, რა შთაბეჭდილებებით დავიტვირთები, მაგრამ აზრს არც მერე შევიცვლი - ევროპის ჩემპიონატის ყოველ მატჩზე საბრძოლველად და მოსაგებად უნდა გავიდეთ, მნიშვნელობა არ აქვს მეტოქის ვინაობას.

კვირის დასაწყისიდან "ბარსელონასთან" მატჩისთვის ვემზადებით. ორშაბათს ჩვენი ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრის, "ბარსელონა"-"მაქაბის" ჩანაწერი გვიჩვენეს, რათა კატალონიელთა თამაშზე ზოგადი წარმოდგენა შეგვქმნოდა. სამშაბათს "ბარსელონასა" და "ბილბოს" შორის დაპირისპირება განვიხილეთ. დღეს, საღამოს ვარჯიშზე, ალბათ, "ბარსას" კალათბურთელებს კონკრეტულად დაგვიხასიათებენ, ვის რა პლუსი და მინუსი აქვს, უფრო ხშირად მარცხნიდან შედის, თუ მარჯვნიდან და ა.შ... მაგრამ, ვფიქრობ, პლუსებზე უფრო მეტს გველაპარაკებიან, ვიდრე მინუსებზე, რადგან საქმე "ბარსელონას" ეხება, გუნდს სადაც ევროპის საუკეთესო კალათბურთელები არიან თავმოყრილნი, ნავარო, ლორბეკი... სხვათა შორის, ერაზემ ლორბეკის უმცროსი ძმა კლემენი ჩვენთან, "ოლიმპიაში" თამაშობს, ერთი სული აქვს მისი ძმის გუნდი სლოვენიაში როდის ჩამოვა - უნდა მოვუგო და ბარსელონაში ისე გავუშვაო! ამ სეზონში ევროლიგაზე შინ არ წაგვიგია და მეც მინდა ტრადიცია არ დავარღვიოთ.

მოწინააღმდეგეთა პლუს-მინუსებზე რომ გველაპარაკებიან-ხოლმე, ყოველთვის მაინტერესებს, მეტოქის მწვრთნელი საკუთარ კალათბურთელებს ჩემს თამაშს როგორ უხასიათებს. მაგალითად რას ეუბნება "ბარსელონას" თავკაცი ხავიერ პასკუალი ბონიფაც ნდონგს, კოსტა პეროვიჩსა და ფრან ვასკესს ტანმაღალი ოლიმპიელების შესახებ. ...ბევრი რამ უშუალოდ თამაშისას გამოჩნდება.

ეს ჩანაწერები ოთხშაბათს შუადღისას შევასრულე, საღამოს ვარჯიშზე თუ რამე საინტერესო მოხდება ხვალ დავწერ. "ბარსასთან" მატჩის წინა დღეს, ოთხშაბათ დილას არაოფიციალური ვარჯიში გვქონდა - მწვრთნელმა გვითხრა, ვისაც გინდათ, მოდით და ივარჯიშეთო. მეც მივედი და სხვებთან ერთად ტყორცნებზე ვიმუშავე. შინ აქაური დროით 13:30 საათისთვის დავბრუნდი და ხარჩო დამხვდა. ჩემი მეუღლე ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებს. მიყვარს წვნიანები, თან ორგანიზმისთვისაც საჭიროა. ხვალ შეგვიძლია ბორშზე დაგპატიჟოთ.

ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ, დილის ვარჯიშის შემდეგ ყოველთვის ვიძინებ ხოლმე. ენერგიის აღდგენის საუკეთესო საშუალება სწორედ ძილია.

გიორგი შერმადინი

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!