23 და 24 ოქტომბერს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა
23 და 24 ოქტომბერს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

23 ოქტომბერს ქუთაისში ადგილობრივმა გუნდმა "აკადემია" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 96:74 დაამარცხა. ქუთაისელთაგან 23 ქულით საუკეთესო შედეგი გოგა ცეკვავამ დააფიქსირა, რომელმაც 7 ჩაჭრა, 6 მოხსნა და 5 პასიც მიითვალა. 14-14 ქულა (და 8-8 მოხსნა) მოაგროვეს რიჩარდ მათიაშვილმა და ბექა ბექაურმა, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

იმავე დღეს ბათუმში სათამაშოდ "მგზავრები" ჩავიდა. მასპინძლებმა მეტოქის გატეხვა მხოლოდ ბოლო მეოთხედში მოახერხეს და საბოლოოდ 79:70 გაიმარჯვეს. გამარჯვებულთაგან 19 ქულით ბომბარდირი აკაკი დვალიშვილი გახდა, უკრაინელმა იგორ კრივცოვმა 18 ქულა მოაგროვა, ხოლო ექსდინამოელი ბესო ლეჟავა ზღვისპირელებს 13 ქულითა და 6 შედეგიანი გადაცემით შეეწია. "მგზავრებში" კვლავ გამოირჩა კახა ჯინჭარაძე, რომელმაც 26 ქულა დააგროვა და სუპერლიგის ბომბარდირებს სათავეში ჩაუდგა.

24 ოქტომბერს "რუსთავმა" "დინამო" მიიღო და ანგარიშით 88:65 გაიმარჯვა. მასპინძელთა შორის 28 ქულა და 9 მოხსნა სერბმა ნიკოლა გაჩეშამ მიითვალა, ორმაგი დუბლით კი ამერიკელი კიელ ტურპინი გამოირჩა (14 ქულა, 12 მოხსნა).

სუპერლიგის მეორე ტურის ბოლო მატჩში "სოხუმმა" ანგარიშით 67:53 "ოლიმპი" დაამარცხა და ორიდან ორი გამარჯვებით ცხრილის სათავეში მოექცა. გამარჯვებულთა შორის ყველაზე მეტი, 22 ქულა ფილიპ მილერმა ჩააგდო, ორმაგი დუბლი მეთიუ გლოვერმა (19 ქულა, 15 მოხსნა) და გიორგი ჯგერენაიამ (15 ქულა, 12 მოხსნა) მიითვალეს.

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა