ესპანეთის ველოსპორტის ფედერაცია დღეს გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას ტურ დე ფრანსის მოქმედი ჩემპიონის ალბერტო კონდატორის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით.

ესპანეთის ველოსპორტის ფედერაცია დღეს გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას ტურ დე ფრანსის მოქმედი ჩემპიონის ალბერტო კონდატორის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით.

გაზეთ "მარკას" ინფორმაციით, ესპანელ ველომრბოლს ერთწლიან სასჯელს მისცემენ. ხუთშაბათს გაიმართება ფედერაციის აღმასკომის სხდომა, სადაც გამოცხადდება კიდეც საბოლოო ვერდიქტი.

როგორც წესი, დოპინგის მიღებისთვის სპორტსმენებს ორწლიანი დისკვალიფიკაციით სჯიან, კონტადორთან მიმართებაში ლმობიერი სასჯელი კი იმით არის განპირობებული, რომ აკრძალული პრეპარატი სპორტსმენის ორგანიზმში შემთხვევით მოხვდა. როგორც იცით, კონტადორი ამტკიცებს, რომ პრეპარატი კლენბუტეროლი მის ორგანიზმში უხარისხო ხორცის მიღების შემდეგ აღმოჩნდა. თუ ესპანელს ერთწლიან დისკვალიფიკაციას დაუმტკიცებენ, სასჯელი 2011 წლის 24 აგვისტომდე იქნება ძალაში. გარდა ამისა, ალბერტოს ტურ დე ფრანსის შარშანდელ ტიტულსაც ჩამოართმევენ. ამ შემთხვევაში, 2010 წლის ველომარათონის გამარჯვებულად ლუქსემბურგელი ანდი შლეკი გამოცხადდება, რომელიც ტურზე მეორე იყო.

ამასთან, ალბერტო კონტადორის პრესატაშემ გუშინ განაცხადა, რომ ესპანური პრესის ეს ინფორმაცია - მხოლოდ ჭორია და არ ღირს მისი სერიოზულად მიღება.

ისიც გასათვალიწინებელია, რომ ესპანეთის ფედერაციის ვერდიქტი შეიძლება საბოლოო არ იყოს. ამ ორგანიზაციის გადაწყვეტილების შეცვლა და სასჯელის გამკაცრება შეუძლიათ ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირსა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს.

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე