"რომა" პირველია, მაგრამ ლიდერთა ჯგუფში დიდი სიმჭიდროვეა
სერია A-ს მიმდინარე გათამაშება განსაკუთრებულად საინტერესოდ მიმდინარეობს და პრაქტიკულად, წარმოუდგენელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება სატურნირო ცხრილი მაისის ბოლოს, როდესაც იტალიის ელიტარულ ლიგაში წიწილებს დაითვლიან.

მე-9 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 20 ქულით "რომა" მოექცა სათავეში, რომელსაც ერთბაშად 4 გუნდი უდგას კვალში 18-18 ქულით. ცალკე თემაა, რომ ამ 4 გუნდში არც "იუვენტუსია" და არც "მილანი", განსაკუთრებით კი, ეს მაინც ტურინული გრანდისგან გვიკვირს. მოკლედ, მეტად უცნაური სეზონის მომსწრენი ვართ, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს ტურნირის მიმართ ინტერესს...

ახალი ლიდერი

უქმეებამდე ცხრილს "ფიორენტინა" ედგა სათავეში, თუმცა მე-9 ტურში ფლორენციას "რომა" ეწვია, გაიმარჯვა და ახალი ლიდერი გახდა. საგულისხმოა, რომ რიგ კომპონენტებში "ფიორენტინა" სჯობდა მეტოქეს, მეტი მომენტიც შექმნა და მინიმუმ ქულის აღება ნამდვილად შეეძლო.

მარტო ის რად ღირს, რომ ბურთის ფლობის მაჩვენებელი მასპინძელთა კოლოსალურ უპირატესობაზე მეტყველებს: 71%-29% მართლაც უცნაური ციფრებია, მაგრამ სწორედ ასე იყო - ბურთს ფლობდა პაულო სოუზას გუნდი, თუმცა გაიმარჯვეს რუდი გარსიას შეგირდებმა...

პაულო სოუზა (ფიორენტინა): "წავაგეთ გუნდთან, რომელიც სკუდეტოსთვის იბრძვის და ეს სულაც არ არის ტრაგედია. მით უმეტეს, კარგად ვითამაშეთ და შეგვეძლო არათუ ქულა აგვეღო, მოგვეგო კიდეც. "ფიორენტინას" შეუძლია ბურთზე ტოტალური კონტროლის დაწესება ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც "რომაა" და ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. დაგვაკლდა ცივსისხლიანი თამაში დამაგვირგვინებელ ფაზაში და ამ კომპონენტზე სამუშაო გვაქვს".

რუდი გარსია (რომა): "ტაქტიკურად გამართულად ვითამაშეთ და დადებითი შედეგიც ამან მოიტანა. პირველი გოლის შემდეგ უკან დავიხიეთ, დაცვა გავამაგრეთ, მეორე გოლი კი კონტრშეტევას მოჰყვა. კმაყოფილი ვარ შეგირდთა გარჯით და ვფიქრობ, რომ მათ დაიმსახურეს როგორც კონკრეტულად ამ თამაშის მოგება, ისე სატურნირო ცხრილში ლიდერობა. თუმცა ჯერ სკუდეტოზე ფიქრი ძალიან ადრეა, რადგან მთავარი ბატალიები წინ გველის. მინდა მოჰამედ სალაჰი შევაქო, რომელსაც უდიდეს წნეხში უწევდა თამაში და მიუხედავად ამისა, თავისი საქმე იდეალურად გააკეთა".

შეუჩერებელი "ნაპოლი"

"ნაპოლი" შეუჩერებელია ორივე ფრონტზე - როგორც ევროპალიგაზე, ისე სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში. მაურიციო სარის გუნდს მძიმე სტარტი ჰქონდა, მაგრამ მკვეთრად მოუმატა და დღეს ყველა იმ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება, რომელშიც ასპარეზობს და რომელშიც ჩაერთვება, ვგულისხმობთ იტალიის თასის გათამაშებას...

მე-9 ტური "კიევო"-"ნაპოლის" მატჩმა დაასრულა, რომელშიც ნეაპოლელებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. ერთადერთი და გამარჯვების გოლი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა, თუმცა ნეაპოლელებს კიდევ არაერთი გოლის გატანა შეეძლოთ და მთლიანობაში, დიდ უპირატესობასაც ფლობდნენ.

ისიც ვთქვათ, რომ ნავსი გატყდა და "ნაპოლიმ" "კიევოს" გასვლითი მატჩი მოუგო - ბოლო წლებში სამხრეთელები თითქოს, დათარსულები იყვნენ და სკუდეტოსა თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ მიმავალ გზაზე სწორედ ვერონაში უცურდებოდათ ფეხი, რაც შემდეგ ჩავარდნას და კრიზისს იწვევდა.

მოკლედ, "კიევო" "ნაპოლისთვის" მეტად უხერხული მეტოქე იყო, მაგრამ ნავსი გატყდა და სარის შეგირდებმა ისეთი თამაში მოიგეს, საჩემპიონო გუნდებს რომ ახასიათებთ. მატჩის შემდეგ თავად მწვრთნელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა, თუმცა არა მარტო მან...

მაურიციო სარი (ნაპოლი): "ძალიან კარგი თამაში იყო და მნიშვნელოვანი ქულები ჩავიწერეთ აქტივში. კმაყოფილი ვარ შეგირდთა გარჯით, ყველაზე მეტად კი ის მახარებს, რომ მათ მეტი შეუძლიათ. გონსალო იგუაინი ოპტიმალურ ფორმაში შედის და თამაშიდან თამაშამდე უმატებს.

ზაფხულში არგენტინელს ვუთხარი, რომ საქმისადმი ასეთი დამოკიდებულებით ის ვერასდროს გახდებოდა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი, რადგან ზარმაცობდა და ვარჯიშებზე ბოლომდე არ იხარჯებოდა. დამეთანხმა და მას შემდეგ მაქსიმალურად გახსნილი და გულახდილი ურთიერთობა გვაქვს. რაც მთავარია, გაცილებით მოტივირებული გახდა და ვარჯიშებზეც ერთ-ერთი ყველაზე მონდომებულია. ამიტომ გონსალოს გოლმა განსაკუთრებულად გამახარა".

გონსალო იგუაინი: "წინა წლებში "კიევოს" ვერაფრით ვუგებდით ვერონაში და საბედნიეროდ, ეს წარუმატებელი სერია წარსულს ჩაბარდა. მხოლოდ საკუთარი თამაში გვაღელვებს და არ ვინტერესდებით, თუ როგორ ასპარეზობენ კონკურენტები. თუ ასე გავაგრძელებთ, არა მარტო ჩემპიონთა ლიგის საგზურის, არამედ სკუდეტოს მოპოვებაც შეგვიძლია.

მაურიციო სარი ბრწყინვალე სპეციალისტია და მას საოცრად კარგად შეუძლია ფეხბურთელების მოტივირება - ის ცეცხლი, რასაც "ნაპოლი" მინდორზე ანთებს, სწორედ მწვრთნელის დამსახურებაა".

დიდი ინტრიგა

და მაინც, რას უნდა ველოდოთ მომდევნო ტურებში და მთლიანად, ჩემპიონატში? - როგორც თავშივე აღვნიშნეთ, სერია A-ს მიმდინარე გათამაშება პროგნოზებს არ ექვემდებარება, თუმცა, მიუხედავად ამისა, იტალიელებს უყვართ წინ გახედვა და ჟურნალისტებისთვის საკუთარი მოსაზრებების გაზიარება.

ლუჩანო სპალეტი ("რომას" ყოფილი მწვრთნელი): "2008 წელს ჩემი "რომა" ძალიან ახლოს იყო სკუდეტოს მოპოვებასთან, მაგრამ მსაჯების რამდენიმე უხეში შეცდომის გამო ეს შანსი ხელიდან გავუშვით. ვფიქრობ, მაშინ საუკეთესო გუნდი მყავდა და ვიმსახურებდით პირველობას. რუდი გარსია ძალიან მომწონს, მაგრამ მის გუნდს სტაბილურობა აკლია და შეიძლება სწორედ ეს აღმოჩნდეს დამღუპველი. მე მაინც "ნაპოლის" მივანიჭებდი უპირატესობას, რადგან ამ გუნდს მეტი რესურსი აქვს და დიდი ნაბიჯებით პროგრესირებს".

ვინჩენცო მონტელა ("რომას" და "ფიორენტინას" ყოფილი მწვრთნელი): "მართლაც განსაკუთრებული ჩემპიონატია, რომელსაც ყურადღებით ვადევნებ თვალს. "ფიორენტინა" სასწაულებს სჩადის, მაგრამ მაინც მეეჭვება, რომ ფლორენციელებმა სკუდეტოსთვის იბრძოლონ. ვფიქრობ, პაულო სოუზას მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება უნდა იყოს და თუ ასე მოხდა, მხოლოდ გამიხარდება, რადგან ამ გუნდში მეც დიდი შრომა მაქვს ჩადებული. რაც შეეხება "რომას", სკუდეტოსთვის ბრძოლაში უმთავრესი ფავორიტია, კონკურენტებად კი "ნაპოლის" და "იუვენტუსს" მოვიაზრებ".

შუა კვირის ბატალიები

შუა კვირაში ევრობატალიები არაა დაგეგმილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სერია A-ს მორიგ ტურს ვიხილავთ. დღეს "ინტერი" "ბოლონიას" ესტუმრება, ხვალ ერთბაშად 8 მატჩია, ზეგ კი ტური "სამპდორია"-"ემპოლის" პაექრობით დასრულდება. გრანდთა ჯახს ვერ ვიხილავთ, თუმცა თითოეული თამაში დიდ ინტერესს იწვევს.

რაც შეეხება დღევანდელ პაექრობას, "ინტერი" შეეცდება, რომ ნავსი გატეხოს და 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტოს. მილანური გრანდის ლაზარეთი ცარიელია და თუ დისკვალიფიცირებულ ჯეისონ მურილიოს არ ჩავთვლით, რობერტო მანჩინის ყველა წამყვანი ფეხბურთელი ეყოლება.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, მანჩინი სრულიად ახალ, 4-4-1-1 ტაქტიკას გამოიყენებს, შეტევის წინა ხაზზე მაურო იკარდის გაამწესებს, ოდნავ უკან კი სტევან იოვეტიჩი იქნება დახეული. საქმე იმაშია, რომ სენიორ რობერტოს ჩერნოგორიელის სიღრმიდან გარჯა "პალერმოსთან" შეხვედრაში მოეწონა და, როგორც ჩანს, მისთვის კვლავ ეს პოზიცია აქვს გამზადებული.

"ბოლონიას" დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არ ჰყავს. სამაგიეროდ, ძუკულინი, აკვაფრესკა და მირანტე არიან ტრავმირებულნი. ფავორიტი "ინტერია", თუმცა წინა ტურში "ბოლონიამ" მოგების გემო იგრძნო და საკუთარ კედლებში იოლად არაფერს დათმობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ბოვე, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა, ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი