1-ელ ნოემბერს თურქეთის ჩემპიონატში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდებიან
მანუჩარ მარკოიშვილი და ვიქტორ სანიკიძე რამდენიმე წლის წინათ იტალიის ჩემპიონატში თამაშობდნენ, მანუ "კანტუს" ღირსებას იცავდა, ვიქტორი - "ვირტუსისას". ეს გუნდები სატურნირო ცხრილში თითქმის ყოველთვის ერთმანეთის გვერდით "ბინადრობდნენ".

სანიკიძემ და მარკოიშვილმა ახალი სეზონი თურქეთში დაიწყეს და მესამე ტურის შემდეგ კვლავ ერთმანეთის მეზობლები არიან.

ვიკას "ტედ კოლეჯმა" გუშინ "იესილგირესუნს" 80:74 აჯობა, ხოლო მანუს "დარუსაფაკამ" სტუმრად "უშაკთან" 70:72 დათმო. ამ შედეგების გათვალისწინებით, ისინი თურქეთის ჩემპიონატში ერთმანეთის გვერდით, მეათე-მეთერთმეტე ადგილებზე არიან (2-2 მარცხი, თითო გამარჯვება).

ყოველგვარი წაგება არასასიამოვნოა, მაგრამ "უშაკი"-"დარუშაფაკას" მატჩში ერთი სასიამოვნო ამბავი კი მოხდა - სამმატჩიანი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა მანუჩარ მარკოიშვილი, რომელსაც კუნთი ჰქონდა გაჭიმული და ექიმების მითითებით მკურნალობდა. მანუმ 12 წუთი ითამაშა, თუმცა მწვრთნელი მეტსაც ენდობოდა, ჯარიმებით რომ არ დატვირთულიყო. საბოლოოდ მან მოედანი ხუთი ფოლის გამო დატოვა. მანამდე კი 3 ქულისა და 1 მოხსნის ჩაწერა მოასწრო.

ანკარელთა რიგებში მოთამაშე ვიქტორ სანიკიძე კი "იესილგირესუნთან" ორთაბრძოლაში ორმაგ დუბლს მიუახლოვდა: 26 წუთი, 9 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა. მან 6-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.

წინასწარ დავწერთ, რომ მომდევნო ტურის შემდეგ სანიკიძისა და მარკოიშვილის გუნდებს ქულათა თანაბარი რაოდენობა არ დარჩებათ. მიზეზს, ალბათ, მიხვდებოდით: "ტედ კოლეჯი" და "დარუშაფაკა" ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ. შეხვედრა 1-ელ ნოემბერს, სტამბოლში გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა