დიდი იტალიური სამეულის შემდეგ, დადგა დრო, რომ სხვა გუნდების ბანაკშიც შევიხედოთ და სატრანსფერო საკითხები მიმოვიხილოთ.

დიდი იტალიური სამეულის შემდეგ, დადგა დრო, რომ სხვა გუნდების ბანაკშიც შევიხედოთ და სატრანსფერო საკითხები მიმოვიხილოთ. თქვენი ყურადღება “ნაპოლიზე”, “ლაციოსა” და “რომაზე” უნდა შევაჩეროთ. “ჯალოროსის” ფეხბურთელები არ მალავენ, რომ მათი მიზანი სკუდეტოს მიპოვებაა, აი “ლაციოს'' და “ნაპოლის” წარმომადგენლები კი ერიდებიან ასეთი ამბიციური განცხადებების გაკეთებას და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის სურვილს ამჟღავნებენ. არადა, იგივე “ნაპოლი” მეორე ადგილზეა სატურნირო ცხრილში და XXI ტურის შემდეგ ლიდერის მთავარ მდევრად გვევლინება. დანარჩენზე ქვემოთ ვისაუბროთ...

ნაპოლი

როგორც ჩანს, აურელიო დე ლაურენტისმა ჩათვალა, რომ “ნაპოლის” ამ შემადგენლობითაც შეუძლია უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა და ეს შეიძლება ფატალური შეცდომაც აღმოჩნდეს. ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტი დაპირდა ტოფოზებს, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აუცილებლად გადაიბირებდა ორ-სამ მაღალი კლასის ფეხბურთელს. გულშემატკივრებიც იმედებით აღივსნენ, მაგრამ ჯერჯერობით პრეზიდენტი დანაპირებს არ ასრულებს. გუნდი იმდენად კარგად თამაშობს, რომ ქომაგები პროტესტის ყველანაირ ფორმას ერიდებიან - საამისო ვითარება უბრალოდ არ არის, მაგრამ სამხრეთელებს ეს შეიძლება ცუდად შემოუბრუნდეთ. გუნდი სამ ფრონტზე აგრძელებს ბრძოლას: სერია A-ში, იტალიის თასზე და ევროპის ლიგაში – სამ ტურნირზე ერთდროულად ასპარეზობას კი დიდი ენერგია სჭირდება და ამ თემაზე ვალტერ მაძარიმაც არაერთხელ გააკეთა განცხადება. მოვუსმინოთ “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს:

“რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი გვიკავია და სათასო ტურნირებშიც ვაგრძელებთ ასპარეზობას. ეს შესანიშნავია, მაგრამ საღი გონება არ უნდა დავკარგოთ და მიწაზე ორივე ფეხით მყარად გვმართებს დგომა. სამ ფრონტზე ბრძოლა ისეთ გუნდებსაც კი უჭირთ, რომელთა ბიუჯეტი ჩვენსას ათჯერ აღემატება. ურიგო არ იქნებოდა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ორი-სამი მაღალი დონის ფეხბურთელი გადაგვებირებინა, ამით ბევრ მოსალოდნელ პრობლემას ავიცილებდით თავიდან.”

მაძარი უკონფლიქტო პიროვნებაა, სრულიად არასკანდალური და იშვიათად პრეზიდენტს ამა თუ იმ ფეხბურთელის ყიდვა კატეგორიულად მოთხოვოს. ამიტომ, სურვილი დიმპლომატიური ენით გააჟღერა და ამასთან, პირდაპირ განაცხადა, რომ პრობლემები მოსალოდნელია. ვერ გეტყვით, რას აპირებს აურელიო დე ლაურენტისი, მაგრამ სწორედ მწვრთნელის კომენტარის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდია შანსი, სამხრეთულ კლუბს მაქსი ლოპესი შეუერთდეს. “კატანიას” არგენტინელი ფორვარდი დიდი ხანია უფრო ამბიციურ გუნდში გადასვლას ლამობს და უკვე დაადასტურა კიდეც “ნაპოლის” მაისურის მორგების სურვილი. მოკლე რეზიუმე კი ასეთია: თუ ნეაპოლელებს ყველა ფრონტზე მაქსიმალური მიზნისთვის ბრძოლა სურთ, სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეებში აქტიურობა მართებთ.

რომა

“რომა” მუდმივად უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაშია ჩაბმული, მაგრამ იმავე სკუდეტოს მოსაპოვებლად ყოველთვის რაღაც აკლდება. შესაძლოა, ეს რაღაც სწორედ სატრანსფერო ბაზარზე კიდევ უფრო აქტიურობა იყოს. ამ ფორმაციის “ჯალოროსის” ნამდვილად შეუძლია, რომ მოგებათა სერია გამოაცხოს და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, თავად რომაელებს არ სჯერათ, რომ ლიდერის მანტიას ბოლო ტურამდე შეინარჩუნებენ. სწორედ ასე მოხდა გასულ სეზონში და თუ იტალიელი ექსპერტების ინტუიციას დავუჯერებთ, მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. თუმცა, რატომ მხოლოდ ინტუიციას – შემადგენლობა პრაქტიკულად იგივეა და არც მწვრთნელია სხვა, ასე რომ, მოსაზრება ლოგიკას არის დაფუძნებული.

შესაძლოა, “რომა” ფილიპ მექსემ დატოვოს და “მილანში” გააგრძელოს კარიერა – ჯერჯერობით, სხვა რაიმე საინტერესო სატრანსფერო ინფორმაცია “ჯალოროსისთან” დაკავშირებით არ ვრცელდება. გულშემატკივრებს საპროტესტოდ უნდა ჰქონდეთ საქმე, მაგრამ კლუბის პრეზიდენტს როზელას სენსის ძალიან გაუმართლა, ბოლო პერიოდში “რომა” პროგრესს განიცდის და სატურნირო ცხრილში მაღლა მიიწევს. ამასთან, მიმდინარე სეზონში უკვე ორჯერ დაამარცხა უპირველესი მტერი, “ლაციო” და ამით ტიფოზებს საუკეთესო განწყობა შეუქმნა. ანუ, ის დროა, როდესაც უმოქმედობის გამო არავინ გაგაკრიტიკებს, რადგან საამისო განწყობა უბრალოდ არ აქვთ. განწყობა გასაგებია, მაგრამ რისი მიღწევა შეუძლია ასეთ “რომას”? – პროგნოზი ასეთია: იმის, რასაც ბოლო წლებში სტაბილურად ახერხებდა, სკუდეტოსთვის ბრძოლა... დანარჩენზე კლაუდიო რანიერი ისაუბრებს:

“ყველაზე რთული უკვე გადავლახეთ და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ. სეზონის სტარტი მეტად მძიმე გამოვიდა და სიმართლე გითხრათ, გუნდიდან წასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი. საბედნიეროდ, ეს ნაბიჯი არ გადავდგი და დღეს ენთუზიაზმით ვარ აღსავსე. ძალიან საინტერესოა სკუდეტოსთვის ბრძოლა მაშინ, როდესაც ფავორიტად არავინ მიგიჩნევს. იმედია, ჩვენ გავაოცებთ იტალიურ საფეხბურთო სამყაროს.”

ლაციო

“ლაციომ” უკვე გაგვაოცა და ის გუნდი გაგვახსენა, რომელიც სვენ გორან ერიქსონის დროს მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა. თუმცა, ეს იყო სეზონის პირველ ეტაპზე, 2011 წლის შედეგებით კი რომაელები ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან. რაღაც აირია ედუარდო რეიას მიერ აწყობილ მექანიზმში და ჯერჯერობით, მისი დალაგება ვერ ხერხდება.

“ლაციოს” მესვეურები ყველანაირად ცდილობენ, რომ მწვრთნელს ხელი შეუწყონ, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ერთ-ერთ ბრიფინგზე რეიამ მორცხვად განაცხადა, რომ ჯუზეპე სკული მისი გუნდისთვის სულაც არ იქნებოდა ზედმეტი. დაფაცურდა კლაუდიო ლოტიტო და სკული დღეს სწორედ “ბიანკოჩელესტეს” ფეხბურთელია. ვერ გეტყვით რამდენად გაამართლებს ჯუზეპეს ტრანსფერი, მაგრამ აღებული კურსი აბსოლუტურად სწორია, “ლაციოს” ყველაზე მეტად მაინც თავდასხმაში უჭირს. სერჯო ფლოკარი აქა-იქ იტანს გოლებს, მაგრამ როდესაც გუნდი მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, აქა-იქ არ გამოდგება. ერთი სიტყვით, შეტევაში გაჭირვებული “ლაციო” ჯუზეპე სკულით გაძლიერდა, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება “ჯენოას” ექს-ფეხბურთელი რომაულ გუნდში, ძალიან რთული სათქმელია. “ბიანკოჩელესტეს” გულშემატკივრები ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებენ და ვნახოთ, გამართლდება თუ არა მათი პროგნოზი. ისე კი, “ლაციო” თმობს პოზიციებს და ექსპერტთა მოსაზრებით, ეს ტენდენცია გაგრძელდება.

bacho
ეგ მართალია და საერთოდაც რომა იტალიის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და ჩემი აზრით მეორეხარისხოვან გუნდებში არ უნდა ირიცხებოდეს!..
AKA
რომა სკუდეტოზე ბოლო 10 წელია სულ იბრძვის... და დიდ იტალიურ სამეულში იუვეს მოხსენიება ცოტა უხერხულია უკვე...:)
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ