სუპერლიგა. რეგულარული ჩემპიონატი. I ტური. გადადებული მატჩი
საოცარი სიტუაციაა შექმნილი სუპერლიგაში მეორე ტურის შემდეგ: რვა გუნდიდან ექვსს თითო მოგება-წაგება, 3-3 ქულა აქვს. ეს იშვიათი შემთხვევაა და პირდაპირ მიგვანიშნებს გუნდებს შორის ძალთა გათანაბრებაზე. ეს კი გვაიმედებს, რომ წლეულს საინტერესო სუპერლიგა გველის. წინანდელზე უკეთესი გამოდგება თუ არა, ამას სეზონის ბოლომდე ვერ ვიტყვით.

ვერც იმას ვიტყოდით წინასწარ, რომ გუშინ, 27 ოქტომბერს, გამოტოვებულ შეხვედრაში "ოლიმპი" პირველსავე ტაიმში გაინაღდებდა გამარჯვებას "აკადემიასთან", აკადემიელებმა ხომ სეზონის გახსნითი მატჩი ქუთაისში კარგად ჩაატარეს და მხოლოდ ბოლო პერიოდში ჩამორჩნენ მეტოქეს.

თუმცა ახლად შეკრებილ გუნდს (შეგახსენებთ, რომ "აკადემიის" უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა ბოლო მომენტში გადაწყდა - მან "შსს აკადემიის" ადგილი დაიკავა) ჯერ თამაში აქვს დასალაგებელი და შედარებით გამოცდილ "ოლიმპთან" შეტევაში საწყის წუთებშივე ძალიან გაუჭირდა. ეს დიდწილად ოლიმპელთა დაცვის შედეგი გახლდათ.

სუპერლიგაში გამოცდილება ბევრს რომ ნიშნავს, კოკა ტომარაძის მაგალითიც ადასტურებს, რომელმაც "აკადემიას" 21 ქულა მოუტანა. "ოლიმპის" კალათბურთელთაგან კი 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად ხუთი მოთამაშე ასცდა. ყველაზე მეტი ჯერემი ბაინუმის ანგარიშზე დაფიქსირდა - 16.

გელა წულაძე, "აკადემიის" მთავარი მწვრთნელი: "მართალია, წინა მატჩი ქუთაისში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს იყო უფრო ენთუზიაზმზე ჩატარებული შეხვედრა, რადგან არ შეიძლება გუნდის გაკეთება 5-6 დღეში. ჩვენ მეტი დრო არ გვქონია არც გუნდის დასაკომპლექტებლად და არც სავარჯიშოდ.

ლეგიონერი (ვლადიმერ კრისევიჩი), რომელმაც დღეს ითამაშა, 2 დღის წინ ჩამოვიდა და ისევე, როგორც ის, არც სხვები არიან ერთმანეთთან სათანადოდ შეთამაშებულნი".

გია კაზანჯიანი, "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი: "ასე იოლად გამარჯვებას არ ველოდი. ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ პირველსავე ტაიმში "აკადემიას" 40 ქულით გავასწრებდით. მეორე ნახევარში მეტოქემ გვაჯობა, მაგრამ მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო".

სუპერლიგა. რეგულარული ჩემიონატი. I ტური. გადადებული მატჩი

27 ოქტომბერი, თბილისი

აკადემია-ოლიმპი 62:93

5:20, 9:33, 18:17, 30:23

აკადემია: თევდორაშვილი (5ქ), ს. ლეჟავა (10ქ, 5მ, 4პ), კოკა ტომარაძე (21ქ), ლოლიშვილი, ხუციშვილი (4ქ), დარახველიძე (2ქ), გონგაძე (4ქ, 12მ), ლომოური (9ქ), დარბაიძე, ლობჟანიძე (5მ), კრისევიჩი (7ქ, 12მ).

ოლიმპი: ბაინუმი (16ქ, 6მ, 3პ, 3ჩ), როგავა (13ქ), გიორგი ბაქრაძე (3ქ), დიდია (5ქ, 5პ), კახა ტომარაძე (12ქ, 5მ), სტიდი (14ქ, 7მ), კვანტალიანი (4ქ), გუგეშაშვილი (6ქ), ალფოროვი (7ქ, 3პ, 3ჩ), ოლუიჩი (13ქ, 11მ, 2დ).

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, მ. ვართანოვი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სუპერლიგა. XIV ტური: დინამიადა დასრულდა
"აკადემიამ" "ბათუმი" ისევ დაამარცხა
საქართველოს U16 ნაკრები სტამბოლში საბერძნეთთან ბრძოლაში დამარცხდა
ბალტიის ლიგა - ახალი ერა ქართულ კალათბურთში
U18. უკრაინა-საქართველო 71:72 - კიდევ ერთი საოცარი გამარჯვება
სუპერლიგა. X ტური: გეგმურად
"ბათუმმა" "დინამოსაც" სძლია და მე-7 ადგილზე გამაგრდა
U16. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრა
კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის დაიწყო
20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები სომხეთში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა