ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნაცნობი სცენარით - იაპონიამ სარკეში ჩაგვახედა

ნაცნობი სცენარით - იაპონიამ სარკეში ჩაგვახედა

ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ამჯერადაც ვერცხლის მედალს დავჯერდით
ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ბიჭებს შორის შარშანდლის ანალოგიური სცენარით დასრულდა - ისევ იაპონია-საქართველოს ფინალით, სადაც ისევ ჩვენ წავაგეთ და ამჯერადაც ვერცხლის მედალს დავჯერდით.

თუმცა განსხვავებაც არის და მეტად უსიამოვნოც - შარშან თუ 2:3 წავაგეთ და ბოლო შეხვედრაში გურამ თუშიშვილი მსაჯმა დაგვიჩაგრა, ამჯერად პირწმინდად წავაგეთ, 0:5 და ვერავის ვერაფერს დავაბრალებთ.

არ ვამბობთ, რომ ვერცხლი ცუდი შედეგია, მაგრამ იაპონიამ სარკეში ჩაგვახედა და მთელი ჩვენი ნაკლოვანებები გამოააშკარავა - ხუთივე შეხვედრა ისე წავაგეთ, ერთი ქულაც ვერ მოვიპოვეთ. თანაც, უმეტესობა იპონით წავაგეთ. თუმცა მანამდე იყო ორი მოგება - ბელორუსთან 3:2 ვიმარჯვეთ, ეგვიპტესთან - 4:1.

ჩვენები ჯგუფში კანადასა და ბელორუსთან ერთად მოხვდნენ, პირველ წრეში კი განთესილის სტატუსით ისვენებდნენ. პირველ ტურში ბელორუსებმა "ნეკერჩხლის ფოთლებს" 4:1 მოუგეს და ჩვენთანაც ყველაფერი ბოლო შეხვედრამ გადაწყვიტა, სადაც ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა (+90) გვიხსნა.

თუმცა თავიდანვე ჩამოვრჩით, რადგან გიორგი გუგულაშვილი (66) დმიტრი მინკოუსთან დამარცხდა. ევროპის ბრინჯაოსმედალოსანმა გიორგი კაციაშვილმა (73) შეხვედრის ბოლოს შიგნიდან ჩახვეული ფეხით ვაზარზე გადააგდო ჰრიჰორი კლებჩა (მანამდე იუკოც აუღო) და ანგარიში გაათანაბრა: 1:1, მსოფლიოს შარშანდელმა მესამეპრიზიორმა კობა მჭედლიშვილმა (81) კი გვერდზე გადაქნევით იუკო დასტყუა იაჰორ ვარაპაეუს და 2:1 დაგვაწინაურა.

ამით საქმე მოთავებული ჩანდა, რადგან ბრძოლაში ჩვენი ყველაზე წონადი კავალერია, ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილი (90) ერთვებოდა, მისი მოგება კი დანიელ მუკეტესთან ვადამდელ გამარჯვებას ნიშნავდა. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უდიდესი ნიჭისა და პირადში ფრიად დამაჯერებელი გამოსვლის მიუხედავად, ღვინიაშვილს ჯერ კიდევ აკლია დაღვინება - ბრუნზე ეფექტური დახეთქება მოინდომა, თუმცა რაღაც უხალისოდ შევიდა ილეთზე და არათუ ვერ გადააგდო, თავად მოჰყვა და მეტოქემ შებოჭვაზე დაიჭირა. ღვინიაშვილი თითქოს ზედმეტად თავდაჯერებული იყო და ილეთზეც მოუმზადებელი შევიდა, ეს ყველაფერი კი ტუზივით დაეცა მუკეტეს - ფერადკანიანი ბელორუსი ასეთ რამეს სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა და სრულიად გასაგებია მისი დაუფარავი ემოცია, რომლითაც მოგება გამოხატა.

ამდენად, ანგარიში გათანაბრდა - 2:2 და თეორიულად წაგების საფრთხეც გაჩნდა, თუმცა პრაქტიკულად ეს ნულის ტოლი იყო, რაც თუშიშვილისა და მიკიტა სვირიდის პაექრობამ დაადასტურა - ჩვენმა ფალავანმა ჯერ ვაზარი აუღო მეტოქეს, მერე კი იპონზეც დაახეთქა.

ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ეგვიპტე აღმოჩნდა. არადა, იმ ჯგუფში სამხრეთ კორეაც გამოდიოდა, თუმცა მათ პირველივე შეხვედრა სწორედ "ფარაონებთან" დათმეს, თანაც, დიდი ანგარიშით - 1:4. სამაგიეროდ, ჩვენ ეგვიპტელებს ვაჯობეთ იმავე სხვაობით.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელებმა ეს შეხვედრა ორი ცვლილებით დაიწყეს - 66-ში გუგულაშვილის ნაცვლად ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი თორნიკე ნაგლიაშვილი დააყენეს, 81-ში კი მჭედლიშვილს ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი მესამეპრიზიორი ლევან გუგავა ამჯობინეს.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ ეს დუეტი ფინალშიც გაიყვანეს, ხოლო ეგვიპტესთან ორივემ მოიგო, თუმცა გუგავამ - უბრძოლველად, რადგან მეტოქე არ გამოუცხადდა, ნაგლიაშვილმა კი ახმედ აბდელრახმანი გაფრთხილებებით მოახსნევინა.

ნაგლიაშვილს მხარი კაციაშვილმაც აუბა და მასაც მოუხსნეს მეტოქე, ოღონდ - ფეხში ხელით შესვლისთვის, რისთვისაც მსაჯებმა აბდელრაჰმან მოჰამედი დასაჯეს. გუგავას ტექნიკური მოგება უკვე ნაადრევ გამარჯვებას ნიშნავდა - 3:0, თუმცა ღვინიაშვილმა პრესტიჟის აღსადგენად გონივრულად იჭიდავა და ჩვენი უპირატესობა კიდევ უფრო განამტკიცა - ადამ რამადფანი გაფრთხილებებით დაჯაბნა.

მძიმეწონოსანთა შერკინება უფრო პრესტიჟულ ხასიათს ატარებდა, რადგან თუშიშვილმა პირადში მოუგო აჰმედ ვაჰიდს, ოღონდ მეტოქემ ვაზარი ამოუქაჩა. ამჯერად ეგვიპტელმა იმარჯვა, როცა თუშიშვილი იუკოზე მოჰყვა, საერთო ანგარიში კი 4:1 გახდა ჩვენ სასარგებლოდ.

ფინალში ჩვენმა მწვრთნელებმა მთავარი დუეტი - ღვინიაშვილი-თუშიშვილი დაასვენეს. სამაგიეროდ, 73-ში კაციაშვილის ნაცვლად ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ფინალისტი თამაზ კირაკოზაშვილი დააყენეს, ზედა წონებში კი ადგილი გიორგი გველესიანს (90) და გიორგი ლაზუაშვილს (+90) დაუთმეს.

აღსანიშნავია, რომ ვალერი ლიპარტელიანის მამიდაშვილის შვილი გველესიანი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, თუმცა იაპონელებს კირაკოზაშვილთან ერთად ყველაზე კარგად ის ეჭიდავა - მხოლოდ ამათ არ გაუშვიათ ქულა. გველესიანმა შოიჩირო მუკაისთან ერთადერთი გაფრთხილება მიიღო და ასე წააგო. ოღონდ ეს კია, მუკაი ერთადერთი უტიტულო და ყველაზე გამოუცდელი იყო იაპონურ ხუთეულში (ის მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონია, პირველხარისხოვან შეჯიბრებაში კი პირველად იჭიდავა), გველესიანი კი მეორე ნახევარში გვარიანად დაიღალა. თუმცა მან მაინც დაამტკიცა, რომ მართლაც ტალანტია და დიდი შესაძლებლობები გააჩნია. მთავარია, სწორად მოამზადონ.

კირაკოზაშვილმაც ერთი გაფრთხილება მიიღო ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელ ფინალისტ იუჯი იამამოტოსთან, ერთ მომენტში კი თავსუკან გდებაზე მსაჯმა იუკოც მისცა, მაგრამ გააუქმეს.

ჩვენებმა სხვა შეხვედრები პირწმინდად წააგეს - ნაგლიაშვილი ახლანდელმა მსოფლიოს ჩემპიონმა მასაია ასარიმ ვაზართან ერთად მტკივნეულზე დაიჭირა, გუგავა ასევე მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანმა (ოღონდ ეს ჯილდო ახლა მოიპოვა, აბუ დაბიში) სოტარო ფუჯივარასთან კონტრილეთზე ვაზარიზე დააგდო, ლაზუაშვილი კი აბუდაბური ვერცხლის კიდევ ერთმა მფლობელმა გენტა ტანაკამ შიგნიდან ჩახვეული ფეხით იპონზე გადააგდო.

სტატისტიკურად ჩვენებიდან უდანაკარგოდ კაციაშვილი და მჭედლიშვილი გამოვიდნენ. პირველმა ორი ბრძოლა გამართა და ორივე მოიგო, მეორემ კი ერთხელ იჭიდავა და შედეგიანად. გუგავა, ნაგლიაშვილი, ღვინიაშვილი და თუშიშვილი 2-2-ჯერ გავიდნენ ტატამზე და თითოჯერ მოიგეს; გუგულაშვილმა, კირაკოზაშვილმა, გველესიანმა და ლაზუაშვილმა კი თითო ორთაბრძოლა ჩაატარეს და წააგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• toko

მწვრთნელმა წინასწარ გაწირა გუნდუ წასაგებად. ღვუნიაშვილსდა თუშშვილს რომ არ დააყენებ საჭიდაიდ, ფსიგოლოგიურად ტყდება გუნდი.ეგ იგივეა, რაც რეალთან ათამაშო ბარსა ტრიოს გარეშე. ან ,რაც გორგოძეს გარეშე არგეტინასთან დაგვემართა რაგბში მეორე ტაიმში.

• jumber

სამწუხაროდ წელს იაპონიაც და რუსეთიც ჩვენზე საგრძნობლად ძლიერები იყვნენ.რუსეთიც მოგვიგებდა ჩვენს ჯგუფში რომ ყოფილიყო.

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა

პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან

თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს

[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში

IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი

[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ღვინიაშვილი, კირაკოზაშვილი და ნაგლიაშვილი შეკრებაზე გაემგზავრნენ - ძიუდოისტების განცხადება

[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო [VIDEO]

ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა

ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა

იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა