"ანდრეი რაპაპორტი პარტნიორობით დავაინტერესე, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროპის ლიგის საგზურს მოვიპოვებთ"
შესაძლოა, ქობულეთის "შუქურა" ანდრეი რაპაპორტმა დააფინანსოს. ეს ამბავი კლუბის დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ გაგვიმხილა.

რატომ შეიძლებოდა, დაინტერესებულიყო რუსი ოლიგარქი ქართული კლუბით? ამის შესახებ კომენტარი ჩელებაძეს ვთხოვეთ:

"დიახ, ანდრეი რაპაპორტი ქობულეთის "შუქურასთან" პარტნიორობით დავაინტერესე და მიხარია, რომ მისგან დაინტერესება არსებობს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროპის ლიგის საგზურს მოვიპოვებთ.

ჩვენ ბოლო დროს წარმატებით ვთამაშობთ და იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონატის სამეულში მოვხვდებით და ევროზონის საგზურს მოვიპოვებთ. ანდრეი რაპაპორტი ჩვენს კლუბთან კონტრაქტს ასეთ შემთხვევაში გააფორმებს", - ამბობს ჩელებაძე.

დავინტერესდით, ჩელებაძე ამ საკითხზე უშუალოდ რუს ოლიგარქს ელაპარაკა თუ მისი ნდობით აღჭურვილ პირს:

"ერთი წლის წინათ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და "შუქურას" მომავალსა და პერსპექტივაზე რომ ველაპარაკე, დაინტერესდა და კლუბთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. სხვათა შორის, ამის თაობაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ, "შუქურას" უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ ვილაპარაკე - მაშინ რუს სპონსორზე რომ ვლაპარაკობდი, სწორედ რაპაპორტს ვგულისხმობდი.

ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან მაშინაც და დღესაც თანამშრომლობის პირობა იყო, რომ ქობულეთის "შუქურა" ევროპის ლიგაზე უნდა გასულიყო.

იმედია, წელს ამ მიზანს მივაღწევთ, გაცილებით მაღალ საფეხურზე ავალთ და რაპაპორტი ჩვენი კლუბის სპონსორი გახდება".

ანდრეი რაპაპორტი უკრაინაში, კერძოდ, ხერსონის ოლქში დაბადებული ებრაელია. ის გახლავთ მოსკოვის მენეჯმენტის სკოლის, "სკოლკოვოს" დამფუძნებელი. იყო "ალფა-ბანკის" მმართველი, კომპანია "იუკოსის" პირველი ვიცე-პრეზიდენტი, "რაო-ეს რუსეთის" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, სააქციო საზოგადოება "როსნანოს" გამგეობის თავმჯდომარე. არის რუსეთის ებრაელთა კონგრესის პრეზიდიუმის წევრი. ოღონდ ეგ არის, რომ მის ბიოგრაფიაში საფეხბურთო აქტივობა არ ფიქსირდება.

მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რაპაპორტს გარკვეული ბიზნესინტერესები საქართველოშიც აქვს. ამჟამად ის რუსული კომპანია "ინტერ-რაოსა" და კომპანია "თბილწყალკანალის" მფლობელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

alika
ძირს ჩელე
alika
.. ჩელებაძე,მოაშორეთ შუქურას
Givi
Amas moyavs rusi oligarqi? Eg ar iyo ilia kokaias fexburtidan mokvetas mxars gamwarebuli ro ucherda? Chempioni tu gaxda shuqura abramovichi chamoyavs turme))
Archil
ბავშვი ჯერ არ დაბადებულიყო და აბრაამს არქმევდნენო
აჩი
ბავშვი ჯერ არ დაბადებულიყო და აბრაამს არქმებდნენო ........
qartveli
ქართველებს მაინც ნუ გვისრულებთ:))))) კარგით რაა
G
ახალი ცხელცხელი ამბავი, ხალხო, საპოვნელამ თუ მოიპოვა საგზური და მერე ჯგუფიდანაც გავიდა,"მანამდე პლეიოფი" რუსი ოლიგარქი მომყაავს:D
qartveli
შუქურა და სამეულიი? კაი რა ჩელე, ნეტა თვითონ თუ გჯერავს მაგის:D:D:D:D???????
მაურინიო
მორიგი აფიორა))
walkabout
რა სისულელეა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა