ვითიბი ლიგა. რეგულარული ჩემპიონატი. VI ტური
"მადლობა, საქართველო!" - ასე მღეროდა "ვითა"-"ლოკომოტივის" მატჩის შემდეგ სტუმართა მრავალრიცხოვანი ქომაგი რამდენიმე წუთის განმავლობაში. მათ აქვთ გულშემატკივრობის კულტურა, რაც პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული გუნდსა და მის სიძლიერეზე.

"ვითა" ახალი შექმნილი გუნდია. აშკარაა, რომ არ ულხინს, რადგან სეზონის დასაწყისიდან იყო ლაპარაკი ორი კალათბურთელით გაძლიერებაზე, მაგრამ ჯერაც ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება მის მეტოქეს, ყუბანის "ლოკომოტივს", მასში ხორვატიის ნაკრების ამერიკელი დონტა დრეპერი, ესპანეთის ნაკრების ფორვარდი ვიქტორ კლავერი, რუსეთის ნაკრების არაერთი კალათბურთელი თამაშობს, მწვრთნელად კი ევროლიგის ჩემპიონი გეორგიოს ბარცოკასი ჰყავს.

წლევანდელ ევროლიგაზე "რკინიგზელებმა" საწყისი სამი მატჩი მოიგეს, მათ შორის, "ჟალგირისთან" სტუმრად. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში "ვითასთვის" ზერთული ამოცანა აღმოჩნდა. თუმცა იბრძოლა, ბოლო წუთებამდე სხვაობა 10 ქულა იყო (სტუმართა სასარგებლოდ), რაც ერთი შეხედვით, შემობრუნების შანსს გვინარჩუნებდა.

რამდენად რეალური იყო "ლოკომოტივის" დამარცხება, ვითელთა მთავარი მწვრთნელი პაველ გოოგე მოგვახსენებს:

"საამისოდ ძალიან ბევრი უნდა გაგვეკეთებინა, რისთვისაც მზად არა ვართ. "ლოკომოტივს" უნდა ეთამაშა ცუდად, ჩვენ ძალიან კარგად. კალათბურთი კი უამრავი დეტალისგან შედგება: ერთმა კალათბურთელმა ცუდად ითამაშა დაცვაში, მეორემ - მოხსნის ნაცვლად ბურთი დაკარგა, მესამემ ბურთი ჩაჭრა, მაგრამ აუტში გადაუვარდა...

ასეთ დეტალებზეა დამოკიდებული მოგება ან წაგება. მეტოქეს ჰქონდა სამი უპირატესობა: გამოცდილება, ფიზიკური ღონე, მაღალ დონეზე გამოცდილ მოთამაშეთა რაოდენობა. დაახლოებით ისეთ სიტუაციაში ვიყავით, როგორც დავითი და გოლიათი".

პირველი მეოთხედი "ვითამ" მოიგო, მეორეშიც თანაბრად ეპაექრა მეტოქეს, თუმცა მეორე ნახევარში აშკარა იყო, რომ სტუმრებს მეტი ენერგია ჰქონდათ. მიზეზი მარტივია: ქართულ გუნდში ძირითადი დატვირთვა 6 კალათბურთელზე მოდიოდა, რომლებიც ბოლო წუთებისთვის ისევე ხალასად ვერ გამოიყურებოდნენ, როგორც პირველ ტაიმში.

"რამდენიმე კვირაში ვერ გავაკეთებთ იმდენს, რაც ერთ წელში უნდა გაკეთდეს. ფიზიკურ კონდიციებს და გამოცდილებას ერთ თვეში ვერ შეიმატებ. გვაქვს ზღვარი, რომელსაც ვერ გადავახტებით, თუმცა კალათბურთელები შრომობენ, რომ მაქსიმუმი გაიღონ.

ეს ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ კი საჭიროა, კიდევ გავძლიერდეთ, მეტი სოლიდურობა შევმატოთ წინა ხაზს, საშუალება მივცეთ ბიჭებს, ითამაშონ მაქსიმალური დატვირთვით არა 35 წუთი, არამედ ცოტა ნაკლები და ძალები მთელი თამაშისთვის გადაანაწილონ, რათა მეოთხე პერიოდში თამაშის კონტროლის საშუალება გვქონდეს".

"ვითა" მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს თბილისში, "უნიქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ვითიბი ლიგა. რეგულარული ჩემპიონატი. VI ტური

1 ნოემბერი. თბილისი, სპორტის სასახლე

ვითა-ლოკომოტივი 63:76

21:19, 13:17, 15:23, 14:17

ვითა: მაისურაძე (3ქ), ჩლაიძე, ბოქოლიშვილი (11ქ), შენგელია, კარტერი (20ქ, 11მ), ჰენრი (8ქ, 11მ, 7პ), ანიკიენკო (4ქ, 6მ), ლიპოვოი (3ქ), ტერნერი (14ქ), მ. რევაზაშვილი.

ლოკომოტივი: დილეინი (10ქ, 6პ), სინგლტონი (12ქ, 9მ), დრეპერი, კლავერი (12ქ, 9მ, 4დ), ბიკოვი, ზოზულინი (6ქ), კოლიუშკინი (5ქ), ვორონოვი (7ქ), ზუბკოვი (8ქ, 8მ), ბროკჰოფი (16ქ, 5მ, 3პ).

მსაჯები: პ. ივაშკოვი (ბელორუსი), ე. მოგულკოჩი (თურქეთი), ა. ანდრიუშკინი (ყაზახეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

georgiano
არაუშავს, ერთ თვეში ევროლიგის გუნდს ვერავინ ვერ გააკეთებს. მთავარია სერიოზული პროექტი დაიწყო და ხორციელდება. გუნდიც ნელ-ნელა პროგრესირებს. ნუ ვიქნებით მაქსიმალისტები. მადლობა ვითას შემქმნელებს. წარმატებები!
llcl
10 ქულით იქნებ წავაგოთ რომელიმე გუნდთან, რისთვის გვყავს ეს ლეგიონერები, იქნებ ახალგაზრდული ნაკრებიდან გვეთამაშებინა პერსპექტიული ბიჭები, გაიზრდებოდნენ ესეთგუნდებთან ჭიდილში
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ოფიციალურად: ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
"ვითას" პრეზიდენტი: რაც ჩვენ გადავიტანეთ, ადამიანი ვერ გაუძლებდა
პაველ გოოგე: სიტუაცია სპორტის სასახლეში სინათლის ჩაქრობამაც დაამძიმა [VIDEO]
თბილისის "ვითა", სავარაუდოდ, ვითიბი ლიგაზე აღარ ითამაშებს
დღეს სუპერლიგის მომავალი სეზონის "ახალწვეული" გამოვლინდება
"ვითას" მწვრთნელი: განაცხადისთვის კალათბურთელებს ძლივს ვაგროვებთ [VIDEO]
"ვითა" სარატოვში არ ჩავიდა - გუნდში ფინანსური პრობლემებია!
ვითა-ავტოდორი 59:111 - სიახლის მოლოდინში
"ვითას" პრეზიდენტი: რა მექნა, ნაკრებში არ გამეშვა კალათბურთელები?!
ვითა-ნიჟნი ნოვგოროდი 78:100 - პერიმეტრიდან წაგებული [VIDEO]
[ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა] წრე
"კაკტუსი" სუპერლიგას დაუბრუნდა, "ვითა" A ლიგაში დარჩა
ვითა-უნიქსი 76:104 - ლენგფორდის სოლო [VIDEO]