კენი დალგლიში "ფულჰემის" ძლევის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე დაწინაურებით არ კმაყოფილდება

„ლივერპული“ მეშვიდე ადგილზეა! მიმდინარე სეზონში, მერსისაიდული გუნდი ასე პირველად დაწინაურდა, მაგრამ მწვრთნელი, „კოპის მეფე კენი“ ანუ იგივე კენი დალგლიში მეშვიდე ადგილსა და მეცხრე ცას ერთმანეთში არ ურევს და ამბობს, რომ ამით ვერ დაკმაყოფილდება...

„ლივერპულისა“ და „ფულჰემის“ გადადებული შეხვედრა ლონდონელი ჯონ პენტსილის მიერ 52-ე წუთზე საკუთარ კარში გატანილმა გოლმა მასპინძლების სასარგებლოდ დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ გოლამდე შეხვედრის მთავარი ამბავი მე-6 წუთზე მოხდა, როდესაც რაულ მეირელეშმა ფერნანდო ტორესს პასი გაუჭრა და ესპანელი ფორვარდი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ თანამსაჯმა მიკ მაკნაფმა ალამი აღმართა და ალალი გოლი არ ჩათვალა.

„წითლების“ საბედნიეროდ, მათ მაინც მოიგეს და მსაჯის შეცდომის გამო ვიშვიში არ დასჭირდათ - ნოემბრის შემდეგ „ლივერპულმა“ პირველად გაიმარჯვა ზედიზედ ორ შეხვედრაში. ბუნებრივია, გუნდისთვის, რომელიც გასავარდნთა ზონაში ტრიალებდა, მეშვიდე ადგილზე აღზევება წარმატებაა, მაგრამ დალგლიში, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს და დიდ სიხარულსაც არ გამოხატავს:

„ვფიქრობ, ჩვენ მეტი შეგვიძლია. რასაკვირველია, მეშვიდე ადგილი გაცილებით ობიექტურად ასახავს „ლივერპულის“ ძალას, მაგრამ ეს ის პოზიცია არ არის, რომელზეც ჩვენი კლუბი ოცნებობს და რისთვისაც ის იბრძვის. ჩვენ ცხრილში კიდევ უფრო მაღლა გვინდა ყოფნა, მაგრამ ამისათვის მეტი თამაში უნდა მოვიგოთ. ახლა, მომდევნო ოთხშაბათს „სტოკთან“ გვაქვს სათამაშო და ამ შეხვედრაშიც გამარჯვებას ვაპირებთ.“

შემდეგ დალგლიშს შორს მიმავალ გეგმებზე ჰკითხეს. „ლივერპულის“ ლეგენდამ ასე უპასუხა:

„ამ წუთას არ ვთქვი „სტოკთან“ უნდა გავიმარჯვოთ-მეთქი? ჩვენ არასდროს გამოვალთ სეზონის დაწყებამდე საჯაროდ და არ დავიქადნით, რომ „ამას და იმას ვაპირებთ“. ჩვენი მიდგომა მარტივია: ყოველი დღისგან მაქსიმუმი უნდა გამოვწუროთ. ყოველთვის ასე იყო, სეზონის ბოლოს ქულებს დავაჯამებდით და ვხედავდით რა მოგვიტანა ჩვენმა მონდომებამ. ამ მიდგომის შეცვლას არ ვაპირებ. ეს პრინციპი არავის აზარალებს. მე ამ პრინციპზე ვარ აღზრდილი და სხვანაირად არ შემიძლია.“

რაც შეეხება „ფულჰემთან“ თამაშს, დალგლიშმა თქვა, რომ მისმა ბიჭებმა მოწადინებული ლონდონელების დასამარცხებლად ჩინებულად ითამაშეს.

„მგონი „ფულჰემის“ ფეხბურთელებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ჩვენთან შეხვედრაში მეტი ეკუთვნოდათ და იმედგაცრუებულნი წავიდნენ. ჩვენც უამრავჯერ გადაგვხდენია ასეთი რამ: გვეგონა, რომ მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ გაწბილებულები დავრჩით. დღეს ჩემმა ბიჭებმა დიდი თავდადება გამოავლინეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. იღბალმაც დაგვიფასა შრომა. თავიდან, ფერნანდომ გოლი გაიტანა და ეს გოლი მსაჯს უნდა ჩაეთვალა, მაგრამ არ ჩათვალა, რის გამოც გული არ გაგვიტყდა. ჩვენ ბრძოლა გავაგრძელეთ და საწადელს მივაღწიეთ. ასეთ რაღაცებს ყურადღება არ უნდა მიაქციო: რას იზამ ასეთია ცხოვრება - ხან მსაჯს ეშლება, ხან ფეხბურთელს...“

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა