ლუი ვან გაალს კრიტიკის ახალი ქარცეცხლი დაატყდა თავს. ამჯერად ამის მიზეზი მის მიერ გაკეთებული ცვლილება გახლდათ
ლუი ვან გაალს კრიტიკის ახალი ქარცეცხლი დაატყდა თავს. ამჯერად ამის მიზეზი მის მიერ გაკეთებული ცვლილება გახლდათ, როდესაც ჰოლანდიელმა ანტონი მარსიალი მარუან ფელაინით ჩაანაცვლა. ეს 66-ე წუთზე მოხდა და მაშინ ანგარიში 0:0 იყო. საბოლოოდ, "წითელმა ეშმაკებმა" ცსკა-ს მაინც მოუგეს თავიანთი კაპიტნის, უეინ რუნის გოლით, რომელიც მას ჯესი ლინგარდმა გაატანინა.

საინტერესოა, რომ 22 წლის შემტევს ვან გაალი ისევ ენდო და ამჯერად არათუ უბრალოდ ძირითადში დააყენა, არამედ შეუცვლელად ათამაშა. მოგვიანებით, რუნი ვალის დაბრუნებას ცდილობდა და ლინგარდს კარგად უპასა, მაგრამ მისი დარტყმა იგორ აკინფეევმა მოიგერია.

მთლიანობაში, "მანჩესტერს" მოგება ძალიან გაუჭირდა, არადა, ეს შეხვედრა რომ ვერ მოეგო, უაღრესად გაირთულებდა საქმეს. გუნდს "მიდლსბროსთან" (თასზე), "სიტისთან" და "კრისტალ პალასთან" ზედიზედ ჰქონდა 0:0-ები ნათამაშები და ეს უგოლო სერია 404-წუთიანი სიმშრალის მერე რუნიმ "არმიელებთან" შეხვედრის 79-ე წუთზე შეწყვიტა.

"შრეკისთვის" ეს 237-ე ბურთი გახლდათ "იუნაიტედის" მაისურით და ის ახლა "მანჩესტერის" ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს დენის ლოუსთან. წინ სერ ბობი ჩარლტონია.

ჩვენ კი მარსიალს დავუბრუნდეთ. მოკლედ, ფრანგი, ჩვეულებისამებრ, ცოცხლად გამოიყურებოდა და როდესაც "ბრაზიანმა ლუიმ" მისი გაყვანა გადაწყვიტა, "ოლდ ტრაფორდზე" სტვენა ატყდა. ზოგიერთმა სპეციალისტმა და ფანმა ისიც კი თქვა, ცვლილების დროს ასეთი ობსტრუქცია "ოცნებების თეატრზე" აქამდე არასდროს გვინახავსო.

ფანები იმით იყვნენ უკმაყოფილონი, რომ იმ მომენტში, როდესაც მანჩესტერელებს აუცილებლად მოგება სჭირდებოდათ და გასატანი ჰქონდათ, ვან გაალმა თავდამსხმელი მოხსნა, თან, მემფის დეპაი ისედაც თადარიგში ეჯდა.

"ყრუ არ ვარ. გავიგე, რომ ეს ფანების აზრი იყო, თუმცა თამაშის მერე ისინი უკმაყოფილონი არ უნდა დარჩენილიყვნენ" - ნიშნის მოგებით აღნიშნა გამოცდილმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა.

არადა, თამაშის მერეც ბევრი დარჩა უკმაყოფილო და მატჩის მსვლელობის დროსაც. საინტერესოა, რომ ცვლილებიდან 15-წუთიან მონაკვეთში მხოლოდ "ტვიტერზე" სიტყვა "მარსიალი" 13 ათასზე მეტჯერ აიკრიფა. წუთში კი 2600 "ტვიტი" გამოცხვა მარსიალის შესახებ. "აქამდე ვან გაალის გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამიყენებია, მაგრამ ახლა..." - წერდა, მაგალითად, ლაინ ფილიპე ნაირობიდან.

სტატისტიკა ვან გაალის მხარესაა. მაგალითად, მხოლოდ რუნისა და მარსიალს შორის არჩევანზე თუ ვილაპარაკებთ, 66 წუთში 19 წლის ფრანგი 30-ჯერ შეეხო ბურთს, რუნი 34-ჯერ; მარსიალმა 14 პასი გააკეთა და აქედან წარმატებული 57%, რუნის პროცენტული მაჩვენებელი კი 82% გახლდათ.

"ძალიან მიხარია, რადგან მე რუნი ისევ ცენტრფორვარდად დავაყენე და მან გაიტანა" - დაამატა ვან გაალმა.

"შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება იყო. მარსიალი გახლდათ ბოლო ფეხბურთელი, რომელზეც ვიფიქრებდი, რომ შეიძლებოდა მწვრთნელს გაეყვანა. უეინ რუნიმ კი თავისი შანსი გამოიყენა, იქიდან, უბრალოდ, ვერ ააცილებდი. ასე რომ, რუნიმ კიდევ ერთხელ მოაგებინა გუნდს, არცთუ კარგი თამაშის ჩვენების მიუხედავად" - აღნიშნა წამყვანმა და "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა პატ ნევინმა.

მანჩესტერელთა ლეგენდამ, პოლ სქოულზმა კი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ვან გაალი და აღნიშნა, რომ კლუბის ერთფეროვანი, არასანახაობრივი თამაში და უფანტაზიობა შეტევაში, სწორედ მისი ტაქტიკური სქემების ბრალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levan
ტაქტიკის კი არა , უთავდამსხმელობის გარდა, რუნი არაა ისეთი ლიდერი, ამრტო ათრიოს გუნდი, გვერდით სწირდება მასზე მაღალი კლასის, ტექნიკური ფორვარდი და მერე უფრო სასარგებლოა რუნი. ინგლისის ნაკრებშიც მიტომ ვერ თამაშობს რომ ლიდერობა უწევს და ასე მანუშიც.
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო