"რას ვიზამთ, გურიის ფეხბურთი ჩემი მისვლით არ დაქცეულა და მით უფრო, არც ჩემი წასვლით დაიქცევა"
გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე გამოეხმაურა "ლელოში" გუშინ გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც 3 ნოემბერს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გავაშუქეთ.

ვწერდით - "კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ შემადგენლობას პრინციპულობა აკლდა, რადგან აღმასკომის სხდომის შემდეგ გამოტანილი ინფორმაციით, მისმა წევრებმა, რომლებიც ერთი თვის წინათ ლევან კობიაშვილსა და მის მომხრეებს გამწარებულები ებრძოდნენ, ახლა ამ ბრძოლის ერთ-ერთი მოთავის, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტ გია ფირცხალავას პოსტიდან გაშვებას ხელი ერთსულოვნად მოაწერეს".

ცვლილებები დაიწყო: გია ფირცხალავა გაუშვეს, კახა ებრალიძე წავიდა

ებრალიძე კი ამბობს, რომ ფირცხალავას გადაყენებას არ დაეთანხმა:

"ამ საკითხზე განმარტება უნდა გავაკეთო, რადგან აღმასკომიდან ასეთი ინფორმაცია გამოვიდა, თითქოს ფირცხალავას გათავისუფლებას ყველა ერთხმად დაეთანხმა. სინამდვილეში, ასე არ ყოფილა.

ლევან კობიაშვილმა და დავით მუჯირმა გვაცნობეს, რომ ფირცხალავა ფედერაციაში მივიდა, მათ დაემშვიდობა და თანამდებობიდან წავიდა. მაგრამ ფორმალური მხარე იყო მოსაგვარებელი, რადგან ამის თაობაზე ფირცხალავას ოფიციალური წერილით არ მიუმართავს. ამიტომ მოგვმართეს, რომ ეს საკითხი იურიდიულად დაგვესრულებინა - აღმასკომს ვიცე-პრეზიდენტის მოხსნის უფლება გააჩნია.

მაგრამ მე კითხვები დავსვი და ვთქვი - რადგან კაცმა წასვლა ისურვა, აჯობებდა, მას დავკავშირებოდით და წასვლაზე განცხადება თავად დაეწერა და არ გაგვეთავისუფლებინა. იგივე აზრი გამოხატა ალექსანდრე ჩივაძემ. ასე რომ, უპრინციპობის ბრალდებას მე ვერ მივიღებ.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ ფედერაციის ძველი შემადგენლობა აღმასკომის ახალ შემადგენლობას უნდა გაეთავისუფლებინა", - მიაჩნია ებრალიძეს.

შეგახსენებთ, რომ მან გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა:

"ჯერ არ ვიცი, რა საქმიანობას დავიწყებ. გურიის ფედერაციის პრეზიდენტი აღარ ვარ, ეს სფფ-ის ახალ ხელმძღვანელებს აღმასკომზე ვუთხარი, დავემშვიდობე და წარმატებები ვუსურვე.

არ ვარ ის კაცი, რომელიც ყოველთვის სკამთან მისასვლელი გზების ძიებაშია.

სამწუხაროდ, რეგიონის საფეხბურთო სამყაროშიც ისეთი ვითარებაა, ეტყობა, მათთვის მე მიუღებელი ვარ. რას ვიზამთ, გურიის ფეხბურთი ჩემი მისვლით არ დაქცეულა და მით უფრო, არც ჩემი წასვლით დაიქცევა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შ ე ს წ ო რ ე ბ ა
შენი მისვლით არ აშენებულა და არც შენი წასვლით დაიქცევა!
ტყეშელაანთ გიჟი
საქართველოს იმიტომ არ ეშველება რომ ყველა უკანალის კოცნაზე ფიქრობს რომ თბილად იყოს. რომ კითხო ბევრს ლამის ჩე გევარა რევოლუციონერები არიან, არა და ნაციონალებიდან გაძურწულები ოცნებაში და ეგ ღუპავს საქართველოს ყველა ლოკვაზეა გადასული ყველა მთავრობების პერიოდში. მხოლოდ მეორე ჰიტლერი უშველის აქაურობას, ან დრაკულა შუბებზე რომ აცვავდა უკანალით ხალხს
legia
ჯიგარი ხარ კახა შენნაირად ვერავინ მოიქცევა ყველა სკამს უფრთხილდება ძველი გუნდიდან. კაცი ხარ კაცი ძამა
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
აღმასაკომმა ილია კოკაიას ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ნერვიულობის მეტყობა რამე?!. ლევან კობიაშვილი "ლელოს" სტუმარია
ილია კოკაია: ჩივაძე არის იუდა! ეს ბანდიტური დაჯგუფება ყელშია ამოსული
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ცვლილებები დაიწყო: გია ფირცხალავა გაუშვეს, კახა ებრალიძე წავიდა
დიდი შფოთი აღმასკომზე - ილია კოკაია ქართული ფეხბურთიდან მოკვეთეს
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
კახა ებრალიძე: მეგონა, არჩევნების შემდეგ ზეწოლა დასრულდებოდა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ზემოდან არ უთქვამთ - გრფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის სკანდალური ინტერვიუ
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
ლანჩხუთის "გურიას" პრეზიდენტი: ჩაწყობილი თამაშები? ყველა წაგებულ მატჩზე ეს ეჭვი მქონდა...
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
[ექსკლუზივი] გურიაში ფეხბურთს დავით მუჯირი-უფროსი მიხედავს!
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა