ისევ უხმოდ? გურული ფეხბურთი "ოფსაიდში"
გურული ფეხბურთი "ოფსაიდში" მოხვდა. დღეიდან მას აღარ ეყოლება წარმომადგენელი ფეხბურთის ფედერაციის უმაღლეს ორგანოში - აღმასრულებელ კომიტეტში.

წლების განმავლობაში, ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოში გურიას მისი რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტები - გულსუნდა დუნდუა, დურმიშხან ჩხაიძე და კახა ებრალიძე წარმოადგენდნენ. მას შემდეგ, რაც გრფფ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ გადადგომაზე სიტყვიერი განცხადება გააკეთა, ვიცე-პრეზიდენტმა ბენია თავბერიძემ გურიიდან მხოლოდ დელეგატი (საკუთარი თავი) წარადგინა და აღმასკომის წევრობის კანდიდატზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ... "ზემოდან" ასე დაავალეს.

გუშინ ადგილობრივმა მედიამ (www.guriismoambe.ge) გაავრცელა გრფფ-ის ვიცე-პრეზიდენტ ბენია თავბერიძის სკანდალური ინტერვიუ:

- ბატონო ბენო, იქნებ აგვიხსნათ, რატომ არ წარადგინეთ აღმასკომის წევრობის კანდიდატურა? მოგეხსენებათ, აწ უკვე გადამდგარი გურიის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე მრავალი წლის განმავლობაში იყო აღმასკომის წევრი...

- მე ახლა ვზივარ ავტობუსში და მივდივარ ყრილობაზე. მოგეხსენებათ, ხვალ (ინტერვიუ ჩაწერილია 17 ნოემბერს - რედ.) ყრილობაა.

- გასაგებია, მაგრამ გეკითხებით: გურიიდან აღმასკომის წევრობის კანდიდატი რატომ არავინ არის?

- მე ვარ ყრილობის დელეგატი, მე ამირჩიეს ყრილობის დელეგატად და მივდივარ ყრილობაზე.

- გასაგებია, მაგრამ სხვა რამეს გეკითხებით: აღმასკომის წევრობის კანდიდატი რატომ არ დაასახელეთ?

- ჩვენ დავსხედით და ხმათა უმრავლესობით ავირჩიეთ დელეგატი. არ ვიცი ახლა, ზევიდან დაგვირეკეს და გვითხრეს - დელეგატი წარმოადგინეთო და წარმადგინეს მე.

- აღმასკომის წევრობის კანდიდატიც დაგესახელებინათ ბარემ, თუ შეიკრიბეთ...

- კიდევ ერთხელ გეუბნებით, ზევიდან გვითხრეს, ხმის უფლების მქონე დელეგატიო და აღმასკომის კანდიდატსაც, რომ ჩამოვალ, წარვადგენ, ალბათ...

- მერე როგორ წარადგენთ, ვადაც დასრულდა, რეგისტრაციაც გაიარეს კანდიდატებმა გუშინ, დაამტკიცეს, ხვალ კენჭს უყრით და ოთხი წლით ირჩევთ...

- არ ვიცი ახლა, მე ვარ დელეგატი ყრილობის და აღმასკომის კანდიდატურა არ უთქვამთ ზემოდან.

- როდის იქნება პრეზიდენტის არჩევნები?

- შევთანხმდებით და როგორც ზევით იტყვიან, ჩავატარებთ, წარმოადგენენ კანდიდატებს და ხმის უმრავლესობას ვინც მიიღებს, ის გაიმარჯვებს. რაც შეეხება აღმასკომის კანდიდატის წარდგენას, მაგის უფლება ჩვენ არ გვქონდა. ხვალ თუ მეტყვიან, იქვე წარვადგენ. ავტობუსში ვზივარ და მივდივარ ყრილობაზე...

აქ კომენტარის გაკეთება მართლაც ზედმეტია. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ბენია თავბერიძის დელეგატად წარდგენაც გურიის ფეხბურთის ფედერაციის წესდების უხეში დარღვევით განხორციელდა (რის გამოც "გურიამ" ხმა წინა ყრილობაზეც დაკარგა) და, სავარაუდოდ, ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ ის დღევანდელ ყრილობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს!

საქმე ისაა, რომ ებრალიძეს ჯერ ოფიციალური განცხადება არ დაუწერია პოსტიდან წასვლის თაობაზე, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვითაც ის არის პრეზიდენტი. პრეზიდენტის გარეშე გამგეობის ნებისმიერი გადაწყვეტილება არალეგიტიმურია.

არსებული ინფორმაციით, ბენია თავბერიძეს არ მიუწვევია გამგეობის ყველა წევრი, საქმის კურსში არც სიტყვიერად გადამდგარი, მაგრამ ჯერაც ოფიციალური პრეზიდენტი ჩაუყენებია, არც გურიის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში გამართულა რაიმე სახის შეხვედრა, სადაც "ხმათა უმრავლესობით" ბენია თავბერიძე წარადგინეს.

ანალოგიური გაუგებრობისა თუ შეუთანხმებლობის გამო გრფფ-მ წინა ყრილობაზეც დაკარგა ხმა, ამჯერად კი ხმასთან ერთად გურია მრავალი წლის შემდეგ პირველად არ იქნება წარმოდგენილი სფფ-ის უმაღლეს ორგანოში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jm
ლანჩხუთლებო და პრინციპში ოზურგეთლებოც იმეტია ამ ტიპს არ აირჩევთ ფედერაციის პრეზიდენტათ.DDD
georgiano
ეს რობოტი ავტო მოპასუხე ვინაა?))))) ავტობუსში ვზივარ და მივდივარ ყრილობაზე)))) გურულებო თქვენც ბრავო ასეთ ავტო მოპასუხეებს რომ ამართინებთ ფეხბურთს რეგიონში.. ავტო მოპასუხე ბენია თავბერიძე))) მაგას რეგიონალურ ფეხბურთს კი არა ორ ცხვარს არ მიაბარებს კაცი)))))
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"ასეთი ფიზიკური ფორმა მის სტანდარტებს არ შეეფერება" - მოურინიომ "რეალის" ახალწვეული გააკრიტიკა
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ცვლილებები დაიწყო: გია ფირცხალავა გაუშვეს, კახა ებრალიძე წავიდა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
მოგვეცით ხმა! ლანჩხუთის "გურია" არჩევნების წინ ფედერაციას უპირისპირდება
კახა ებრალიძე: ამ ბრალდებას ვერ მივიღებ!..
ლანჩხუთის "გურიას" პრეზიდენტი: ჩაწყობილი თამაშები? ყველა წაგებულ მატჩზე ეს ეჭვი მქონდა...
კახა ებრალიძე: მეგონა, არჩევნების შემდეგ ზეწოლა დასრულდებოდა
კახა ებრალიძე: თქვენს ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ყრილობა და შფოთი გურიაში - ლანჩხუთის "გურიას" ხმა არ აქვს!
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
[ექსკლუზივი] გურიაში ფეხბურთს დავით მუჯირი-უფროსი მიხედავს!