ბოლო რეპეტიცია ელ კლასიკომდე
ტურის ცენტრალური მატჩი "სანჩეს პისხუანზე" გველის, სადაც "სევილიას" "სამეფო კლუბი" სტუმრობს. ტურში კიდევ რამდენიმე საინტერესო დუელია, შემდეგ კი სანაკრებო პაუზა და განსაკუთრებული ტურია - ელ კლასიკოს ტური...

ფრანგების გარეშე

რაფა ბენიტესს საკადრო პრობლემები კვლავ აქვს: ქარიმ ბენზემას ახლა არ ეფეხბურთება - ერთი ღამე მან უკვე გაატარა პარიზულ ციხეში და დილით ისე შეშინებული ჩანდა, რომ ყველაფერი "დაფქვა" - ის მატიო ვალბუენას სექსშანტაჟში ეჭვმიტანილია.

ბენზემა კიდევ ერთ საქმეზეა სასამართლოში გამოძახებული, მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილით გამოიჭირეს და 23-ში მადრიდის უწყებაში ელიან, თუ მანამდე პარიზელებმა ხელახლა არ დააპატიმრეს.

დიდიე დეშამმა ის საფრანგეთის ნაკრებიდანაც მოკვეთა დროებით. მოკლედ, ფრანგი შარშია. ასეც რომ არ იყოს, მას ტრავმაც შეუშლიდა "სევილიასთან" თამაშში ხელს. ბოლოს ბენიტესს მარსელო გამოაკლდა, რომელიც პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის თამაშში დაშავდა. ბრაზილიელი მცველი, სავარაუდოდ, არც ელ კლასიკოზე იქნება 21 ნოემბერს და მით უფრო, მისი თამაში "სევილიასთან" მატჩში გამორიცხულია.

კლუბის ექიმებმა ბენიტესს კიდევ ერთი ცუდი ამბავი უთხრეს - კეილორ ნავასი ფეხს ისევ იტკიებს და მისი კლასიკოსთვის შემონახვაც ურჩიეს. "სევილიასთან" არ იქნება არც დანი კარვახალი და საეჭვოა გარეთ ბეილის თამაშიც. პრობლემები არც უნაი ემერის აკლია, მთავარი კი კევინ გამეიროს ტრავმაა. მოკლედ, ორივე თავკაცს ფრანგი შემტევების გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.

ბოლო დღეებია, "რეალის" მცველი ნაჩო ფერნანდესი აშკარად უკეთ გამოიყურება. მან შესანიშნავი გოლი გაიტანა "სანტიაგო ბერნაბეუზე". ნაჩომ წარმატების საიდუმლო გაამხილა, ის გოლებს ქალიშვილ ალეხანდრას უძღვნის, რომელიც უკვე 6 თვისაა. ამ ხნის განმავლობაში მცველმა მეორე გოლის გატანა შეძლო, რაც მანამდე მისი ძლიერი მხარე სულაც არ ყოფილა.

კარგ ფორმაშია ტონი კროოსი, რომელმაც ყველაზე მეტი ირბინა "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩში - 11,5 კილომეტრი. "რეალს", თავისთავად, კრიშტიანო რონალდოს დიდი იმედიც ექნება ანდალუსიურ მატჩში.

დროშები და სუპერვარსკვლავი

"ბარსელონა" "ვილიარეალთან" მატჩისთვის ემზადება და ხმალამოღებული ებრძვის უეფას. საქმე ისაა, რომ უეფამ "ბარსა" ტრიბუნებზე კატალონიური დროშებისთვის დასაჯა, ეს დროშები პროვოკაციად მოინათლა - "ბარსას" ხელმძღვანელობის პასუხი ასეთია - კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სულაც არ არის პროვოკაციაო.

უეფამ პასუხად "კამპ ნოუზე" გადმოკიდებული უამრავი (ბევრად მეტი, ვიდრე წინა ტურში) "ესტელადა" (კატალონიის ვარსკვლავიანი დროშა) მიიღო. ახლა საკითხავია, რას მიიღებს "ბარსა" საპასუხოდ. "ბარსელონას" კვლავ არ ეყოლება ლიონელ მესი, რომელიც სავარაუდოდ, ვერც ელ კლასიკოსთვის გამოჯანმრთელდება.

თუმცა ბატე-სთან 3:0 მოგებული მატჩის შემდეგ "სპორტმა" ყდაზე მოზეიმე ნეიმარისა და ლუის სუარესის ფოტოების გვერდით ასეთი სათაური გამოიტანა: Dos Messis ("ორი მესი"). მართლაც, ბრაზილიელი და ურუგვაელი შესანიშნავ ფორმაში არიან, მათ კატალონიურ გრანდს ლეოს არყოფნა არც კი აგრძნობინეს. "ელ მუნდო დეპორტივო" კიდევ უფრო შორს წავიდა: SUPERSTAR - იუწყება მისი მეწინავე სათაური ნეიმარის ფოტოთი.

ცუდზეც ვთქვათ - ბატე-სთან მატჩში დაიმტვრა ივან რაკიტიჩი და ხორვატი არა მარტო ამ შეხვედრას, არამედ ელ კლასიკოსაც გამოტოვებს. "რაკიტიჩის არყოფნა გეგმებს აგვირევს, ის მნიშვნელოვანი ფიგურაა, ჩვენ კი ძალიან სერიოზული მატჩი გველის "ვილიარეალთან", - განაცხადა ლუის ენრიკემ.

"ვილიარეალს" არ ეყოლება შემტევი რობერტო სოლდადო, ცნობილი ვეტერანი დისკვალიფიცირებულია.

შერცხვენილები

წლევანდელი "ატლეტიკო" უფრო მეტად აკონტროლებს ბურთს, უფრო აკურატულად თამაშობს შუახაზში, ვიდრე შარშანდელი, მაგრამ პრობლემები იწყება საჯარიმოს ხაზთან მიახლოებისას, თავდამსხმელები ვერ ახარებენ დიეგო სიმეონეს და თან, არგენტინელი თავკაციც ერთი-ორჯერ გაჯიუტდა და უცნაური გადაწყვეტილებები მიიღო. ფერნანდო ტორესი და ჯექსონ მარტინესი სიმეონემ მხოლოდ 15 წუთით ათამაშა ერთად, სხვა შემთხვევაში ან ერთია მოედანზე, ან - მეორე.

"ატლეტიკო" ამ ტურში ხიხონის "სპორტინგს" მასპინძლობს, რომელიც მებრძოლი გუნდია.

ძალიან საინტერესო თამაში გველის ვიგოში, სადაც მესამეადგილოსანი "სელტა" მასპინძლობს "ვალენსიას", რომელმაც ახლახან ისტორია დაუწერა "გენტს", ბელგიის ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება სწორედ "ღამურებთან" იზეიმა.

"ჩვენ გვრცხვენია იმ თამაშის გამო, რაც ბელგიაში ვაჩვენეთ", - ბოდიში მოიხადა "ვალენსიას" პორტუგალიელმა თავკაცმა ნუნუ ესპირიტუ სანტუმ. თუმცა ნელ-ნელა მოდის დრო, რომ, თუ ასე გაგრძელდა, ნუნუს ბოდიშები ვეღარ უშველის.

პარასკევი. 6 ნოემბერი

ლას პალმასი-სოსიედადი 23:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ალკარასი, კასტელიანო, ლოპესი - ილიარამენდი, ნავასი, გრანერო, დე ლა ბელია, ზურუტუზა

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 4 თამაში: +1=3-0, (4-3)

შაბათი. 7 ნოემბერი

სელტა-ვალენსია 19:00

დისკვალიფიკაცია: კაბრალი - პერესი

ტრავმა: ბლანკო (?) - აბდენური (?), რაიანი, როდრიგო, ალვეში

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 22 თამაში: +4=10-8, (22-28)

ლევანტე-დეპორტივო 21:15

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ლოპესი, ტრუხილიო - ლოპო, კარტაბია, მიგელი (?), ლუის ალბერტო, პაბლო, ლუიზინიო (?), ფაბრისიო (?)

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 თამაში: +3=2-7, (6-12)

ეიბარი-ხეტაფე 23:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ხაიმე, გონსალესი, ლუნა (?), რამისი, რეინა, დელ მორალი - ვასკესი (?), მედრანი

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 2 თამაში: +1=1-0, (3-2)

ვალეკანო-გრანადა 23:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: სისე, კობენიო - მენდესი (?), ელ-არაბი, ბირაგი (?), მაინსი, მუსავუ-კინგი, ლოპესი, ბუონანოტე, იუსტე, პერეირა (?)

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +0=4-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 8 თამაში: +6=0-2, (11-6)

მალაგა-ბეტისი 01:05

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ტისონე (?), კამაჩო, ფლავიო, ანხელერი (?), სანტა კრუსი, ამრაბატი - ვესტერმანი (?), ნ'დიაი, ვარგასი (?), რენელა, მატილია (?)

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 20 თამაში: +7=7-6, (29-26)

კვირა. 8 ნოემბერი

ბილბაო-ესპანიოლი 15:00

დისკვალიფიკაცია: - რობერტო

ტრავმა: დე მარკოსი (?), გომესი, რიკო, მუნიაინი (?), იტურასპე (?), რამალიო, კიკე სოლა - მორენო, არბილია (?)

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 34 თამაში: +8=11-15, (43-52)

ბარსელონა-ვილიარეალი 19:00

დისკვალიფიკაცია: მასკერანო - ბაილი, სოლდადო

ტრავმა: რაკიტიჩი, დუგლასი, რაფინია, მესი - ბაპტიშტაო, მუსაჩო (?), ასენხო (?), ადრიანი

ბოლო 6 მატჩი

+4=0-2 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 თამაში: +16=6-8, (56-41)

ატლეტიკო-სპორტინგი 21:15

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ვიეტო (?), კორეა (?) - სანაბრია, კანელია, ბარეირა (?), კასტრო (?)

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 8 თამაში: +5=2-1, (21-8)

სევილია-რეალი 23:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ლუისმი, კაკუტა (?), გამეირო, პარეხა, კარიშო, ბეტო (?) - ბენზემა, კარვახალი, მარსელო, ბეილი (?), არბელოა (?), ნავასი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +4=2-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 თამაში: +9=2-19, (49-79)

ბომბარდირები: 9 - ნეიმარი (ბარსელონა); 8 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლუის სუარესი (ბარსელონა); 7 - არიც ადურისი (ბილბაო), დურან ნოლიტო (სელტა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა