"ბარსელონას" თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმა "ალმერიასთან" მატჩში მეასედ მოირგო კლუბის ფორმა
"ბარსელონას" თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმა "ალმერიასთან" მატჩში მეასედ მოირგო კლუბის ფორმა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ახალგაზრდა პედრიტომ 2008 წლის 12 იანვარს "მურსიასთან" მატჩში პირველად მოირგო ძირითადი გუნდის მაისურა, ის თამაში "ბარსამ" 4:0 მოიგო. სამი წელი გავიდა და პედრიტო პედროდ იქცა, "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობის წევრად, რომელსაც ძალზე ხშირად გააქვს გოლები მეტოქეთა კარში.

პედრომ ამ სეზონში 11 გოლი ლა ლიგაში გაიტანა, 3 ჩემპიონთა ლიგაში, 4 - "სამეფო თასზე". საიუბილეო მე-100 შეხვედრაშიც პედროს არ დაუტოვებია მოედანი უგოლოდ. სულ კი 100 მატჩში თავდასმხმელმა 41 გოლი გაიტანა, შესაშური შედეგიანობაა.

"ბარსა ტვ" შეხვდა იუბილარს და ინტერვიუ ჩამოართვა მას: "ყველაფერი გუნდურ შრომაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, წლეულს უკეთ ვთამაშობთ, ამიტომაც მეც თავს უფრო კარგად ვგრძნობ მოედანზე და გოლები გამაქვს. გუნდს ძალიან კარგად შევეწყვე და, დიდი ხანია, მის ნაწილად მივიჩნევ თავს. მიხარია, რომ ჩემი წვლილიცაა "ალმერიას" დამარცხებაში. ერთი სული მაქვს, ფინალში გავიდეთ და იქ მადრიდის "რეალს" ვეთამაშოთ", - განაცხადა პედრომ გადაცემა "ელ მარკადორში".

ფეხბურთელს დაეკითხნენ თუ რომელი თამაში იყო ამ 100-დან მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი. პასუხში პედრო არ ყოფილა ორიგინალური: "რა თქმა უნდა "კლასიკო" "რეალთან", რომელიც 5:0 მოვიგეთ."

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე