აი, ასე - არც მარკესი და არც როსი!
მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატი "იამაჰას" ესპანელი მოტომრბოლის ხორხე ლორენსოს ტრიუმფით დასრულდა. მან გუშინ მოიგო ვალენსიას გრან-პრი და ბოლო მომენტში გამოსტაცა ტიტული თანაგუნდელს, იტალიელ ვალენტინო როსის.

ეს უკანასკნელი, ეტაპის წინ ლიდერობდა გენერალურ კლასიფიკაციას და მეორე ადგილზე გასვლა სჭირდებოდა ტიტულის გასანაღდებლად.

თუმცა საქმეს ართულებდა ის, რომ როსი ბოლო პოზიციიდან იღებდა სტარტს ორი კვირის წინ, მალაიზიის გრან-პრიზე მომხდარი ინციდენტის გამო - მაშინ, იტალიელმა მარკ მარკესთან შეჯახებისთვის დისკვალიფიკაცია მიიღო.

საბოლოოდ, მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა ვერ შეძლო სასწაულის მოხდენა - მან მხოლოდ მეოთხე ადგილამდე მოახერხა გზის გაკვლევა. ამასობაში, პოულის მფლობელმა ლორენსომ მოიგერია "ჰონდას" პილოტების - მარკ მარკესისა და დანი პედროსას იერიშები და პირველი მივიდა ფინიშთან. ესპანელმა გენერალურ კლასიფიკაციაში ხუთი ქულით გაუსწრო როსის.

28 წლის ლორენსო მესამედ გახდა მოტოგრანპრის კლასში მსოფლიოს ჩემპიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა