ნაცნობი სურათი - სერბმა ყველას მოუგო
პარიზში დასრულდა სეზონის ბოლო "მასტერსი", რომელშიც ნაცნობი სურათი ვიხილეთ - ნოვაკ ჯოკოვიჩი გაუმკლავდა ყველა კონკურენტს, მათ შორის, ფინალში ენდი მარეის.

2015 წლის სეზონი ნამდვილ ბენეფისად იქცა ჯოკოვიჩისთვის. თითქოს, 2011 წლის წარმატების გამეორება შეუძლებელი იყო, მაგრამ 28 წლის სერბმა არა მხოლოდ გააკეთა ეს, არამედ გააუმჯობესა ოთხი წლის წინანდელი შედეგი.

დოჰაში იანვრის ტურნირის შემდეგ, ჯოკოვიჩს ფინალამდე არსად წაუგია და 14 გადამწყვეტი მატჩიდან ათი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

პარიზში ტიტული მეექვსე იყო ჯოკოვიჩისთვის "მასტერსის" სერიის ტურნირებზე ამ სეზონში, რაც აბსოლუტური რეკორდია. ხუთ-ხუთი ტურნირი ჰქონდათ მოგებული რაფაელ ნადალს, ჯიმი კონორსს, როდ ლეივერსა და თავად ნოვაკს. და კიდევ, ჯოკოვიჩმა მეოთხედ მოიგო მთავარი პრიზი პარიზში, რაც ასევე რეკორდია. სერბმა გაუსწრო ბორის ბეკერსა და მარატ საფინს.

ნახევარფინალში ნოვაკის მეტოქე იყო ჩოგბურთელი, ვინც ამ სეზონში სერბს ყველაზე მტკივნეული მარცხი აგემა - როლან გაროსის ტრიუმფატორი სტენ ვავრინკა. ისე გამოვიდა, რომ სტენი ერთადერთი აღმოჩნდა პარიზში, ვინც ჯოკოვიჩს სეტი მოუგო.

შვეიცარიელმა შეძლო მეორე სეტში გარდატეხის შეტანა და 6:3 მოგება, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ნოვაკმა ძალიან მოუმატა. ის ვავრინკას რამდენიმე შეცდომას დაუდარაჯდა, სტარტზე ბრეიკი შეასრულა და შემდეგ შეუჩერებელი იყო - 6:0.

მეორე ნახევარფინალში როჯერ ფედერერს ელოდნენ, მაგრამ მან ჯონ ისნერს ვერ გაუძლო მესამე წრეში. ფინალის საგზური გაითამაშეს ენდი მარეიმ და პარიზის "მასტერსის" 2012 წლის ჩემპიონმა, ესპანელმა დავიდ ფერერმა. ბრიტანელმა სამი ბრეიკით მეტი გააკეთა და 6:4, 6:3 მოიგო.

ფინალში ენდიმ ვერაფერი მოუხერხა სერბის ფენომენალურად საიმედო თამაშს. მართალია, მარეიმ ორჯერ მეტი "ვინერსი" დააფიქსირა, მაგრამ ამ აქტიურობას მხოლოდ ერთი ბრეიკი მოჰყვა, იმ დროს, როცა ჯოკოვიჩმა ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება - 6:2, 6:4 სერბის სასარგებლოდ.

ბრიტანელი ამ წაგებისგან ტრაგედიას არ შექმნის, რადგან მთავარი გამოწვევა წინ აქვს - დევისის თასის ფინალი. 27-29 ნოემბერს, გენტში ბელგია ბრიტანეთს გრუნტზე უმასპინძლებს. დღეისთვის, ენდი სწორედ ამ საფარზე ვარჯიშობს, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ამ ნაწილში ტურნირები გრუნტზე იმართება.

მარეისთვის პარიზის "მასტერსი" და წლის შემაჯამებელი ტურნირი - მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპებია დევისის თასის ფინალისთვის, რათა ახალი ისტორია შექმას. ბრიტანეთს დევისის თასზე 1936 წლის შემდეგ არ მოუგია. თუ ენდი მოიგებს ერთეულთა ორ თამაშს და წყვილების შეხვედრას - ბრიტანეთის იმპერიის ორდენი და "სერის" ტიტული გარანტირებული ექნება.

აქვე გეტყვით, რომ პარიზის "მასტერსის" შემდეგ, მამაკაცთა რეიტინგის ტოპ-ათეულში ორი ცვლილება მოხდა - მარეიმ მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ნადალი კი ხუთეულში შევიდა.

პარიზი. მასტერსი

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ენდი მარეი (ბრიტ, 2) 6:2, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეკო
მხეცი ხარ ნოლე
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა