ტაშკენტის "ფახთაქორის" 28 წლის კაპიტანი უზბეკეთის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა
28 წლის კახა მახარაძე უზბეკეთის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა. ტაშკენტის "ფახთაქორი" პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ამდენივე ქულით უსწრებს თანაქალაქელ "ლოკომოტივს". უზბეკური ფეხბურთის გრანდს ბოლო ტურში მეტოქედ საშუალო დონის "ანდიჟონი" ჰყავს.

მახარაძე გუნდის კაპიტანია და "ფახთაქორის" წარმატებაში მისი წვლილი ძალიან დიდია. "ლელო" უზბეკეთის დედაქალაქში შეეხმიანა და ინტერვიუ სთხოვა:

- 20 ნოემბერს ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი გვაქვს "ანდიჟონთან". თუ მოვიგებთ, კონკურენტი "ლოკომოტივის" თამაშის შედეგს აღარ ველოდებით და ჩემპიონები გავხდებით. ვფიქრობთ, მოვახერხებთ გამარჯვების მოპოვებას, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველა მოწინააღმდეგესთან ბოლომდე უნდა იყო მოტივირებული, ყველა მეტოქე უნდა დააფასო...

- სეზონით კმაყოფილი ხართ? გარკვეული დროის განმავლობაში ტრავმებმა იძულებით დაგასვენათ...

- უზბეკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ ვხდები და ეს ძალიან სასიამოვნოა. დიახ, იყო ტრავმები და იძულებითი შესვენებაც, მაგრამ ეგ არაფერი. ეს ფეხბურთის ნაწილია. მთავარია, ახლა ყველაფერი კარგადაა.

- ზოგადად, როგორ შეაფასებთ უზბეკეთის ჩემპიონატის დონეს?

- ნორმალური დონეა. აზიური მასშტაბით, აქაურ ჩემპიონატს კარგი რეიტინგი აქვს. დაძაბულობაა ცხრილის თავშიც და ბოლოშიც. დაახლოებით 6-7 გუნდი ძალიან კონკურენტუნარიანია.

- ხომ არ მოვიდა დრო, უფრო მაღალ დონეზე მოსინჯოთ ძალა, ვიდრე უზბეკეთის ჩემპიონატია?..

- დიდი სიამოვნებით! ეს მეც ძალიან მინდა, მაგრამ ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია.

- "ფახთაქორთან" კონტრაქტი როდის გიმთავრდებათ?

- წლის ბოლოს. ვნახოთ, რა იქნება. ჯერჯერობით, არც მე ვარ ჩამოყალიბებული საკუთარ მომავალთან დაკავშირებით...

- თქვენ მიმართ ინტერესი თუ არის?

- ჯერ მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ უზბეკეთის ჩემპიონატის მონაწილე რამდენიმე კლუბს უნდა ჩემი გადაბირება.

- მაშ, მოლოდინის რეჟიმში ხართ?

- ასეა. იმედია, ყველაფერი მალე გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლეგიონის ანონსი: დავით ხოჭოლავას "ეტიჰადზე" ვიხილავთ
[ლეგიონი] გოლი და საგოლე, ტაბიძე სრულად და ჯანო ჩემპიონობისკენ [VIDEO]
ლეგიონის ანონსი: შედგება კაჭარავა VS მერებაშვილი?
შოთა არველაძეს "ფახთაქორის" გაძლიერება ქართველი ნახევარმცველით სურს
შოთა და ტაშკენტის "ფახთაქორი"? არველაძე არ ჩქარობს...
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
შოთამ უზბეკები გადარია - არველაძეს ჩემპიონობას "რეინჯერსიდანაც" ულოცავენ, "ფახთაქორის" დირექტორმა კი პირობა მისცა, რომ...
უზბეკი ფეხბურთელი: ამიტომ არ ჩამოვართვი ხელი შოთა არველაძეს, შემდეგ კი...
შოთა არველაძემ "ტრაბზონსპორს" უზბეკი ფეხბურთელი შესთავაზა
შოთა არველაძის დანიშვნა ტაშკენტის "ფახთაქორში" გადაწყვეტილია
შოთა არველაძე: საქართველოს ნაკრების გაწვრთნა არ მინდა... იცით, რატომ?! - ახლავე გეტყვით...
კახი მახარაძე ტაშკენტურ კლუბს დაუბრუნდა