ჩემპიონატის გადამწყვეტი ეტაპისათვის მზადებას ბოლნისის ”სიონიც” განაგრძობს - ქვემოქართლელები 20 იანვრიდან ურეკში იმყოფებიან და შეკრებას იქ გადიან

უმაღლესი ლიგის სხვა გუნდების მსგავსად ჩემპიონატის გადამწყვეტი ეტაპისათვის მზადებას ბოლნისის ”სიონიც” განაგრძობს - ქვემოქართლელები 20 იანვრიდან ურეკში იმყოფებიან და შეკრებას იქ გადიან. პარალელურად, ”სიონი” საკონტრლო მატჩებსაც ატარებს და სხვათა შორის, ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში გუნდს ჯერ თამაში არ წაუგია. შეგახსენებთ, რომ ურეკში გამგზავრებამდე ”სიონმა” ჯერ რუსთავის ”ოლიმპს” მოუგო, შემდეგ კი თბილისის I.B.S.U.-ს, ხოლო ცხინვალის ”სპარტაკთან” ფრედ დაამთავრა შეხვედრა. ამის შემდეგ ”სიონი” ურეკში უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ მანამდე გუნდში, ცოტა არ იყოს უცნაური საკადრო ცვლილებიც მოხდა: მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა გიორგი ყიფიანმა.

ახალგაზრდა სპეციალისტის (ვინც სადებიუტო სეზონს ატარებდა უმაღლეს ლიგაში) ეს გადაწყვეტილება მართლაც მოულოდნელი იყო, რამეთუ იმ რესურსის გათვალისწინებით, დამწყებ მწვრთნელს რაც ჰყავდა, პირველ ეტაპზე ”სიონის” ასპარეზობას კატასტროფულსა თუ წარუმატებელს ვერავინ უწოდებდა. თუმცა, ეს ცალკე სალაპარაკო თემაა და უახლოეს დღეებში ”ლელო” ამ საკითხს აუცილებლად დაუბრუნდება... ”სიონი” უთავკაცოდ დიდხანს არ დარჩენილა: ბოლნისური კლუბის გაწვრთნა, ვინ მოსთვლის, უკვე მერამდენედ შესთავაზეს გიორგი ყიფშიძეს, რომელიც პირველ ეტაპზეც ”სიონის” სამწვრთნელო შტაბში იყო და ვინც მესამე ათეული წელიწადი ერთგულად ემსახურება მშობლიური ქალაქის გუნდს (ჯერ, როგორც ფეხბურთელი, მერე კი, როგორც - მწვრთნელი). სწორედ ყიფშიძის ხელმძღვანელობით გაემგზავრა ურეკში ”სიონი” და გუშინდლამდე ორი სპარინგ-მატჩი ჩაატარა: ფოთის ”კოლხეთთან” ფრედ ითმაშა (0:0), ხოლო ”სამტრედიას” 3:0 მოუგო. აი, გუშინ კი ”სიონის” მეტოქე ერთ დროს ქართული საკლუბო ფეხბურთის გამორჩეული გუნდი, დღესდღეობით კი პირველ ლიგაში VI ადგილზე მყოფი ლანჩხუთის ”გურია” იყო. ბოლნისელთა უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა და რანგით დაბალ ლიგაში მოასპარეზე მეტოქე დიდი ანგარიშით (6:1) დაამარცხა. გუნდებმა ეს სპარინგ-მატჩი შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

''სიონი'': მერლანი-ლ. ვაშაკიძე (68. ლ. ჩხეტიანი), გ. ოქროპირიძე (46. ორბელაძე), გ. თარგამაძე (46. ინწკირველი), ქორიძე (46. კ. ჩხეტიანი)-გოგობერიშვილი, ლ. ნოზაძე (62. ადამაშვილი)-ნ. კვასხვაძე (65. ქუნთელია), მ. ოქროპირიძე (46. ალფაიძე, 83. ჭუმბურიძე), ჩირიკაშვილი (75. გ. კვანტალიანი)-ისიანი (46. გ. რეხვიაშვილი).

''გურია'': გოგუაძე, ლომაძე (46. ხოფერია), ი. კილაძე, გოგიბერიძე, რ. კუკულაძე, თოლორდავა, გ. კუკულაძე, ფირცხალაიშვილი, გაგილაძე, ტ. კუკულაძე, დეისაძე.

გოლები: 1:0 გ. ოქროპირიძე (8), 2:0 კვასხვაძე (16), 3:0 ისიანი (37), 4:0 ჩირიკაშვილი (50), 4:1 კუკულაძე (65), 5:1, 6:1 რეხვიაშვილი (67, 82).

ბოლნისელთა შემადგენლობაში ოჯახური მიზეზის გამო არ უთამაშია რევაზ ჯიქიას, სამაგიეროდ სხვა ცნობადი ახალწვეულები მოედანზე იყვნენ: ალექსანდრე გოგობერიშვილი, კახა ჩხეტიანი, ირაკლი ჩირიკაშვილი, ალექსანდრე ინწკირველი. ”სიონის” სამწვრთნელო შტაბს, ალბათ, ის ფაქტიც გაახარებდა, რომ ”დუბლი” შეასრულა გუნდის პოტენციურმა ახალწვეულმა გიორგი რეხვიაშვილმა - ამ ფორვარდზე წლების წინ სპეციალისტები დიდ იმედს ამყარებდნენ, ერთი პერიოდი იტალიურ კლუბებშიც ისინჯებოდა, მაგრამ ბოლო დროს უკლუბოდ იყო. საერთოდაც, პირველ ეტაპზე ”სიონის” ყველაზე სუსტი რგოლი თავდასხმის ხაზი იყო - 18 მატჩში გუნდმა მეტოქეთა კარში მხოლოდ 12 გოლის გატანა მოახერხა (ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ ”ტორპედოს” ჰქონდა). რეხვიაშვილის გარდა, ”სიონის” შემადგენლობაში სხვა პოტენციურმა ახალწვეულებმაც ითამაშეს: 22 წლის ნიკა კვასხვაძეს კარიერის საუკეთესო წლები ”ზესტაფონში” აქვს გატარებული, თუმცა ბოლო დროს ვერც ”გაგრაში” და ვერც ”ტორპედოში” საკუთარ შესაძლებლობებს, მიზეზთა გამო, ვერ ავლენდა; ახლა კი, ”სიონში” პირველივე მატჩში გოლით გამოირჩა.

სხვათა შორის, ურეკში ”სიონთან” ერთად შეკრებაზე რამდენიმე ჭაბუკი ფეხბურთელიც ისინჯება, მათ შორის მარჯვენაფლანგელი თემურ ქუნთელია, ვინც ბოლო დროს ერთ-ერთ კვიპროსულ კლუბში თამაშობდა.

”სიონის” პრესსამსახურის უფროსის, ბატონი ჯემალ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ბოლნისური კლუბი ურეკში კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს: 30 იანვარს იქვე შეკრებაზე მყოფ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს წაესპარინგება, 1 თებერვალს კი სომხურ ”ულისს” შეხვდება. ბატონმა ჭიპაშვილმა ისიც გვაცნობა, რომ არ არის გამორიცხული ”სიონში” ქართული ”მასშტაბით” რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი გამოჩნდეს.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა