ქუთაისის მერიისგან მიღებული 2 მილიონ ორასი ათასი ლარის გარდა, "ტორპედოს" თავისი შემოსავლებიც აქვს და არცთუ მცირე
ფოტოზე: "ტორპედოს" სასადილო

ქუთაისის "ტორპედომ", იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, კვებაში 143 ათას 644 ლარი და 78 თეთრი დახარჯა. ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ქუთაისის მერიიდან და კლუბიდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია იძლევა.

რა ოდენობის თანხა გამოიყო კვებისთვის, რატომ ჩაიშალა ტენდერები და ვისთან გაფორმდა პირდაპირი წესით ხელშეკრულებები - Sportall.ge დეტალებზე:

ქუთაისის "ტორპედომ", გამარტივებული წესით, ტენდერი რძის პროდუქტების შეძენაზე 2 თებერვალს გამოაცხადა, რისთვისაც 18 600 ლარი იყო გათვალისწინებული, ხოლო ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის: ხორცისა და ხორცის პროდუქტებისთვის - 43 300 ლარი.

რძის პროდუქტების ტენდერში, ი/მ "მიტუშა შალამბერიძემ" გაიმარჯვა, თუმცა, მის გარდა, ტენდერში მონაწილეობა სხვას არ მიუღია.

რაც შეეხება ხორცპროდუქტებს, აქ შპს "უხვმა" მოიგო, თუმცა, მეორე შემთხვევაშიც, ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა.

გარდა ამისა, იოგურტის შესაძენად 7-ათასლარიანი ტენდერი შპს "ვიკას" მოუგია, თუმცა, როგორც ქუთაისის "ტორპედოდან" მიღებული წერილით ირკვევა, იოგურტის შეძენა არ განხორციელებულა, რადგან მენიუში ცვლილებები შევიდა.

"ტორპედომ", ჯამში, აღნიშნულ ტენდერებში 68 ათას 900 ლარი დახარჯა. რაც შეეხება სხვა კვებისთვის გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებს, არცერთი მათგანი არ შედგა.

ტენდერი არ შედგა:

26.01.2005 წ. - ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილის შესყიდვა (23 300)

26.01.2015 წ. - ხორცის პროდუქტების შესყიდვა (43 300)

26.01.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა, "სურსათი" ( 25 500)

26.01.2015 წ. - რძის პროდუქტების შესყიდვა (18 600)

26.01.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "პური" ( 3 250)

02.02.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "პური" (3 250)

02.02.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტების შესყიდვა "სურსათი" (25 500)

02.02.2015 წ. - "ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილის" შესყიდვა (23 300)

09.02.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "პური" ( 3 250 )

09.02.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "სურსათი" ( 25 000)

09.02.2015 წ. - "ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილის" შესყიდვა (23 300)

20.02.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "პური" ( 3 500)

20.02.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "სურსათი" ( 25 500)

20.02.2015 წ. - "ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილის" შესყიდვა ( 23 300)

02.03.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "პური" (3 500)

02.03.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "სურსათი" (26 500)

04.03.2015 წ. - "ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილის" შესყიდვა ( 24 300)

02.03.2015 წ. - რძის პროდუქტების შესყიდვა "იოგურტი" ( 7 000)

11.03.2015 წ. - რძის პროდუქტების შესყიდვა "იოგურტი" ( 7 000)

11.03. 2015 წ. - "ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილის" შესყიდვა ( 24 500)

11.03.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "სურსათი" ( 27 000)

11.03.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "პური" ( 3 500)

ჩამონათვალს რამდენიმე ტენდერი აკლია, მათ შორის, 16 მარტს გამოცხადებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შეძენაზე, რომლის ღირებულება 9 ათას 600 ლარს შეადგენდა.

კანონის თანახმად, თუკი ტენდერი მინიმუმ ორჯერ მაინც ჩაიშლება, მის გამომცხადებელს უფლება აქვს, რომ პირდაპირი ხელშეკრულების წესით გადასცეს ის თავისთვის სასურველ კომპანიას. ამ შემთხვევაში კი, უცნობია, ვისთან დადეს საკმაოდ მსხვილი ღირებულების ხელშეკრულებები ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელმა პირებმა.

გარდა ამისა, კლუბის მიერ მოწოდებული დოკუმენტის თანახმად, ირკვევა, რომ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით (ივნისის გამოკლებით), "ტორპედომ" კვებაზე სულ 74 ათას 744 ლარი და 78 თეთრი დახარჯა.

იანვარი - 7 494, 88

თებერვალი - 5 758,40

მარტი - 14 509, 53

აპრილი - 17 603, 98

მაისი - 11 991, 63

ივნისი - 0.00

ივლისი - 6 221, 47

აგვისტო - 11 164, 98

სექტემბერი - 3833, 89

გარდა პირდაპირი წესით დადებული ხელშეკრულებებისა, ჩატარებული ტენდერებისა და კლუბის მიერ მოწოდებული ხარჯთაღრიცხვით, "ტორპედომ" მთლიანობაში კვებაში 143 ათას 644 ლარი და 78 თეთრი დახარჯა, მხოლოდ რვა თვეში. თუმცა, ძალიან საინტერესოა, ამ თანხის გარდა, სხვა რა დანახარჯი აქვს კლუბს კვებაში. როგორც აღვნიშნეთ, პირდაპირი წესით დადებული ხელშეკრულებები ჩვენთვის არ მოუწოდებიათ.

ქუთაისის "ტორპედოს" ტენდერები მხოლოდ საკვების მომარაგებისთვის არ ჩაუტარებია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე მარტივად იძებნება, რომ იმერულმა კლუბმა ივლისში ფარმაცევტული პრეპარატების შესაძენად 10 500 ლარი გამოჰყო და ხელშეკრულებაც გააფორმა. არც ამ და არც სატრანსპორტო ტენდერებთან დაკავშირებით კლუბს sportall.ge-სთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია. მეტი სანდოობისთვის, კარგი იქნება, თუკი "ტორპედოს" ხელმძღვანელობა შეძენილი წამლების ნუსხასა და მათ ფასებს გამოაქვეყნებს.

ქუთაისის მერიისგან მიღებული 2 მილიონ ორასი ათასი ლარის გარდა, "ტორპედოს" თავისი შემოსავლებიც აქვს და არცთუ მცირე. მხოლოდ საიჯარო ქირის სახით, კლუბმა წელს უკვე 116 ათას 622 ლარი მიიღო.

იანვარი - 3 658

თებერვალი - 73 658

მარტი - 13 658

აპრილი - 3 658

მაისი - 4 148

ივნისი - 3 658

ივლისი - 3 658

აგვისტო - 5 258

სექტემბერი - 5258

ამ შემოსავლიდან ხელფასის, სახელფასო დანამატისა და პრემიის სახით, კლუბის ხელმძღვანელმა 30 ათას 583 ლარი და 73 თეთრი გასცა, ხოლო დანარჩენი თანხა სად დაიხარჯა, ამის ხარჯთაღრიცხვა არ არსებობს.

"ტორპედოს" გენერალური სპონსორი ტოტალიზატორი "ევროპაბეთიცაა", რომლისგანაც კლუბმა სასპონსორო თანხაც მიიღო, თუმცა დამატებით შემოსავლებში ეს თანხა არ ასახულა.

ინფორმაციისთვის, გასული წლის დეკემბერში "ტორპედოს" ბიუჯეტი 1 მილიონ 803 ათას 600 ლარით განისაზღვრა, 29 ოქტომბერს კი ქუთაისის მერიამ "ტორპედოს" დამატებით 400 ათასი ლარი გამოუყო.

რედაქციისგან: sportall.ge მსგავსი ტიპის ინფორმაციას მკითხველს უმაღლესი ლიგის სხვა საბიუჯეტო კლუბზეც ეტაპობრივად მიაწვდის.

მაგდა კლდიაშვილი

სპეციალურად sportall.ge-სთვის

zvio202
დავალებას ასრულებს .....
lelo
მაგდა ჩემო კარგო იქნებ სხვა გუნდების სამზარეულოშიც ჩაგეხედა. ვიცი ქართული ფეხბურთის ბედი გაღელვებს. ვიცი შენი საფეხბურთო ჟურნალისტული ინტუიცია და ჩემი თხოვნა იქნება შეეშვი ტორპედოს დევნას თორემ შენი რჩეული გუნდები ან აღარ არსებობს ან კიდე დაქვეითებულები არიან. შენი ქმედებებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ გაღელვებს და წინასწარ გრძნობ ტორპედოს წინსვლას.
gio
გიო45 გასაგებია რომ ქვეყანა ცუდ დღეშია მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ახლა კლუბები რომ დავხუროთ იმის გამო რომ ჯადნაცვსი სფერო უფრო პრიორიტეტულია მგონი საღ აზრს მოკლებულია ეგ მიდგომა ხო? შენი შვილის ჯანსაღად აღზრდა თუ გინდა ამ ქალაქში სპორტის ჩაკვლით ნუ დაიწყებ მაგაზე ზრუნვას.. ჩემი აგდასახადებცი ისევე ხმარდება ამ ყველაფერს როგორც შენი და იმედია მარტო შენი აზრით არ გადაწყდება ზოგადი სიტუაცია ... საერთო დღეს ყველაზე დიდი პრობლმეა ისაა რომ საქმსი კეთებსი ნაცვლად ენა მხარზე აქვთ გადაკიდებული და ვინ მოშხამონ იმას ფიქრობენ... არშედგარო პიროვნებებო იმათ მაინც აცალეთ ვინც რაღაცას აკეთებს.. სიტყვის თავისუფლება იმას არ ნიშნავს თვქენი ბოღმა ანთხიოთ ყველაზე ვინც არ მოგეწონებათ
temo
მაგ ფასის რა გააკეთეს? მასეთ დონეზე თამაში ნახევარ საქარტველოს შეუძლია
გიორგი
ცნობისთვის იანვრიდან - მაისის ჩათვლიტ ტორპედოს ბიუჯეტი როგორც ვიცი რვაასი ატას ლარამდე იყო.აქედან 50-60 % ჰვეულებრივად როგორც სხვა ორგანისაციებში ალბათ აქაც ხეფასები იქნებოდა.რაც შეეხება პრემიებს ყველა კლუბში პრემიები გაიცემა სპორტულ შემადგენლობაზე(სამწ.სტაფზე და ფეხბურთელებზე) აღოჩენაა და ეს სიახლეა? პირველად გაიგო ბოლნისში რა ხეფსისა და პრემიის გარეშე თამაშობენ
gai 101
ეეხ ტორპედო რა დგეში ხარ, ნუ გეშინია ჩვენი მატარებელიც ჩამოდგება მტრების ბაქანზე ამაში ყველა დარწმუნებული იყოს , შენ ყველაზე კარგი გულშემატკივრები გყავს.
eka
ძალიან მიყვარს ტორპედო და თითქმის ყველაფერი ვიცი რაც ხდება,ახლა მიუხედავად 12 ე ადგილისა დალაგებულია მართვა,მოვიდა ძალიან კარგი მწვრთნელი არის ხელშეწყობა,ის რაც ძოძუაშვილმა დარასელიამ ზიანი მიაყენეს კლუბს,გამოსწორდება დროის საკითხია..ისე ძალიან მიკვირს ფანების,უფრო მეტი მხარდაჩერა უნდა გუნდს ამ ეტაპზე და იმის თქმა ბიჩებს და კოლექტივს რომ მათ გვერდში ვართ..ახალი სეზონია ცვენია მოვლენ ახლები მოამზადებს ახალი მწვრთნელი,ისე როგორც კიევის დინამოს და აუცილებლად მაგარი გუნდი გვეკოლება,ასეთი ჟურნალისტების ჯინაზე.
kako
ეს გოგო შეკვეთილზე მუშაობს,მაგრამ ფაკტია რომ მიაცოდეს ესეიგი ყველაფერი აღრიცხულია,თორემ აქსიომაა რომ დაიხარჯება გუნდზე თანხა აბა რა იქნება..ისე ძალიან მაინტერესებს რატომ მაინდამაინც ტორპედოზე წერთ?სხვა ყველა გუნდი საბიუჯეტოა?ქა ცუდი ხალხის ხელი ურევია,ასეთ სტატიებში.როვა არაფერი ხდება და რაღაც უნდა თქვან..
Goga
ისე ქალბტონმა მაგდამ ბოლნისიდან რო დაიწყოს საბიუჯეტო კლუბების დოკუმენტაციის გამოქვეყნება ჯობია.
გიორგი
ა
gio45
მივესალმები მსგავსი ტიპის სტატიებს. მე როგორც მოქალაქეს სრული უფლება მაქვს ვიცოდე სად იხარჯები ჩემს მიერ გადახდილი აგდასახადები. ყველა საბიუჯეტო კლუბი ვალდებული მსგავსი ინფორმაცია გასცეს, რადგან აქ იხარჯება ჩემი ფული. საერთოდ არ მინდა წაგებულ სფეროში ფული ჩადოს სახელმწიფომ. ეგ ფული ისევ ჯანდაცვას, განათლებას და კიდევ ბევრ რამეს აკლდება. მკაცრი აუდიტი უნდა იყოს საბიუჯეტო კლუბების ფინანსრუი მდგოამრეობის და არ აქვს მნიშვნელობა ტორპედო იქნება ეს სიონი დილა შუქურა თუ კიდევ რომელიმე სხვა საბიუჯეტო კლუბი, არ მინდა მე ჩემი აგდასახედბით ფინანსებოდეს მაქინაციის ბუდე, მინდა კონტროლდებოდეს ყველა თეთრი, რომელიც მოქალაქის ჯიბიდან მიდის და იხარჯება ფეხბურთში!!!
ჩვენ ვართ ტორპედო
ტორპედო ნამდვილმა ფანებმა ვიცით რა გამოიარა კლუბმა წინა წლებშიც და განსაკუთრებით ეს ერთი წელი ... ჩვენ ჩვენი გუნდის გვერდში ვართ და ჩვენი სახელით ნურავინ ააგორებს კლუბის წინააღმდეგ რაიმე ბუნძურ კამპანიას ... ტორპედოს სახელი ისევ გაიბრწყინებს უნდა ეს ზოგზოგიერთებს თუ არაა ჩვენ კლუბის მხარდაჭერას არც მისი ადგილსი გამო შევწვეტთ და არც იმის გამო რომ ტორპედოს მტრები ყავს და ათას რამეს უგონებენ
გია
ვინ არის ეს ჟურნალისტი იცით ვინმემ? მერამდენენ სტატიაა უკვე რო აქვეყნებს ტორპედოზე და უბრალდო მაინტერესებს რატომ გადაეკიდა ამ კლუბს ან სხვა კლუბებში ვერ ნახა პრობლემები და ან პირადი წყენაა აქვს რაიმე ალბათ.. ვინ აწყენინა ასე მთელი დღეები ტორპედოს წასვლა წამოსლას და კვებას რო ითვლის, თუ ასეთი ობიექტურია ერთი სტატია ტორპედოზე რო გააკეთა სხვა კლუბსი პრობლემებსაც შეხებოდა მაგრამ არაააა.. გადაკიდებულია აშკარად ))))
ტორპედო
ტორპედოს სიყვარული იმით გამოხატეთ, რომ გუნდს გვერდში დაუდგეთ და არა იმით, რომ ყველას კუდი უქიცინოთ ვინც კი ტორპედოზე ცუდს იტყვის.. უკვე მართლა ზედმეტი მოგდით რააა .. მოდი რა ყველამ თავსი გულში ჩაიხედოს რა გაუკეთებია ტორპედოსთვის და მერე გადაწყვიტონ გუნდს ქვა ესროლონ თუ გვერდში დაუდგნენ
GEO GEO
ასე ყველასი როგორ გჯერათ ხალხო... ვისაც რას უნდა იმას დაწერს და თქვენც ბრმად ენდობით... ჯერ ის მაინც იკითხეთ რატომ არის დაინტერესებული ეს ადამიანი სულ რაღაც ცუდი თქვას ტორპედოზე..
goga
...ადამიანო,სუფთა საფეხბურთო ხარჯი ოდნავ აღემატება მილიონს,უცოდინარებს განმარტებისთვის არსებობს კიდე ათასი რამ>ინფრასტრუქტურა,ტრანსპორტი,კვება,ბალახისმოვლა,კომუნალურები,სასჰემოსავლო,ასევე სამი გუნდი დუბლები,ორი ჩაბუკების მათი საწვრთნელი შტაბი და შენახვის ხარჟები,ქონების გადასახადი და ათასი რამ..საერთოს არ მაკავშირებსრაიმეგუნდთან მაგრამ დავიგალეთ ამდენი უაზრო წერით.ჩელსიმმილიონები დახარჯა მაგრამ მე-16 ადგილზეა.ხოლორაც შეეხება ტორპედოს,გუნდი დაშალა ჯერ ძოძუაშვილმა,მერე დარასელიამ,აცალეთ ამახალმწვრთნელს,ასეთი სპეციალისტი არაა საქართველოში.დააკომლექტებს გუნდს,მოამზადებს და შემდეგ მოსთხოვეთ.ესკაცი აქ რომ არისიმასნიშნავს რომხელშეცკობა აქვს ადმინისტრაციიდან თორემ ისე არ გაჩერდებოდა,ესიმას ნიშნავს რომ პირობების შექმნა აუცილებელი ატრიბუტია შედეგისთვის,ხოლო პირობებზე კითანხა იხარჯებ,რაფიკრიუნდა ამას ამდენი.
baggio
სირცხვილია რაც არუნდა ... ხელმძგვანელობა გყავდეს 2 მილიომ 200 ათასით მე 12 ადგილზე საქართველოს ჩემპიონატში რო იქნები, ესენი რასაც ჭამაში ხარჯავენ ბევრ უმაგლესი ლიგის გუნდს წლიური ბიუჯეტი არ აქვს მგონია.წყალწაგებული მაქინატორები არ ილევა საკლუბო ფეხბურთის სათავეებში.
sterva
..... ხომ არ გეჩვენებათ, რომ სათაურში ჩაშლილი ტენდერების მაგიერ არშემდგარი ტენდერები რომ დაგეწერათ, თქვენი რეპუტაცია ცოტათი მაინც მოიგებდა. თორემ ისე გამოდის ვითომ ტორპედოს ხელმძღვანელებმა სპეციალურად ჩაშალეს ტენდერი და დიდმა აგატა კრისტიმ აღმოაჩინა
mirza
.....დიახYველა გუნდი თამაშის წინ ან ორჯერადი ვარჯიშების დროს,ან მოსამზადებელ ეტაპზე იკვებება,ყველაფერში ცუდს რატომხედავენ.
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...