კახა ცხადაძის გუნდმა ტალინში ვერაფერი გააწყო
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ტალინში ესტონეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

ანგარიშის გახსნა კახა ცხადაძის შეგირდებს უკვე მე-15 წუთზე შეეძლოთ. მასპინძელთა მეკარემ ჯერ სანდრო კობახიძის ძლიერი დარტყმა მოიგერია, მოწოდებული კუთხურის შემდეგ კი გურამ კაშიას აუღო ახლო მანძილიდან თავური.

ესტონელებმა საპასუხო სახიფათო ეპიზოდი ოთხიოდე წუთში შექმნეს, სწარფი კონტრშეტევის შემდეგ ჯერ გიორგი ლორიამ გადაგვარჩინა, შემდეგ კი - გიორგი ნავალოვსკიმ.

მასპინძლებმა გატანის შანსი ვერც 38-ე წუთზე გამოიყენეს - მარჯვენა ფრთიდან ვასილიევის ჩაწოდების შემდეგ, გერტ კიმსს ბურთის კარში გადაგზავნა ერთი შეხებით მართებდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში ესტონელთა კართან ხიფათი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა, გიორგი ჭანტურიამ და ბაჩანა ცხადაძემ შექმნეს. ჭანტურიას უზადო პასის შემდეგ ცხადაძე თავით გზავნიდა ბურთს კარში, მაგრამ მეკარემ საოცარი რეაქცია გამოავლინა.

ეს იყო და ეს - ჩვენ გუნდს ღირებული მეტი აღარაფერი შეუქმნია, აღსანიშნავი მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში ლუკა ჰუფნაგელისა და ზაქარია ბეგლარიშვილის დებიუტი იყო. აი, ესტონელებმა კი ოთხწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანეს. 61-ე წუთზე აც პურიემ ერთბაშად სამი ქართველი მცველი გააბითურა და ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა ლორიას, 65-ზე კი არტურ პიკმა დააგვირგვინა იერიში ზუსტი დარტყმით.

გაშვებული გოლების შემდეგ, როგორც სამწუხაროდ არაერთხელ გვინახავს, ქართველმა ფეხბურთელებმა თამაში დაასრულეს... ესტონელებმა კი შეხვედრის მიწურულს, 87-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიხარეს - გატანილი გოლით მაქსიმ გუსევი გამოირჩა, რომელსაც ბოლო წუთზე რომ ეყოჩაღა, დუბლსაც შეასრულებდა.

საქართველოს ნაკრებმა ესტონეთთან შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ამისულაშვილი, გრიგალავა (68, ჰუფნაგელი), ნავალოვსკი (68, ფოფხაძე), კანკავა, ცინცაძე (73, დაუშვილი), კობახიძე (45, ჭანტურია), ყაზაიშვილი (79, ბეგლარიშვილი), ვაწაძე (45, ცხადაძე).

საქართველოს ნაკრები ესტონეთიდან ალბანეთში გადაინაცვლებს, სადაც მორიგ ამხანაგურ მატჩს ადგილობრივ ნაკრებთან 16 ნოემბერს ჩაატარებს.

grigalava
უბრალოდ სტადიონს შეხედეთ თვითონ კიდიათ საერთოდ სპორტი და ფეხბურთი ესტონეთში საქართთველო საქართველო ისმოდააა და ესეთმა ნაკრებმა რატომ უნდა მოგვიგოს მაინც ყველა ჩვენზე განვითარებულია შეიძლება ითქვას 100-200 წელი გვჭირდება თუ ეხლავე დავიწყებთ და თუ არა კიდევ ბერი!!!
იგავ-არაკი
ზედმეტი ქების ბრალია.აკი ამბობდა კანკავა თავში არ აგვივარდესო.არა უშავს დროული ცივი წყალი იყო,მიხვდებიან რომ ბევრი სამუშაო აქვთ ჯერ კიდევ.საქმეში ნახა ცხადაძემ,რომ ზოგიერთი უვარგისია,სხვებსაც ნახავს და ნელნელა გაცხრილავს...
კახაბერი
ფიზიკაში ფეხბურთელები 0 ები არიან. ესტონეთმა გვასწავლა რითი უნდა მოიგო თუ კლასი არ გყოფნის. ფიზიკა ფიზიკაააა
კახაბერი
თარგამაძე ტყუილად არ წაიყვანა. ფორმაშია და ჰაერივით ჭირდება ეგეთი სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი ნაკრებს. დათო ეხლა ერთერთი საჭირო ფეხბურთელი იქნება ამ ნაკრებისთვის.სისწრაფეებია გუნდში საჭირო
noe
1)გელაშვილს და ბაჩანა ცხადაძეს აშკარად სხვა სპორტზე უნდა ევლოთ.შეეშალათ თავის დროზე და დღემდე ვერ გაუგიათ. 2)ამისულაშვილი "კამაზივით" არი უკვე 3)გრიგალავა კარგ თამადას უფრო გავს. 4)კაკაბაძისთვის და ცინცაძისთვის ეროვნული ნაკრები ადრეა ჯერ. 5)ნავალოვსკი მაღალ დონეზე ვერასდროს თამაშობდა(ბოლომდე მაინც იხარჯება) და ვიღა დარჩა,3-4 კაცი გვყავს ევროპის საშუალო დონის ფეხბურთელი.ასე რომ ესე ვიბურთავებთ სულ,წელიწადში ერთხელ 1 თამაშს მოვიგებთ და ეგ არი ჩვენი ფეხბურთი.იმედია კობი ახალგაზრდებს მიხედავს თორე ჩვენი საშველი არ არი.
zuzu
"გუშინ, არაერთი წამყვანი ფეხბურთელის არყოფნაში, ჩვენ ვნახეთ ის მოთამაშეები, რომელთაც ეროვნულ გუნდში თამაშის ამბიცია აქვთ. ვნახეთ და პირდაპირ უნდა დავწეროთ - მათი უმრავლესობა ამ დროისთვის არ არის მზად ქვეყნის მთავარ კრებულში სათამაშოდ." ამას წერს ჟურნალისტი. ქეცბაიაც ამას ამბობდა, ამ ჟურნალისტმა ერთი ამბავი რომ ასწია.
ana
რა უბედურებაა თუ არ უნდოდათ თამაში რას მიდიოდნენ .....წვერი მაინც გაიპარსონ პაზორია რა..
rezi
აუ რის ბაჩანა რის ამისულაშვილი ან ეს გრიგალავა ძლივს დადის .....გვეშველება ნეტავ რამეეეე
ჩიკო
ჰაფნაგელს რა უნდა ექნა? ტიპი ვეჩნად 3 ფეხბურთელში იყო და არავინ ეხსნებოდა. ერთადერთი კანკავა ომობდა. დაუღალავია ე კაცი. კვეკვესკირს რატო არ დაუძახა ვერ გავიგე. მოკლედ ფარჩაკები არიან. ეს ტამაში ცენტრმა წააგო. ბურთი ვერავინ დაიჭირა
რომანი
რატომ არ ყოფნის კლასი ესტონეთს, ინდივიდუალურად მშვენივრად ითამაშეს, სამივე გოლი მშვენიერი იყო, ორგანიზებული გუნდიცაა და ფიზიკაში ხომ გადაგვიარეს, მეტი რაღაა კლასი, აუცილებლად ქართული პასპორტები უნდა ჰქონდეთ? დავიჯეროთ ბოლოს და ბოლოს, რომ რა რეიტინგიც გვაქვს, იმაზე მეტი კლასი არ გაგვაჩნია, ნახევარი საუკუნის წინ ვინ ვიყავით, არავის აინტერესებს უკვე!
zvio
ბაჩანა- ისევ წავაგეთ; კახა- გაგიჭირდებოდათ
Malxazi
ქართული ფეხბურთი იმ წყალქვეშა ნავს გავს, რომელიც ყველაზე ღრმა უფსკრულში ნელნელა ჩაიძირა, ფსკერზე დაშვებას სულ ცოტა უკლია და ეს მაშინ მოხდება, როცა სულ ცოტა ხანში გიბრალტარიც 3 0 მოგვიგებს, როგორც ეს ესტონეთის უსუსტესმა ნაკრებმა გააკეთა
რომა
ასე იცის უსაფუძვლოდ ქება დიდებამ ფეხბურთელებისა თუნდა ერთი კაი თამაშის გამო. აფრინდენ ეხლა ცაში და ვეღარ დაეშვენ მიწაზე
qartveli
რა არის ტო კაკაბაძე და ცინცაძე ვინ არიან ხო ხედავთ რო გაგებაში არ არიან, რახან დინამოში თამაშობეე?ყაზაიშვილმა კიდე რა გააკეთოს ტუ ბურთი არ მიცეს, მარტომ?

და სხვას რას ველოდით?
სააკაძე
შევადაროთ ჩვენი და ესტონეთის ნაკრების ფეხბურთელები: ესტონელები – წვერი გაპარსული, მოწესრიგებული იერსახით, სწრაფები, გამხდრები, ბევრად სპორტულები. ჩვენები: წვერიანები (თან უწესრიგო მოუვლელი წვერი, თუ არ ჩავთვლით კაშიას), არასპორტულები (თუ არ ჩავთვლთ კანკავას და მჭედლიძეს), ზოგადად მოუწესრიგებლები, დატანჯული სახეებით....
kaxa
დებიუტანტებმა ცუდად ითამაშეს კლასი აკლიათ
irakli
ამის გამო რაც გუშინ ჩაიდინეს, მთელი გუნდი უნდა დაისაჯოს! თავიდანვე ეტყობოდათ ამ უნამუსოებს, რომ თამაში არ უნდოდათ და თავს უფრთხილდებოდნენ. ეს იმის ბრალია, გინებისთვის რომ არ დასაჯეს ის უნამუსო (გვარი არ მახსოვს). ცხადაძემ და ფედერაციამ თუ სიმკაცრე არ გამოიჩინეს, სულ თავზე დაგვა......!
vasilich
ზესტაფონელების აზრით, პიპინო ძააან სოფლის დონეა
ალეკსანდრე
ძალიან უგულოდ თამაშობდნენ,რამდენიმე ფეხბურთელი აშკარად ვერ აკმაკოფილებს ნაკრების მოთხოვნებს, ისე მახარაძე გამოეძახა ,ზოგიერთებს კი ჯობია მანდ, მაინც მგონია ალბანეთთან უკეტესად იტამაშებენ
nika
უბრალოდ არიან გულის ამრევები.უსისხლოები, უნიათოები ამათ არც სამშობლო უყვართ
zuriko
არც ცხადაძე არც არველაძე არც ქეცბაია არც კობიაშვილი არც ფეხბურთელები არც ფედერაცია არ არიან დამნაშავეები...არ ვიცით ხალხო არა ფეხბურთის თამაში...
ცხადაძე
გაამართლა ჩემმა ტაქტიკამ...:D
კახაბერი
თარგამაძე ტყუილად არ წაიყვანა. ფორმაშია და ჰაერივით ჭირდება ეგეთი სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი ნაკრებს. დათო ეხლა ერთერთი საჭირო ფეხბურთელი იქნება ამ ნაკრებისთვის.სისწრაფეებია გუნდში საჭირო
შოთა
მარტო დამარცხდა მგონი ცოტაა, სირცხვილი ტალინში, მსოფლიო სპორტის შეფასება უფრო ობიექტურია ბატონებო
gio1988
რა ხდება ვერ ვიგეებ დინამოს ფეხბურტელები აზრზე არ არიან საერტოდ ან ლორია რატო იდგა რევიშვილი ბევრად ძლიერია და თავდასხმაში მარცვალაძე დაეყენებინა ჯობდა იცის მაინც რას ნიშნავს გოლი სირცხვილია უბრალოდ
jango
კიდევ ვერ ისწვალით ჭკუას და ვერ გაიგებთ რომ ნაკრებში მხოლოდ ჩემპიონატის ხალხი უნდა იყოს,ამ ხალხს ყოველ თვეში უნდა ჰქონდეს შეკრება და სპარინგი უმაღლესის ტოპ 10 კლუბთან.სხვანაირად, მალე ჯიბუტის ნაკრები მოგვიგებს 9-0 -ს თუ რა უაზრობაა ის სისტემა რაც ნაკრებშია, თვალსაჩინოდ სჩანს სამტრედიის თამაშიდან,ისიც ისეთივე არანორმალურად არასტაბილურია,როგორც ნაკრები,ხოლო სამტრედიას კი ცეცაძე წვრთნის, ნაკრების შთაბის წევრი. აბა ახლა მითხარ კახავ,კიდევ იმ აზრზე ხარ რომ ნაკრენის წევრებს პრემიები უნდა? მაგათ პრემიები კი არა სინდისის იმპლანტაცია სჭირდებათ :)
ფფ
დაანებეთ ამ ფეხბურთს თავი. არ აქვს საქართველოს შანსი რომ ქონდეს კარგი ფეხბურთი. იმხელა ფული ტრიალებს ამ ფეხბურთში რო საქართველო და ქართველი ვითომგულშემატკივარი ვერასდროს დაეწევა. ტაქსისტის შემოსავლის დონის ხელფასი აქვს დღეს საშუალო ქართველ ფეხბურთელს და კი თამაშობს ტაქსისტივით. ვეღარ გაიგეთ რომ იმედს გვაძლევენ იმიტომ რომ ვიღაცეებმა ფული აკეთონ. თან რას თხოვთ როცა სტადიონზე წელიწადში მაქსიმუმ 2-ჯერ იქნებით ნამყოფი და ისიც მესის ან გერმანიის ნაკრების სანახავად. ხო არიან ქვეყნები რომლებსაც არ აქვთ ფეხბურთი. ამდენი ფული რო არ ჩავყაროთ რა ესტონეთთან სამით ნოლს ვერ წავაგებთ?
გუჯა კახაძე
ქართულ ფეხბურთში ტრადიცია ჩამოყალიბდა - ევროსარბიელზე მატჩის პირველ ტაიმს რაღაცას ვახერხებთ, მეორე ტაიმს დაღლილები ვიწყებთ, დარჩენილი 15 წუთი კი ისეთი გადაღლილები ვართ, რომ ყველა „ცალკარას“ გვეთამაშება. ეს პრობლემა ვერც უცხოეთიდან მოწვეულმა ფიზმომზადების მწვრთნელებმა მოაგვარეს.
beso
ეს ამისულაშვილი დამწნილადა უკვე, და კიდე ნაკრებში ეძახის
georgiano
სირცხვილი!! შეგვაზიზღეს უკვე ფეხბურთი! ეხლა არ დაიწყონ ფეხბურთელები გამოვცადეთ, ამხანაგური იყო, შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა და ა.შ. ეგ სისულელეები მოყევით სახლებში!
კახაბერი
ფიზიკაში ფეხბურთელები 0 ები არიან. ესტონეთმა გვასწავლა რითი უნდა მოიგო თუ კლასი არ გყოფნის. ფიზიკა ფიზიკაააა
ემიგრანტი
ეს იყო ყველაზე სუსტი თამაში რაც უთამაშიათ,ჯანო,ლევანი,ოქრი,კვირკველია,ყენია მათ გარეშე მარტო მოლდოვას თუ მოუგეთ და ისიც თბილიში კარგი იქნება,არადა გერმანიის მერე გაჩნდა იმედი,დებიუტანტები ჯერ არ არიან სანაკრებოდ მზად
lova
სანამ ნამდვილი პატრიოტები არ იქნებიან მანამდე არაფერი გვეშველება ეს არი მოვალეობის შესრულებით თამაში
luka
პირველია ეგ წაგება თუ რა.ალბანეთში რატო მიდიხართ
levani
მაინც შეცვალა ვაწაძე ? თან თავისი შვილით, მალადეც ცხადაძეს, ნუ ესე იგი აქაც იგივე გაგრძელდება, ნუ ვერც კობიაშვილი ვერაფერს იზავს, მშვიდობით ქართულო ფეხბურთო !!!
svani_7
თუ არ გინდოდათ თამაში რას ნიშნავდით ამხანაგურებს
ika
კარგით რა 3:0 რა უბედურებაა ესტონეთი იყო თუ ესპანეთი! ეს კაკაბაძე ვინაა ყველა გოლი მაგის ბრალი იყო და ფუნჰაგელიც ვნახეთ რაც არის :D
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ქართველი ლეგიონერის გოლი და გამარჯვება კონფერენს ლიგაში
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი
ესტონელთა მწვრთნელი: მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გჭირდებათ
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
ბეგლარიშვილმა გუნდი კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში გაიყვანა
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
მოსაზრება: გვჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელი?
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" და ჩაკვეტაძის "გენტი" თითქმის შემდეგ ეტაპზე - ქართველები კონფერენს ლიგაზე
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
შვედეთის ნაკრებმა იბრაჰიმოვიჩის გარეშე გაიმარჯვა
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
"ფრაიბურგმა" ლუკას ჰუფნაგელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ლუკას ჰუფნაგელი ტურის ცენტრალური მატჩისთვის "ფრაიბურგის" სასტარტოში დააწინაურეს
ესტონეთი-საქართველო 3:0 - ოცნებების სასაფლაო ტალინში [VIDEO+PHOTO]
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
კონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
ოფიციალურად - "ჯვაროსნების" ყოფილი მოთამაშე ესტონეთის ნაკრებში ითამაშებს [PHOTO]
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
[ლეგიონის უქმეები] 70 ლეგიონერის... ერთი გოლი [VIDEO]
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
ზაქარია ბეგლარიშვილმა ფინეთში გუნდი გამოიცვალა
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ლეგიონი გუშინ: აკაკი გოგიამ მეორე ბუნდესლიგაში დუბლი შეასრულა [VIDEO]
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ