ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

მაიკი და ბომონდი
ჰოუპთან ურთიერთობის პერიოდში, ერთ შესანიშნავ ბიჭთან ერთად ვატარებდი დროს. მას კევინ სოიერი ერქვა.

ლოს ანჯელესში პეიჯინგური კომპანია ჰქონდა და მისი მაღაზია მოთამაშეების, საქმოსნებისა და სუტენიორების შეხვედრის ადგილი იყო. სანამ სახელს გაითქვამდნენ, აქ მუშაობდნენ ჯეიმი ფოქსი (ნამდვილი სახელი ერიკ მარლონ ბიშოპი - ამერიკელი მსახიობი და მომღერალი; ერთ-ერთი იშვიათი აფროამერიკელი, რომელმაც "ოსკარი" მიიღო) და ჯო ტორი (ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი).

ეს ბიზნესის მექა იყო. ხალხი აქ პეიჯერის საყიდლად მოდიოდა და მე მხედავდა - ვერსაჩეს ტანსაცმელში გამოწყობილი, მსხვილი ალმასებით მორთული საათით და იქვე მიყენებული "როლს როისით" კამათელს ვთამაშობდი.

კევინი დიდი მექალთანე იყო. ქარიზმა გააჩნდა და ქალებს უყვარდათ, მიუხედავად იმისა, რომ ენაბლუ იყო. მე, კევინმა და ჩემმა მეგობარმა კრეიგ ბუგიმ შეჯიბრება მოვაწყვეთ: რამდენ ქალს დავისაკუთრებდით ერთ დღეში. იმ დროისთვის, სექსუალური სანახაობები მოდაში იყო. გავიცნობდი გოგონას ქუჩაში და ვთავაზობდი:

"მოდი, ჩემთან წავიდეთ!" - და მივდიოდით. კლუბში ყოფნისას, გოგონებს ვეხებოდი, ზურგზე ვკოცნიდი, ვლოკავდი მათ კანს, არადა, მათზე არაფერი ვიცოდი. შემდეგ სახლში მიმყავდა და ჩემს მეგობრებსაც ჰქონდათ მათთან სექსი. მოკლედ, ძალიან გავითქვი სახელი.

ერთხელ ბუგიმ ფილადელფიის ერთ-ერთი რაიონში წამიყვანა. იქ ბასტერ მატისთან ბრძოლისთვის ვემზადებოდი. ქუჩაში ლამაზი გოგონა დავინახე. არაფრის თქმა არ დამჭირდა: პირდაპირ ჩახტა ავტომობილის უკანა სავარძელში.

- სად მივდივართ? - მხოლოდ ამით დაინტერესდა.

შემდეგ ჯერზე ნიუ იორკში, ტაქსიში ვიჯექი ახლად გაცნობილ გოგონასთან ერთად. მან პირდაპირ ტაქსიში გაიხადა და იქვე დამნებდა. ეს ხდებოდა არა ლიმუზინში, არამედ ჩვეულებრივ ყვითელ ტაქსიში.

როგორც ჩანს, მეწერა ასეთი საქციელი. ჩემი ყველა გმირი სწორედ ასე იქცეოდა ქალებთან. ვიღაცას უნდა ეთქვა ჩემთვის: "ცუდად დაამთავრებ". მაგრამ ჩემ გვერდით არ აღმოჩნდა არავინ, ვინც ამას მეტყოდა.

საკუთარ სახლში სექსუალური ვიდეოების გადაღება გავიწყე. ბუგი ამზადებდა მოქმედების ადგილს, საჭირო წერტილში კამერას აყენებდა, შემდეგ კარადაში იმალებოდა და გვითვალთვალებდა. ჩანაწერებს ჩემს მეგობრებს ვუჩვენებდი და შემდეგ ვშლიდი. ეს რომ ვინმეს ხელში ჩავარდნოდა, მაშინ პორნოვიდეოები კარდაშიანის (კიმბელრი ნოელ კიმ კარდაშიანი - რეალითი-შოუს ამერიკელი ვარსკვლავი, მსახიობი, ფოტომოდელი, მრავალრიცხოვანი სექს-სკანდალების ფიგურანტი) მონაწილეობით მიიღებდნენ ინდექსს - "13 წლამდე ბავშვებისთვის".

იმ დროს ბევრს ვსვამდი და ათასგვარ საღამოში ვიღებდი მონაწილეობას. ჩიკაგოში მყავდა გოგონა, სახელად კარმენი. შესანიშნავი გოგონა იყო, ღირსეული ოჯახიდან. ძალიან ღირსეული ოჯახიდან იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად გაეტარებინა დრო.

ერთ საღამოს მასთან და ერიკ ბრაუნთან ერთად ჩიკაგოს ღამის კლუბში ვიყავი. იქ მოაწყვეს კონკურსი ყველაზე სექსუალური ლედის გამოსავლენად და ერთმა ბიჭმა კარმენის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა. არაფერი მითქვამს, მაგრამ ძალიან გავბრაზდი. როგორც ჩანს, ბიჭი ფიქრობდა, რომ ამით მაიკ ტაისონს აღიზიანებდა. ჩუმად გავყევი ტუალეტში და ვუთხარი:

- მისმინე, გოგოები ფეხებზე მკიდია, მაგრამ შენთვის უმჯობესი იქნება, თუ არ გამაღიზიანებ. აქ ჩემპიონობა არაფერ შუაშია. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ აქ გავარკვიოთ - ვინ არის ჩვენ შორის ჩემპიონი.

ბიჭს სახეზე შეძრწუნება გამოეხატა. ამ მომენტში, ტუალეტში ერიკი შემოვარდა კლუბის მცველებთან ერთად და გვერდით გამათრია. ძალიან მთვრალი ვიყავი, ამიტომაც კლუბიდან გამოვვარდი და მანქანაში ჩავხტი. იმ საღამოს ჯაკუზიანი ლიმუზინით ვიყავი. მძღოლს ვუბრძანე - ქალაქის სამხრეთ ნაწილში წავეყვანე. ერიკი აღშფოთდა, როცა ჩემი კლუბიდან წასვლა გაიგო, ამიტომაც ლიმუზინის მძღოლს დაურეკა:

- სად ხართ?

- ჩვენ ვართ 67-სა და... - უპასუხა მძღოლმა.

- რა?! მეც კი არ წავსულვარ ასე შორს, - აღელდა ერიკი.

- როგორ მოვიქცე? - იკითხა მძღოლმა.

- შევხვდებით სასტუმრო "რიტც-კარლტონში", - უპასუხა ერიკმა.

უკან, სასტუმროში დავბრუნდით. ეჭვად არ მქონდა, რომ ჩემს ლიმუზინს დაახლოებით 30 მანქანა მოჰყვებოდა და ყველაში ქალი იჯდა. ისინი კლუბის დატოვების შემდეგ გამომყვნენ. "რიტც-კარლტონის" შესასვლელთან ერიკი მელოდა. თუმცა, მანამდე, ფულის დასტა ამოვიღე, ყველა მანქანას ჩამოვუარე და თითოეულში რამდენიმე ასდოლარიანი შევაგდე.

- რა ჯანდაბას აკეთებ, მაიკ? - მკითხა ერიკმა.

- სწორედ ეს უნდათ მათ. ფული, - ვუპასუხე მე.

სასტუმროში შევედი. ერიკი უკან მომყვებოდა.

- აქ რას აკეთებ? - დავინტერესდი მე.

- შენ გელოდები, - მიპასუხა ერიკმა.

- არავის ლოდინი არ მჭირდება. ამ სამყაროში თავად მოვედი და თავად წავალ, - ვთქვი მე.

- კარგი, ასე ვიტყვი: ამ საღამოს შენთან დარჩენა მომიწევს, ასე რომ, შეგიძლია გამიბრაზდე, - იყო ერიკის პასუხი.

ლიფტში შევედით. მშიერი ვიყავი. ამიტომაც, სანამ ნომერში წავიდოდი, გეზი რესტორნისკენ ავიღე. მოგვიახლოვდა ტანმორჩილი თეთრი ბიჭი და შეგვატყობინა:

- ბოდიში, მისტერ ტაისონ, მაგრამ რესტორანი დაკეტილია.

კისერში მივწვდი, ჰაერში ავწიე და ვუთხარი:

- მაჭამე რამე. ნუ მეპყრობი, როგორც ზანგს.

15 წუთის შემდეგ მდიდრული სადილი მოგვართვეს. საკუთარი პორცია მივირთვი, შემდეგ ერიკის პორციას მივადექი. და უცებ გავტყდი:

- მისმინე, რატომ მომექცა ასე?

ჯერ არ მქონდა დავიწყებული რობინთან დაკავშირებული პრობლემები.

- დამშვიდდი, - სცადა ჩემი დაწყნარება ერიკმა.

- უბრალოდ, ძუკნაა. მე ხომ ის მიყვარდა. ასე არ უნდა მომქცეოდა, - დავიკვნესე მე.

ხასიათი უცებ გამიფუჭდა, ამიტომაც ერიკმა ტელეფონი აიღო და აიზია ტომასის დედას, მერის დაურეკა. ის შესანიშნავი ქალი იყო. მერიმ დამამშვიდა და რამდენიმე წუთის შემდეგ უკეთ ვიგრძენი თავი.

თითქოს საკმარისი იყო სახლიდან გავსულიყავი, რომ მორიგი პრობლემა მატყდებოდა თავს. ხშირად ეს ჩემი ბრალი არ იყო. ერთხელ ნიუ იორკში ესპანელ გოგონასთან ერთად ვისვენებდი. ის ქალაქის ერთ-ერთი მიკრორაიონის ავტოინსპექტორი იყო. ვიცოდი, რომ თუ მაკიაჟს გაიკეთებდა, უბრალოდ, შთამბეჭდავი სანახავი იქნებოდა. ვუყიდე აუცილებელი მაკიაჟი და ხარისხიანი ტანსაცმელი და მართლაც ბრწყინვალე იყო.

საღამოს ის და რამდენიმე მეგობარი გოგონა ჩინურ კლუბში დავპატიჟე. მაგიდასთან მე და რვა გოგო ვისხედით. სუტენიორს ვგავდი. ამიტომაც არ გამკვირვებია, როცა ვიღაც ბიჭი ჩვენს მაგიდასთან მოვიდა და გოგონებს გაესაუბრა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავდი და მშვიდად ვიყავი. ბიჭს ერთი სიტყვაც არ უთქვამს პოლიციელი გოგონასთვის, ის კი უცებ წამოხტა და დაუყვირა: "შეჩერდი! არ მოგვიახლოვდე! ამ ქალებს არ სურთ შენი დანახვა!"

ვუყურებდი ამ სცენას და ვფიქრობდი: "ჯანდაბა, რა ხდება?"

მეზობელი მაგიდიდან, საიდანაც ის ბიჭი წამოვიდა, სიცილი გაისმა: ახალგაზრდა ადამიანები ჩემს პოლიციელს დასცინოდნენ. მოხედვაც ვერ მოვასწარი, რომ ერთ-ერთ ახალგაზრდას მიეჭრა, რომელიც ყველაზე ხმამაღლა იცინოდა და პირდაპირ თავში ჩაარტყა. სრულ საბრძოლო განწყობაზე იყო. თითქოს, ჩემს მაგიდასთან მსხდომი გოგონები მოხარულები უნდა ყოფილიყვნენ, რომ დამცველი გამოუჩნდათ, მაგრამ სინამდვილეში, შეეშინდათ ჩემი პოლიციელი მეგობრის.

- მაიკ, უთხარი ამ ძუკნას, რომ აქედან მოშორდეს, - მითხრა ერთ-ერთმა მეგობარმა ქალმა. - რა მოხდება, ამის შესახებ პრესამ რომ შეიტყოს?

- აქ ყველა შეაშინე, - ვუთხარი პოლიციელს. - უმჯობესია, წახვიდე.

ვერ ვიჯერებდი ამას. მან თავში ჩაარტყა მოზრდილ ადამიანს, რომელმაც ცუდი არაფერი გაუკეთებია. ღმერთო ჩემო!

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დიდი ხანი ცხოვრებას არ ვაპირებდი, ის იყო, რომ საკუთარი თავი ყველაზე ცუდ ადამიანად მიმაჩნდა - როგორც რინგზე, ისე ქუჩაში. და თუ ამ შინაგან კომპლექსებს ალკოჰოლს დავუმატებდით, შეიძლებოდა ნებისმიერი რამ მომხდარიყო.

თითქოს, ყოველთვის მქონდა რაღაც მიზანი, მაგრამ რას ვეძებდი, რაში მდგომარეობდა პრობლემა? გარშემო მყოფების მიმართ ყოველთვის გაბრაზებული ვიყავი. მუდმივად გამოფიტულად ვგრძნობდი თავს. მექსიკის შემდეგაც კი მრჩებოდა წყენა იმაზე, რომ სიღარიბეში ვიზრდებოდი, რომ დედა მომიკვდა, რომ არ მქონდა ოჯახური ცხოვრება. ჩემი ჩემპიონობა მხოლოდ ამძაფრებდა ამ გრძნობას.

მე შევქმენი "რკინის მაიკის" ხასიათი. გავხდი ურჩხული, რომელიც პრესამ აიტაცა. მთელ სამყაროს ეშინოდა ამ ბიჭის, რომლისთვის ქალები მზად იყვნენ, ეღალატათ მეუღლეებისთვის და ერთი ღამით მიეტოვებინათ ისინი.

დიდი და საზიზღარი ნაძირალას სახე აღმაგზნებდა და გონებას მიბინდავდა, მაგრამ შინაგანად ისევ ვრჩებოდი პატარა ცხოველად, შეშინებულ ბავშვად, რომელიც დაცინვას უფრთხოდა. მაგრამ მე უნდა მეთამაშა ჩემი როლი, სხვა არაფერი მრჩებოდა. ერთ საღამოს, საკუთარი "ბენტლით" ნიუ იორკის ერთ-ერთ კლუბში მივედი. მთვრალი ვიყავი და "მაგარ ბიჭად" წარმოვიდგინე თავი. ერთი ქალი ამოვიჩემე. მის ქმარს ეს არ მოეწონა, ამოიღო პისტოლეტი და დამიმიზნა.

- მიდი, ისროლე, ნაბიჭვარო! ძუკნა, ზანგო! გავჟიმავ შენს ცოლს! - დავიყვირე მე.

უწმაწურ სიტყვებს ვისროდი. ალაჰია მოწმე - ძალიან მოხარული დავრჩი, რომ იმ ბიჭმა ვერ გაბედა ჩემი მოკვლა. მხოლოდ ენას ხმარობდა კარგად, მაგრამ, რაც შეეხება დანარჩენს, თითიც არ გაუნძრევია.

როცა დონ კინგთან მუშაობა დავიწყე, ორი მეგობარი მყავდა ოლბანიდან - რორი ჰოლოუეი და ჯონ ჰორნი, რომლებიც ჩემს გუნდში მუშაობდნენ. ისინი ცდილობდნენ შეეზღუდათ ჩემი ურთიერთობა მოხულიგნო რეპერებთან, მაგრამ მაინც მომწონდა ორივე.

იმ პერიოდში, ეს ბიჭები ძალიან მეხმარებოდნენ, მათ ესმოდათ ჩემი ტკივილი. ერთხელ, ლოს ანჯელესში კლუბში ვიყავი ჯონ ჰორნთან და ჩემს პირად მცველთან, ჯეიმს ანდერსონთან ერთად. კლუბის მფლობელს, ფელიპეს ველაპარაკებოდით.

უცებ ვიღაცამ დაიყვირა: "ეი, მაიკ, თუ ნამდვილი მცველები გინდა, "კრიპები" ("კრიპები" - აფროამერიკული ქუჩის ბანდის დასახელება, რომელიც, ძირითადად, ლოს ანჯელესში მოქმედებდა და განსაკუთრებული სისასტიკით იყო გამორჩეული; ბანდის სიმბოლიკა იყო - ტანსაცმლის ლურჯი ფერი, იმ დროს, როცა მათ კონკურენტს, ბანდა "ბლადს" ("სისხლიანები) გამოარჩევდა წითელი ტანსაცმელი) აიყვანე ლონგ-ბიჩიდან!"

ჰორნმა იფიქრა, რომ ეს ვიღაც საესტრადო კომიკოსი იყო და საპასუხოდ იხუმრა - "კრიპების" რაიონში წითელი კომბინეზონით გამოვჩნდიო. ეგონა, რომ ბიჭები გაიცინებდნენ, მაგრამ მათ სიტყვის დამთავრება არ აცალეს:

- იტყუები! შენი დედაც, შენ არასოდეს ყოფილხარ ჩვენს რაიონში წითელი ტანსაცმლით!

ყველაფერი ცხადი გახდა. ერთ-ერთი ბიჭი გაცოფდა და იარაღი ამოიღო. მისმა მეგობრებმაც იგივე გააკეთეს.

- წაიყვანე შენი მეგობარი, მაიკ, - ბრძანა ბიჭმა.

არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ხელი გავუწოდე და რაღაც სისულელის ლაპარაკი დავიწყე:

- ჩემმა მეგობარმა, უბრალოდ, ცუდად იხუმრა. ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს.

შევძელი სიტუაციის განმუხტვა. ის ბიჭი, ტრეისი ბრაუნი, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი გახდა. ნამდვილი მეტიჩარა იყო. ციხეში 15 წელი გაატარა და როცა შინ დაბრუნდა, მოკლეს. შესანიშნავი მეგობარი იყო.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი

[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა

ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები

ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]

"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა

"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა

ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა

"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი