ნოვიცკი-ფაჩულიას ტანდემმა გრიფინ-ჯორდანის დუეტს აჯობა
შთამბეჭდავად ჟღერს: ნოვიცკი-ფაჩულიას ტანდემმა აჯობა გრიფინ-ჯორდანის დუეტს და "დალასმა" 118:108 დაამარცხა დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი "კლიპერსი".

ჩამოთვლილ კალათბურთელებთან ერთად აღნიშნულ გუნდებში სხვა სახელიანი კალათბურთელებიც თამაშობენ, თუმცა ფარქვეშა ბრძოლის მოგება ლოსანჯელესური მონსტრის დასამარცხებლად მთავარი განმსაზღვრელი კომპონენტია.

კრის პოლი გენიოსი გამთამაშებელია, ჯამალ კროუფორდი და ჯეიჯეი რედიკი - დიდებული მსროლელები, თუმცა მათი გარჯა "კლიპერსისთვის" დიდი ვერაფერი უპირატესობაა, თუკი წინა ხაზი ვერ იქნება მოწოდების სიმაღლეზე.

ბლეიკ გრიფინი და დეანდრე ჯორდანი ლოსანჯელესელებისთვის მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენენ და როცა მათ საქმე არ წაუვათ, კალიფორნიელებს, დიდი ალბათობით, წაგება არ ასცდებათ.

ასე იყო დღეს, რამდენიმე საათის წინ დასრულებულ მატჩში, როცა შორეულ ტეხასის შტატში "დალასმა" "კლიპერსს" უმასპინძლა და დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი ბეჭებზე დასცა.

ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანა ზაზა ფაჩულიამ. ქართველმა ცენტრმა "დალასში" სარეკორდოდ ბევრი - 31 წუთი ითამაშა და სეზონის რიგით მე-8 მატჩში მე-4 ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ფაჩულიამ 6-დან 2 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულასთან ერთად ზაზამ 10 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა.

შეუდარებელი იყო ფაჩულიას მეწყვილე დირკ ნოვიცკი, რომელმაც 33 წუთში 31 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. ამ 2 კალათბურთელის საერთო სარგებლიანობა ბევრად აღემატება გრიფინ-ჯორდანის ტანდემის მონაგარს.

21 ქულა, ზოგადად, არაა ცოტა, მაგრამ ნოვიცკის ოპონენტ ბლეიკ გრიფინისთვის, რომელიც მიმდინარე სეზონში საშუალოდ 28 ქულაზე მეტს აგროვებს, ვერაფერი შედეგია.

რაც შეეხება ფაჩულიას ვიზავი ჯორდანს, ამ უკანასკნელმა 9 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ერთი სიტყვით, თავში ნახსენები დუეტების მონაგარი რომ შევადაროთ, ქულებში 41:30 იგებს ნოვიცკი-ფაჩულია, ხოლო მოხსნებში - 21:20.

4 მოგებითა და 4 მარცხით "დალას მავერიკსი" დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. მორიგი მატჩი დალასელებს 14 ნოემბერს, შინ მეორე ლოსანჯელესურ გუნდ "ლეიკერსთან" ელით.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

დათო
ზაზა კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს, ჯერ სადაა
999
Ertaderti qaartuli siamaye aportis saxe saqartveloahi meamayebi da mixarixar
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ