ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში ნიკა სათადარიგოთა სკამზე კი იყო, თუმცა წუთითაც არ უთამაშია

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში ნიკა ცქიტიშვილი სათადარიგოთა სკამზე იყო, თუმცა წუთითაც არ უთამაშია. "ბარსელონასთან" "ლაგუნ აროს" მატჩი ტელეეკრანზე ვნახე და ცქიტოს ნამდვილად არ ეტყობოდა, რომ ტრავმის გამო არ თამაშობდა. მწვრთნელი ნიკას არც მომდევნო მატჩში ("ფუენლაბრადასთან") ენდო. სიტუაციაში გასარკვევად ესპანელი ჟურნალისტები ნიკას დაუკავშირდნენ. გაზეთ "ელ მუნდო დეპორტივოში" ასეთი სათაურის სტატია გამოქვეყნდა: "ცქიტიშვილმა დუმილი დაარღვია".

"ნიკოლოზ ცქიტიშვილი რთულ სიტუაციაშია. მას მწვრთნელი სათამაშო დროს ნელ-ნელა უმცირებდა, ხოლო ბოლო ორ მატჩში მოედანზე არ შეუყვანია.

"ფუენლაბრადასთან" ბოლო ტურის მატჩზე ქართველმა ფორვარდმა ეს თქვა:

- რომც მეთამაშა, მაინც ვერ მოვიგებდით, რადგან მთელი გუნდი ცუდად გაისარჯა. არ ვიცი, მწვრთნელმა შეხვედრაში რატომ არ ჩამრთო, თუმცა ამის გამო სხვას არავის ვადანაშაულებ. მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებო.

კიდევ უნდა მოვუმატო როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშებში. ამბობენ, თითქოს საქმეს არასათანადოდ ვეკიდები. მე ასე არ ვფიქრობ, ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები და მზად ვარ გუნდს წარმატებულ თამაშში შევეშველო. ვიცი, რომ "ლაგუნ აროს" დახმარება შემიძლია და გუნდსაც ვჭირდები. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მატჩებში მოედანზე მიხილავთ.

ცქიტიშვილი მწვრთნელ პაბლო ლასოს ორი კვირის წინათ სწორედ პრობლემატურ საკითხზე ელაპარაკა:

- მწვრთნელთან ჩემს შეცდომებზე ვისაუბრე და გამოსწორებას დავპირდი. მათზე აქტიურად ვმუშაობ და, ვფიქრობ, ამას მწვრთნელიც ხედავს.

როგორც წესი, ასეთ სიტუაციებში საუკეთესო გამოსავალი კალათბურთელისთვის კლუბის გამოცვლაა. თუმცა, ცქიტიშვილი "ლაგუნ აროს" დატოვებაზე ჯერ არ ფიქრობს:

- სან სებასტიანიდან წასვლა არ მინდა. აქ იმიტომ ვარ, რომ ეს ადგილი ძალიან მომწონს, თანაც კარგადაც ვთამაშობდი. შეიძლება ახალგაზრდა კალათბურთელი ჩემს ადგილას დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩენილიყო, მაგრამ ასეთი სიტუაცია მე მხოლოდ მოტივაციას მმატებს და დადებითი მუხტის შენარჩუნებაც არ მიჭირს.

ასევე დადებითი მუხტის მატარებელი იყო ნიკოლოზ ცქიტიშვილის შემდეგი ფრაზა:

- მართალია, სიტუაციას ვერ ვაკონტროლებ, რადგან გუნდში ყველაფერს მწვრთნელი წყვეტს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ გაურკვევლობა მალე დასრულდება და ყველაფერს ახლიდან დავიწყებ."

როგორც წესი, ასეთი სიტუაციების შემდეგ, თუ მწვრთნელებს კალათბურთელებისადმი ნდობა უბრუნდებათ, საკმარისად მაინც არ ათამაშებენ. შესაბამისად მსგავს მდგომარეობაში საუკეთესო გამოსავალი ნიკა ცქიტიშვილის სხვა კლუბში გადასვლაა.

საინტერესო სტატია გამოქვეყნდა გამოცემა "ტუბასკეტში", რომელშიც "კახასოლის" ცქიტიშვილისადმი ინტერესია დაფიქსირებული:

"სევილიური "კახასოლი" ლიტველი ფორვარდის მინდაუგას კეიტლინის ნიკოლოზ ცქიტიშვილში გაცვლას ცდილობს. "კახასოლის" ხელმძღვანელობამ ლიტველი გასულ ზაფხულს "ალიკანტედან" აიყვანა, თუმცა მთავარ მწვრთნელ ხოან პლაზას მიაჩნია, რომ კეიტლინმა არასათანადოდ შეცვალა სევილიიდან "ვალენსიაში" გადასული დუშკო სავანოვიჩი.

რაც შეეხება ნიკოლოზ ცქიტიშვილს, მას ამ სეზონში 16 მატჩი აქვს ჩატარებული, საშუალოდ 17 წუთს თამაშობს და საშუალოდ 6 ქულასა და 3 მოხსნას აგროვებს.

ამ სავარაუდო გაცვლასთან დაკავშირებით მთავარი კითხვა ასე ჟღერს: ''აქვს ორივე გუნდს სათანადო თანხა "ტრეიდის" განსახორციელებლად?"

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მანამდე შეგახსენებთ, რომ 2006 წელს, როცა ცქიტიშვილი NBA-დან დაბრუნდა, სწორედ "კახასოლს" მიაშურა და ნახევარი სეზონი ითამაშა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა