ცვლილებები ინგლისელთა ბანაკში
პარიზში მომხდარი საშინელი ტრაგედიის მერე, თითქოს, ფრანგი ფეხბურთელები ინგლისთან ამხანაგური მატჩის ჩაშლა-გადადებაზე ფიქრობდნენ.

129 დაღუპულ ადამიანს შორის არის ლასანა დიარას ნათესავი ასტა დიაკიტეც, ხოლო ანტუან გრიზმანის დამ, რომელიც "ბატაკლანის" დარბაზში კონცერტს ესწრებოდა, გაქცევა მოახერხა. იქ 89 ადამიანი დაიღუპა.

ორივე ფეხბურთელმა გერმანიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ინგლისმა საფრანგეთს მატჩის გადადება შესთავაზა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ნაკრებები ითამაშებენ. შეხვედრა დღეს "უემბლიზე" გაიმართება.

ბოლო პერიოდში ჯესი ლინგარდს ლუი ვან გაალი ძალიან ენდობა და 22 წლის ფეხბურთელიც ცუდად არ გამოიყურება. ახლა კი იგი უკვე ინგლისის ნაკრებში მოხვდა და შესაძლოა, საფრანგეთთან ამხანაგურ შეხვედრაში დებიუტიც ჰქონდეს.

საინტერესოა, რომ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, როი ჰოჯსონისთვის იგი ძალიან კარგად ნაცნობი ფეხბურთელია. სწორედ ჰოჯსონი ედგა სათავეში 21-წლამდელთა გუნდს, როდესაც ლინგარდს სადებიუტო მატჩი ჩაატარებინა 2013 წლის აგვისტოში. სულ ჯესიმ იუნიორების მაისურით 11 შეხვედრა ჩაატარა.

ჰოჯსონს დამატებითი მოთამაშე იმიტომ დასჭირდა, რომ ორშაბათის ვარჯიშზე, რომელიც ტერორისტული აქტების გამო დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, ჯეიმი ვარდი, მაიკლ კერიკი და ფაბიან დელფი აკლდა. პირველი ორი ისეა დაშავებული, რომ მათი მინდორზე გასვლა სარისკო იქნებოდა და ისინი ნაკრებს გამოაკლდნენ, ხოლო დელფის თამაშის შანსი არის.

ლინგარდი "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის პროდუქტია და ასაკობრივი გუნდების გამობრძმედილი გახლავთ, ძირითად გუნდში კი ჯერჯერობით მხოლოდ 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 7 ნოემბერს "წითელი ეშმაკების" მაისურით თავისი პირველი გოლიც გაიტანა, თანაც ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი, "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" კარში.

ლინგარდი "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს რამდენჯერმე ჰყავდათ განათხოვრებული, იჯარის წესით იგი "ლესტერში", "ბირმინგემში", "დერბისა" და "ბრაიტონში" თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
კაცნაკლულმა საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
შევალიემ შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ