ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. VIII ჯგური. ბოლო ტური
დღეს, 17 ნოემბერს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის VIII შესარჩევ ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები გაიმართება - საქართველო ავსტრიას შეხვდება, უელსი კი - ალბანეთს. ორივე თამაში 14 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი "მიხეილ მესხზე" გაიმართება, მეორე კი იმავე არენის სათადარიგო მოედანზე.

უელსთან წაგებისა (0:3) და ალბანეთთან მოგების (1:0) შემდეგ ვასილ მაისურაძის გუნდმა ელიტრაუნდში გასვლის შანსი შეინარჩუნა, მაგრამ ეს მიზერული იმედია და რეალიზება რთული იქნება, რადგან ჩვენი დღევანდელი მეტოქე ჯგუფის ლიდერი ავსტრიაა.

მარკო რუპერტის გუნდმა ორივე მატჩი მოიგო - 2:1 ალბანეთთან და 2:0 უელსთან. არადა, ავსტრიელებმა პირველი შეხვედრა 9 კაცით დაასრულეს, მეორეში კი ორი გაძევებული ფეხბურთელი (კორნად ლაიმერი და ბერნარდ ფილა) გუნდს ვერ დაეხმარა. ბერნარდ ფილა, რაკი არბიტრისგან პირდაპირ წითელი ბარათი დაიმსახურა, საქართველოსთან მატჩსაც გამოტოვებს. ლაიმერი კი ორი ყვითელი ბარათის გამო გააძევეს და უელსთან დისკვალიფიკაციის შემდეგ, დღეს მოედანზე გასვლას შეძლებს.

სამწუხაროა, რომ უელსსა და ალბანეთთან მიღებული ყვითელი ბარათების გამო ჩვენს გუნდს გიორგი არაბიძე დააკლდება.

მეორე პრობლემაა ლადო მამუჩაშვილის ტრავმა. ალბანელმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ ნახევარმცველს ისე ჩაარტყა მუხლში, ჯერაც უცნობია, შეძლებს თუ არა მოედანზე გასვლას.

ბოლო ტურის წინ სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ავსტრია 2 2 0 0 4-1 6

2. უელსი 2 1 0 1 3-2 3

3. საქართველო 2 1 0 1 1-3 3

4. ალბანეთი 2 0 0 2 1-3 0

უელსთან სამბურთიანი სხვაობით წაგების გამო ჩვენებს ჯგუფიდან გასასვლელად ამ დეფიციტის აღმოფხვრა სჭირდებათ. განვიხილოთ რამდენიმე სცენარი:

1. ცხადია, ყველაზე სასურველია, რომ ალბანეთმა უელსს მოუგოს. ეს ძნელად სავარაუდოა, თუმცა არა - გამორიცხული. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ავსტრიასთან ფრეც გვაწყობს;

2. საქართველოს უელსის ფრეც აძლევს ხელს, თუ თავად ავსტრიას მოუგებს და თანაბარი ქულების შემთხვევაში, ჯგუფში პირველ ადგილზეც კი გავალთ. ეს იდეალური ვარიანტი იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში, ელიტრაუნდის წილისყრისას უკეთეს კალათაში მოვხვდებით;

3. უელსის მოგების შემთხვევაში, საქართველომ ავსტრიას დიდი ანგარიშით უნდა მოუგოს, რათა მეორე ადგილზე გავიდეს.

4. უელსის მოგების შემთხვევაში, ელიტრაუნდში ავსტრიასთან მინიმალური ანგარიშით მოგებითაც გავაღწევთ, თუ დანარჩენი 12 შესარჩევი ჯგუფის მესამეადგილოსნებს შორის საუკეთესო შედეგი გვექნება.

ამ პერსპექტივიდან გამომდინარე, საინტერესოა, რა მდგომარეობაა სხვა ჯგუფებში. 13-დან 8 ჯგუფში ყველაფერი დასრულდა და მესამეადგილოსნებს შორის 6 ქულა ვერცერთმა გუნდმა ვერ დააგროვა. ამის შესაძლებლობა არც სხვა ოთხ ჯგუფშია.

მაგალითად, პირველ ჯგუფში, 18 ნოემბერს, 3-3 ქულის მქონე შოტლანდია და ირლანდია (რომლებიც მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ) ერთმანეთს ხვდებიან და ცხადია, ორივე 6-6 ქულას ვერ დააგროვებს.

ერთადერთი, ამის შანსი ჰქონდა მე-3 ჯგუფში 3 ქულის მქონე ლუქსემბურგს, რომელიც გუშინ პოლონეთს ხვდებოდა. ლუქსემბურგი ორჯერ დაწინაურდა და მოგების რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ პოლონელებმა ანგარიში მეორედაც გაათანაბრეს და თამაში 2:2 მორჩა. მესამე ადგილზე 4 ქულით სწორედ ლუქსემბურგი გავიდა.

მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს ავსტრიასთან მხოლოდ მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. კარგი იქნება, თუ ქომაგიც არ დაიზარებს მატჩზე მისვლასა და ვასილ მაისურაძის გუნდის ქომაგობას.

ბოლო ტური

17 ნოემბერი

"მიხეილ მესხი" (სათ). 14:00

უელსი-ალბანეთი

"მიხეილ მესხი". 14:00

საქართველო-ავსტრია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შაკო
არაფრის აზრზე არ ხართ, საუკეთესო მესამეადგილოსნები მხოლოდ პირველ და მეორე ადგილებზე გასულ გუნდებთან ნაჩვენები შედეგებით ითვლება. საქართველო ავსტრიასთან მოგების შემთხვევაში ყველა ვარიანტში ხდება საუკეთესო მესამეადგილოსანი. ასე, რომ ავსტრიასთან მოგებით გავდივართ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს