სფფ-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ფედერაციის 25-ე რიგგარეშე ყრილობაზე რამდენიმე საინტერესო საკითხი წამოჭრა
18 ნოემბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 25-ე რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.

ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს

ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია, რომელიც 3 ოქტომბრის არჩევნებში დღევანდელი პრეზიდენტის კონკურენტი იყო:

"მსურს, ყრილობას ვთხოვო, ყურადღება გაამახვილოს რამდენიმე საკითხზე:

1. ინფრასტრუქტურაზე ვილაპარაკეთ და თუ არ დავიცავით სტადიონები, მათზე ისეთი შეტევა მიდის ვაიბიზნესმენების მიერ კორპუსების ასაშენებლად, რომ მალე საერთოდ აღარ გვექნება ფეხბურთის მოედნები და მერე რაღა აზრი ექნება ჩვენს მუშაობას?!

მოდით, ყრილობამ დაავალოს რეგიონული ფეხბურთის ფედერაციებს, აღრიცხონ ყველა მოედანი მათ რეგიონებში, ხოლო ტარიელ ხეჩიკაშვილს ვთხოვოთ, დააყენოს პარლამენტში მათი ხელშეუხებლობის საკითხი!..

2. ახსენეთ კერძო ინვესტორები: დღეს შვიდმა კაცმა რომ თქვას, ფეხბურთი აღარ გვინდაო, ქართული ფეხბურთი მოკვდება: მოდით, ყრილობამ მიმართოს პარლამენტსა და მთავრობას, რომ რომან ფიფიას ("დინამო"), ბესო ჩიხრაძეს ("გაგრა"), ილია კოკაიას ("ზესტაფონი"), ფრიდონ ინჯიას ("მერანი"), გურამ რუხაძეს ("ვიტ ჯორჯია"), ლექსო თოფურიას ("ლოკომოტივი"), ტარიელ ხეჩიკაშვილს ("საბურთალო") ღირსების ორდენი მიანიჭონ იმ წვლილისთვის, რაც მათ ჩვენი ფეხბურთის შესანარჩუნებლად გაიღეს და ამდენი წელია, კლუბებს საკუთარი სახსრებით ინახავენ...

3. თქვენ უკან, კედელზე, გაკრულია ფედერაციის ემბლემა და გეკითხებით, ის რომელ ქვეყანას ეკუთვნის? GFF - შეიძლება გრენლანდიასაც ჰქონდეს ასეთი აბრევიატურა და გიბრალტარსაც. რატომ არ არის ქართული დასახელება - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია? ჩვენ "ჯი-ეფ-ეფი" არ დაგვიფუძნებია 25 წლის წინათ!

ფიფაში 209 ქვეყანაა და ასე უპატივცემულოდ არავინ ეპყრობა საკუთარ ენასა და ანბანს, რომელიც, სხვათა შორის, მსოფლიოში მხოლოდ თოთხმეტია", - განაცხადა კვარაცხელიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

alzo
ყურადღება მიაქციეთ ფეხბურთის რეპორტაჟებს ქართულ ენაზე: სეივი, კიპერი, პლეიმეიკერი და სხვა მსგავსი მარგალიტები რომ გაისმის ეთერიდან, რომ არაფერი ვთქვათ გრამატიკულ შეცდომებზე. წინათ ეროსი მანჯგალაძე და კოტე მახარაძე ტერმინებს აკაკი შანიძესთან ათანხმებდნენ
zaza
გენაცვალე მამუკა,რაზეც შენ საუბრობ ,პირველ რიგში ეგ არის მისახედი,სტადიონებს კიდევ ანგრევენ.....
არტაგი
გაიხარე მამუკა! ძლივს ერთმა ქართველმა მაინც არ მოითხოვა ქართული ენის დაცვა და პატივისცემა?!?
გიო
ფიფაში 209 ქვეყანაა და ასე უპატივცემულოდ არავინ ეპყრობა საკუთარ ენასა და ანბანს, რომელიც, სხვათა შორის, მსოფლიოში მხოლოდ თოთხმეტია", - განაცხადა კვარაცხელიამ უმაღლეს ლიგასაც გადავარქვით სახელი და "პრემიერლიგა" დავარქვით, ამ ქვეყანაში ყველა სფეროში ქარტულის გარდა ყველაფერს აფასებენ
დათო24
დროა მაისურებზეც ქართულად დააწერონ გვარები,თუ შერჩა ამის ინტელექტი და სამშობლოს სიყვარული კიდე ვინმეს.
K
Es kaci unda ikos vice prezidenti
Raul
მართალია ეს კაცი - განსაკუთრებით სტადიონების ამბავში. თუ რამე დარჩა ისიც არ ჩაყლაპოს კორპუსებმა. განსაკუთრებით მწარედ ავლაბარში მდებარე სტადიონი მახსენდება :(
კვარას დაუჯერეთ
ფედერაცია როდის შეუდგება სრულფასოვან მუშაობას? და როდის იქნება პირველი პატარა მაგრამ მაინც წინსვლა და შედეგი. პ.ს. მამუკა კვარაცხელია თუ არ დაფასდა და დასაქმდა ფეხბურთის ფედერაციის მიერ, ისევ იმ ძველ ავადსახსენებელ წლებს დავუბრუნდებით და შედეგი იქნება ნ ო ლ ი
რეზო
სწორი შენიშვნებია. მდაბიო მიდგომა გვაქვს საკუთარი ანბანისა და ენისადმი, ფეხბურთშიც და კალათბურთშიც.
beqa
მართალია ეს ადამიანი,არ შეიძლება რომ,კობიაშვილმა დაასაქმოს ფედერაციაში. ნამდვილად არ არის დასაკარგი პიროვნება
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება