ინფრასტრუქტურა და ბავშვთა ფეხბურთი - სფფ-ის პრეზიდენტის სამფაზიანი სტრატეგია
18 ნოემბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 25-ე რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.

ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს

სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჯერ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნდში გასვლა მიულოცა, მერე კი ილაპარაკა არსებულ პრობლემებზე. ყრილობას სფფ-ის წესდებაში შესატანი სტრუქტურული ცვლილებები გააცნო, რომელიც აღმასრულებელ კომიტეტს, ვიცე-პრეზიდენტებსა და ფედერაციის მუშაობას შეეხება.

"უპირველესად, ჩვენს 19-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნდში გასვლას ვულოცავ. ამ წარმატებას მხოლოდ ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას ვერ მივაწერთ, ეს ზვიად სიჭინავასა და რევაზ არველაძის დამსახურებაცაა...

რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას, ფინანსური კუთხით სერიოზული პრობლემებია - დავალიანებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. რუსთავის აკადემიის მშენებლობა შეჩერებულია, რადგან რა თანხებიც უეფამ გამოჰყო, მასზე მეტი მოცულობის სამუშაოები დაიგეგმა. ეს დავალიანება ფეხბურთის ფედერაციისთვის სერიოზული ტვირთია, მაგრამ პროექტი აუცილებლად დასრულდება, რადგან მსგავსი აკადემიები ქართულ ფეხბურთს ჰაერივით სჭირდება...

დღეს წარმოგიდგენთ სფფ-ის სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც უეფასთანაა შეთანხმებული. ბევრი ახალი დეპარტამენტი შეიქმნება, ხოლო ვიცე-პრეზიდენტები კონკრეტულ მიმართულებებს ჩაიბარებენ. რაც შეეხება აღმასკომს, გვსურს, ამ ორგანომ ბორდის პრინციპით იმუშაოს და მისი წევრების რაოდენობა 18-დან 10-მდე შემცირდეს.

მინდა არჩილ არველაძეს მივმართო და მადლობა გადავუხადო დღევანდელ რიგგარეშე ყრილობაში მონაწილეობისთვის. კარგად მესმის, რომ დღეს შენი აქ ყოფნა ადვილი არ არის, მაგრამ ვისურვებდი, რომ ფეხბურთში იყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩილი ნამდვილი პროფესიონალია...

ჩვენი სტრატეგია სამ ფაზას მოიცავს:

1. ქართულ ფეხბურთში არსებული ვითარების შეფასება, მათ შორის, საკანონმდებლო პრობლემების, ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ასე შემდეგ;

2. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

3. ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ამუშავება, რომ 2016 წლიდან მაინც მოვახერხოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

მესმის, რომ ნაკრებზეა ჩვენი მზერა მიპყრობილი, მაგრამ უმთავრესი მაინც ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tedo
ძალიან საინტერესოა დაპირება, რომ შეიქმნება ბევრი დეპარტამენტი და ვიცე-პრეზიდენტები აიღებენ გარკვეულ მიმართულებებს.ვის ჭირდება ეს?
Tedo
ძალიან საინტერესოა დაპირება, რომ შეიქმნება ბევრი დეპარტამენტი და ვიცე-პრეზიდენტები აიღებენ გარკვეულ მიმართულებებს.ვის ჭირდება ეს?
ara
ფეხბურთის ცოდნაზე უპრეტენზიო ხალხი ვფიქრობთ, რომ სწორი გეგმაა: რო მოხვედი რა გაქვს? ანუ ზუსტი შეფასება, რათა ის მინიმუმი გამოიყენო. 2, რას აპირებ? როგორ აპირებ? ზუსტი გეგმა. 3, არსებული სახელმწიფო გეგმის ამუშავება. ჯერ ჯერობით სწორად მიდიან. ახალგაზრდებს 1,2 ან 3 თვეში ვერაფერს უზამ. პირველ 3 თვეში ეს უნდა გაკეთდეს.
vato
კაი ამბავია მე პირადად და ბევრს ვისაც პრეტენზია აქვს ოდნავ მაიც ერკვეოდეს ფეხბურთში ვიცით რომ მთავარი ბავშვთა და ახაგაზდული ფეხბურთია და ეს ხალხია მისახედი. გვაქვს კონკრეტული პორბლემა ახალგაზრდები ვერ ვითარდებიან 19 დან 21 წელი მაქვს მხედველობაში. ეს პერიოდი პროფერსიონალურად რომ გადავატანინოთ ჩვენ ახალგაზდებს შედეგი აუცილებლად იქნება.
გუჯა კახაძე
საფეხბურთო კლუბი როგორ გავხადოთ მომგებიანი ამის შესახებ ჩემ პროექტში წერია და მისი წაკითხვა, შემდეგ კი რეალიზება არის საჭირო. პროექტი თქვენთანაც და სამინისტროშიც მაქვს მოტანილი. თუ ჩემი პროექტი არ გაამართლებს თანახმა ვარ სოლიდური ფულადი ჯარიმა გადავიხადო.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე
"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]
"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა