გერმანია-საქართველოს მატჩში ჯაბა კანკავას დარტყმამ 2002 წელი და ზინედინ ზიდანი გამახსენა
გერმანიასთან 1:2 წაგებიდან ხუთი დღე გავიდა და ემოციები ჯერაც არ განელებულა. წარმოიდგინეთ, ფრე რომ გვეთამაშა ან სულაც მოგვეგო... ქანთარიას გმირობა მონაგონი იქნებოდა...

სხვათა შორის, ძალიან მოხერხებულად დაუკავშირა ძველი დრო შაბათის მატჩს ჟურნალისტმა მიხეილ ჟორჟოლიანმა და "ფეისბუქზე" შეხვედრის წინ ასეთი რამ დაწერა:

"საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გერმანიასთან: რევიშვილი, ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, კვირკველია, ნავალოვსკი, კანკავა, კვეკვესკირი, ყაზაიშვილი, ქანთარია, ეგოროვი..."

კომენტარებს არ იკითხავთ?

- თავდასხმის ხაზის იმედი მაქვს.

- ორი შემტევი გაყავს...

- სუფთა სტალინიური წყობაა.

- ჯუღაშვილური...

- ვნახოთ ადოლფ ლიოვი რას დაგვახვედრებს.

- მე მგონია ფელდმარშალ მიულერს და ობერჰაუზერ როისს.

- აბა, ტოტალიზატორში მეტი ავტომატი და ნაკლები დროშა ავიღო?

- გელოვანს და ლესელიძეს ტრავმები აქვთ? თუ ცხადაძესთან კონფლიქტი?

- დისკვალიფიცირებულები არიან".

დაიწყო მატჩი და შემოგვიტია "ვუდი ვუდპეკერმა" - მარკო როისმა, რომელიც მულტფილმის გმირის მსგავსად, ხან ერთი "ხის ფუღუროდან" გამოხტებოდა, ხან მეორიდან, მეკარესთან ერთი-ერთზე რჩებოდა და ბურთს წამდაუწუმ უკაკუნებდა. თუმცა მის გარჯას შედეგი არ მოჰყვა. გოლი პენალტით მიულერმა გაიტანა.

53-ე წუთზე გავათანაბრეთ. ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა. ინგლისში რომ ვცხოვრობდეთ, სანაკრებო გოლების ტოპ-ათეული დიდი ხნის შედგენილი გვექნებოდა და კანკავას გოლიც დაიკავებდა... ახლა ძალიან რთულია განსაზღვრა, რომელ ადგილს...

სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჯაბას ამ დარტყმამ 2002 წელი და ზინედინ ზიდანი გამახსენა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში კანკავასავით მიწაზე დაუშვებლად, მოჭრილი დარტყმით, ცაციათი ბურთი "ლევერკუზენის" კარში ხიჭვივით შეარჭო.

სხვათა შორის, გერმანია-საქართველოს მატჩის ფოტოების თვალიერებისას კანკავას დარტყმის ამსახველი რამდენიმე ისეთი ფოტო აღმოჩნდა, ზიდანის დარტყმას რომ მოგაგონებდათ. ორი მათგანი შევაწებე და ფოტოპარალელიც გამოვიდა.

"ფეისბუქზე" ერთმა საზრიანმა 20 წლის წინანდელი მატჩი გაიხსენა და დაწერა: გერმანიის ნაკრების კარში სულ 2 გოლი გვაქვს გატანილი, ორივე თავხოტორამ და მეგრელმა გაიტანაო. შეგახსენებთ, 1995 წელს გერმანიაში 1:4 რომ დავმარცხდით, ქართველთაგან ერთადერთი გოლი თემურ ქეცბაიამ შეაგდო.

გერმანიამდე გიბრალტარს ვეთამაშეთ. 4:0 მოვუგეთ. ჰოდა, ფიფა-კოკა-კოლას რეიტინგში 37 საფეხურით დავწინაურდით. თუ გეტყვით, რომ 110 ადგილამდე აღვზევდით, იოლად გამოიცნობთ, წინა თვეში რეიტინგში სად ვიყავით. ამჟამად ზიმბაბვესა და ბოტსვანას გარემოცვაში აღმოვჩნდით.

შესაძლოა, მალე ფიფას რეიტინგს სიტყვა "კოკა კოლა" ჩამოშორდეს. მიზეზი მარტივია - სპონსორებმა ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერს თავიანთი პრეტენზიები წამოუყენეს. ეს გასაგებიცაა - არავის სურს კორუფციული იმიჯის მქონე ორგანიზაციის სპონსორობა.

ამასთან დაკავშირებით მიხეილ ჟორჟოლიანმა "ფეისბუქზე" მახვილი კომენტარი გამოაქვეყნა:

"ეუფ, ფიფასა და "კოკა-კოლას" შორის ისე დაიძაბა ურთიერთობა, მალე შეიძლება ფიფა-ნაბეღლავის რეიტინგი გაიჩითოს..."

ისლანდია, ალბანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, უელსი... ეს გუნდები უკვე ემზადებიან დიდი წვეულებისთვის, ევროპის ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს. ევროპული "ბალ-მასკარადი" მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება და ქართველებს ტელევიზორით მოგვიწევს თვალის დევნება.

თუმცა ჩვენს თავს აღარ ვჩივით, თვით 1988 წლის ევროპის ჩემპიონი ჰოლანდიელებიც გარეთ დარჩნენ. რობენსა და ვან პერსის სასახლის კიბეზე მსხდომთ მოუწევთ ევროპის ჩემპიონატის "ფანჯრებიდან" გამომავალი მუსიკის მოსმენა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jaba
დავით იმ სეზონში რეალს მაისურაზე სპონსორის ლოგო არ ეწერა და ალბათ მაგან შეგიყვანა შეცდომაში.ზიდანის დარტყმაც უფრო რთულად შესასრულებელი იყო,ფეხი ბევრად მაღლა დაუხვედრა.
მეჭვოფი
ისე დეჟავუს გვაქვს კარგა ხანია...ეს ქება-დეიდებანი, სხვა მწვრთნელების პირველ თამაშებში არაერთი მოგვისმენია. უაზროდ ვიცით მწვერვალზე ჩვენების აყვანა, ასევე უაზროდ გვეხერხება მათი დანარცხება მიწაზე და გადავლა.
მეჭვოფი
ჯაბამ მაგარი გოლი გაიტანა, მაგრამ ზიდანის გოლი აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე დგას. თუნდაც ფოტოზე დააკვირდით, განუზომლად რთული არის ზიდანის დარტყმული კანკავას დარტყმულთან შედარებით.
ziko
ზიდანმა რა თქმა უნდა მაგარი გოლი გაიტანა მაგრამ ამ გოლში მთავარი დამსახურება ბაიერის მცველებს ეკუთვნის.წარმოიდგინეთ საჯარიმოს წინ დგას თვით ზიდანი აბსოლუტურად თავისუფალი და მარცხნიდან მოფრინავს ბურთი რომელსაც ზიდანამდე მისაფრენად თითქმის სამი წამი დასჭირდა და ამ ხნის განმავლობაში ვერც ერთმა გერმანელმა ხელის შეშლა ვერ შეძლო იმიტომ რომ არსად იყვნენ. ზიდანმაც მშვენივრად ისარგებლა ასეთი საჩუქარით და ულამაზესი გოლი გაიტანა.
dd
დავით ფეხბურთი საერთოდ იცი რა არი? ეგ გოლი თუ არ იცი აბა რა იცი
უგო
არაა საწვიმარი, ნახეთ გოლი. გრძელსაყელოიანი მაისური აცვია.
Mishka
დავით მართალი ხარ ზიდანი ვარჯიშზეაა ლევერკუზენთან წაივარჯიშა ლიგის ფინალში :D რა გონზე არ ხარ ფეხბურთის : )))
daviT dekanadzes
დავით, ტრიბუნებზე ხალხს ვერ ხედავ?
დავით დეკანაძე
ჯაბას გოლი მართლაც ჰგავდა ზიდანისას, მაგრამ ფოტოზე ამ მომენტში სუდარითაა, (საწვიმარით)ე.ი. ის ვარჯიშის დროსაა გადაღებული.
დავით დეკანაძე
ჯაბას გოლი მართლაც ჰგავდა ზიდანისას, მაგრამ ფოტოზე ამ მომენტში ზიდანი ქურთუკითაა, ე.ი. ის ვარჯიშის ან მოთელვის დროსაა გადაღებული.
გიორგი
რას ბოდავთ
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
TimeLine: ცვლილებების ქარი
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
TimeLine: აი, სად ვართ! მსგავსება 1922 წლისა და დღევანდელ ქართულ ფეხბურთის შორის
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
TimeLine: ხინკლის მაკრატელა
TimeLine: ...ის მოიგებსო
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
TimeLine: გამარჯობის ნაცვლად #NBAvote Zaza Pachulia
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
TimeLine: ცეცხლი აენთო...
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
ზინედინ ზიდანმა საფრანგეთი არად ჩააგდო და მესის მიერ დამწუხრებული შვილის დამშვიდება მოუწია
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს