ჩოგბურთი. ავსტრალიის ღია პირველობა

გუშინ ავსტრალიის ღია პირველობაზე ერთეულებში ერთადერთი შეხვედრა გაიმართა - მამაკაცებს შორის მეორე ნახევარფინალისტი გაირკვა. ენდი მიურეისა და დავიდ ფერერის ურთიერთდაპირისპირებაში წინ ესპანელი ჩოგბურთელი იყო, თუმცა ფერერს ბრიტანელი ჰარდზე არასოდეს დაემარცხებინა და ამ საფარზე ენდი დავიდს 2:0-ს უგებდა.

მატჩის დასაწყისში ორივე ჩოგბურთელი დამაჯერებლად იღებდა საკუთარ გეიმებს. თავდაპირველად მოწოდებაზე პრობლემები ფერერს შეექმნა - მეშვიდე გეიმში მან მიურეის ბრეიკის შანსი მისცა და ენდიმაც ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა. თუმცა ამით შოტლანდიელს გადამწყვეტი უპირატესობა არ მოუპოვებია. დავიდმა მაშინვე მოუმატა ტემპს, რომელსაც მიურეი ვერ გაუმკლავდა და ესპანელმა საპასუხო ბრეიკი გააკეთა.

მეცხრე გეიმში, 15:30-ზე ჩოგბურთელებმა ფანტასტიკური ბურთი გაათამაშეს - ჯამში მათ 40 (!) დარტყმა შესრულეს და მიურეიმ ბრეიკ-პოინტი მიიღო. მაგრამ ამავდროულად, ენდი ამ გრძელმა გადათამაშებამ დაღალა და შეცდომებმა იმატა. შესაბამისად, ფერერმა არამარტო გადააჩინა საკუთარი გეიმი, არამედ შოტლანდიელის მოწოდებაც აიღო და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:4!

მეორე პარტიის დასაწყისში ესპანელს მცირე პაუზა დასჭირდა იმ ტემპისგან დასასვენებლად, რომელიც მან პირველი სეტის ბოლოს აჩვენა. მიურეიმ ამით კარგად ისარგებლა და პირველივე გეიმში ბრეიკი გააკეთა. მაგრამ ფერერმა ამჯერადაც მოუმატა თამაშს და ენდის გაქცევის საშუალება არ მისცა - 1:1. ამის შემდეგ ინიციატივა ესპანელს ჰქონდა. მან ოთხი ბრეიკ-პოინტი მიიღო, რომელთაგანაც ერთი - სეტბოლი იყო, მაგრამ ყველა შემთხვევაში ენდის კარგი მოწოდება გამოუვიდა და მეტოქეს ბრძოლის საშუალება არ მისცა. მე-11 გეიმში მიურეიმ თავად შეასრულა ბრეიკი და როცა ყველას ეგონა, რომ ენდი სეტზე უპრობლემოდ ჩააწოდებდა, ფერერმა მესამედ გაათანაბრა ანგარიში. ფსიქოლოგიური უპირატესობა თითქოს ესპანელის მხარეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ დავიდი დაიღალა და თუ მანამდე შეცდომებს თითქმის არ უშვებდა, ტაი-ბრეიკზე რამდენჯერმე უხეშად შეცდა და ბრიტანელმა სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტში ფერერმა სერიოზულად უკლო თამაშს და არანაირი პრობლემა არ შეუქმნია მეტოქისთვის. მიურეი ყველა ბურთის მშვიდად დამუშავებას ასწრებდა, რისი წყალობითაც შეცდომების რაოდენობამ იკლო, ინიციატივა კი მთლიანად მის ხელში გადავიდა. 1:1-დან მოყოლებული მიურეიმ არც ერთი გეიმი არ დაუთმო მოწინააღმდეგეს - 6:1.

მეოთხე სეტის დასაწყისიც ენდის იოლი გამოუვიდა - 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც გაუგებარი შეცდომები დაუშვა და ფერერს სიტუაციის გათანაბრების საშუალება მისცა. ბრიტანელი მხოლოდ ზედიზედ სამი გეიმის წაგების შემდეგ გამოფხიზლდა და ამის მერე ორივენი დამაჯერებლად მოქმედებდნენ საკუთარ მოწოდებებზე, ასე რომ, სეტის ბედი კვლავ ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, რომელიც დავიდმა ისევ ჩააგდო - 2:6.

როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, 2008 წლის შემდეგ პირველად "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში არ ითამაშებს რაფაელ ნადალი ან როჯერ ფედერერი. ასე რომ, პირველად უმაღლესი დონის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს შეხვდებიან ენდი მიურეი და ნოვაკ ჯოკოვიჩი. მათ შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში სერბის მხარესაა - 4:3, თუმცა ბოლო სამი შეხვედრა მიურეის სასარგებლოდ დასრულდა.

გუშინვე ავსტრალიის ღიას პირველი ლაურეატი გამოვლინდა. ქალთა წყვილებში პირველობა არგენტინულ-იტალიურმა დუეტმა მოიგო ხისელა დულკოსა და ფლავია პენეტას შემადგენლობით. მათ სამ სეტში დაამარცხეს ბელარუსი ვიქტორია აზარენკასა და რუსი მარია კირილენკოს წყვილი - 2:6, 7:5, 6:1. თამაში 2 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ბელარუსი და რუსი მეოთხე პარტიას 4:1-ს იგებდნენ და მეექვსე გეიმში ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ.

ეს გახლავთ დულკოსა და პენეტას წყვილის საიუბილეო - მეათე ტიტული.

კაცები

1/2 ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 5)-დავიდ ფერერი (ესპ, 7) 4:6, 7:6(2), 6:1, 7:6(2).

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა