ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბუნდესლიგა. XIII ტური: 5 მცველი რომ "ბაიერნის" წამალი იყოს... [VIDEO]

ბუნდესლიგა. XIII ტური: 5 მცველი რომ "ბაიერნის" წამალი იყოს... [VIDEO]

რეკორდმაისტერი შემოდგომის ჩემპიონობას მიუახლოვდა
არა, "ბაიერნის" გამჩერებელი არც ამ სეზონში ჩანს ვინმე. მიუნხენელები გელზენკირხენშიც რომ მოიგებდნენ, ამაში ეჭვი არც არავის ეპარებოდა - საქმე ისაა, რომ რეკორდმაისტერის მდევარმა "დორტმუნდმა" ჰამბურგში სამი ქულა დატოვა, რის გამოც "ბაიერნის" უპირატესობა 13 ტურის შემდეგ უკვე 8 ქულას შეადგენს.

ეს, შესაძლოა, ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ ტენდენცია ისეთია, ეს უპირატესობა მალე კიდევ უნდა გაიზარდოს.

"დორტმუნდი" პარასკევს თამაშობდა და უსაფრთხოების ზომების უკიდურესად გაძლიერების გამო ეს შეხვედრა 15-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო. პოლიცია უკლებლივ ყველა გულშემატკივარს დეტალურად ამოწმებდა, რის გამოც "ფოლკსპარკშტადიონი" დაგეგმილზე გვიან შეივსო (57 000 მაყურებელი) და შეხვედრის დაწყებაც სწორედ ამიტომ დააგვიანეს.

თომას ტუხელის შეგირდებს თამაში თავიდანვე არ წაუვიდათ, მაგრამ აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ თავად "ჰამბურგმა" ითამაშა ძალიან კარგად. თამამად შეიძლება ითქვას: ჰამბურგელები ყველა მატჩში ასე რომ თამაშობდნენ, მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებდნენ!

პირველი გოლი (პენალტით) პიერ-მიშელ ლასოგამ სუპერმენის მაისურით იზეიმა, მეორე - ლუის ჰოლტბიმ, მერე კი დორტმუნდელთა დაცვის ბურჯმა მატს ჰუმელსმა საკუთარი კარი საკმაოდ ეფექტური გოლით დალაშქრა და ანგარიში 3:0 რომ გახდა, ყველა დარწმუნდა, რომ დორტმუნდელები ამ თამაშის შემომტრიალებლები აღარ იყვნენ.

"განსაკუთრებით ცუდად პირველ ტაიმში ვითამაშეთ. ის ფეხბურთი, რაც დღეს ჩემმა გუნდმა აჩვენა, დრამატულად შორსაა იმ ფეხბურთისგან, რისი ჩვენებაც გვინდა. ვერაფრით ამიხსნია, რატომ დაგვემართა ის, რაც დაგვემართა", - ეს დორტმუნდელთა თავკაცის, ტუხელის სიტყვებია.

ბრუნო ლაბადიას ბიჭებმა კი ეს გამარჯვება 100 პროცენტით დაიმსახურეს, რადგან გერმანიის მეორე გუნდს მთელი მატჩის განმავლობაში მედგრად ებრძოდნენ და თითქმის ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. "ბორუსიას" ერთადერთი გამონათება ობამეიანგის გოლი (მე-15) გახლდათ.

"ჰამბურგიდან" კი მეკარე რენე ადლერიც უნდა გამოვყოთ, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ერთ დროს გერმანიის ნაკრების პირველი ნომერი ყველა შეხვედრაში თუ არა, მატჩგამოშვებით მაინც რომ თამაშობდეს ასე კარგად, ახლაც ბუნდესგუნდის ძირითადი კიპერი იქნებოდა.

"ბაიერნი" ახლოს შემოდგომის ჩემპიონობასთან

ხოსეპ გვარდიოლა ამბობს, მეტოქის ტაქტიკის გასაშიფრად მხოლოდ ხუთი წუთი მჭირდება ხოლმე, მატჩის დაწყებიდან ზუსტად ხუთ წუთში ვიცი, როგორი ტაქტიკა აირჩია მეტოქემო. შაბათს, ტურის ცენტრალურ მატჩში, პეპის შეგირდებს 8 წუთი დასჭირდათ იმისათვის, რომ ანგარიში გაეხსნათ. თუმცა აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დავიდ ალაბას გოლი ყველაზე სწრაფი ბაიერნული გოლი იყო ამ სეზონში.

თუმცა "შალკეს" ტაქტიკას რა გაშიფვრა უნდოდა - გელზენკირხენელებმა, რა თქმა უნდა, ბეტონის კედელი აღმართეს. არადა, მატჩის წინ გელზენკირხენელთა დამრიგებელი ანდრე ბრაიტენრაიტერი ამბობდა, ჩვენ პირველი გუნდი უნდა ვიყოთ ამ სეზონში, რომელიც "ბაიერნს" დაამარცხებსო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, მან მოედანზე ხუთი მცველი გაიყვანა!

მიუხედავად ამისა, "შალკემ" მაინც შეძლო და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ამ გოლის დროს ერთდროულად "ბაიერნის" ექვსი (!) ფეხბურთელი შეცდა: ჯერ ალაბა, მერე ჩაბი ალონსო და მიულერი, მოგვიანებით ხავი მარტინესი, ლამი და ბოლოს მეკარე ნოიერიც, რომელსაც ასეთი ბურთი ნამდვილად უნდა მოეგერიებინა.

მოგეხსენებათ, მანუ ადრე სწორედ "შალკეში" თამაშობდა, მაგრამ ამით იმის თქმა ნამდვილად არ გვინდა, რომ ნოიერმა ყოფილ გუნდს პატივი სცა - მას მერე, რაც მიუნხენში გადავიდა, გელზენკირხენში მას ყოველთვის უსტვენენ ხოლმე.

თუმცაღა მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - "ბაიერნმა" მე-13 ტურში მე-12 შეხვედრა მოიგო და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ასეთი რამ ბუნდესლიგაში პირველად მოხდა!

პირველი 13 თამაშიდან 12 მოგება აქამდე არცერთ გუნდს არ ჰქონდა და ვინ უნდა ყოფილიყო პირველი, თუ არა ისევ და ისევ რეკორდმაისტერი. "დორტმუნდთან" 8-ქულიანი უპირატესობა კი იმასაც ნიშნავს, რომ "ბაიერნს" შემოდგომის ჩემპიონობის განაღდება მომდევნო ტურშივე შეუძლია.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: სეზონის მე-13 მატჩში გვარდიოლამ მეცამეტედ შეცვალა ძირითადი შემადგენლობა. პეპს როტაცია ძალიან უყვარს და რაკი "ბაიერნის" შემადგენლობა ამის საშუალებას იძლევა, სიამოვნებით ცვლის სასტარტო შემადგენლობას ყოველი მატჩის შემდეგ.

შალკელები კი ცოტა ხნით სენსაციაზე ოცნებობდნენ, მაგრამ გელზენკირხენული კლუბისთვის რეალობა სხვანაირია: ზედიზედ მეშვიდე მოუგებელი მატჩი, დაქვეითება მე-7 ადგილამდე - "შალკე" გერმანიაში საშუალო დონეა.

იხილეთ ვიდეო

"ვერდერის" საოცარი ანტირეკორდი

წააგო 0:6 და მაინც გახდე რეკორდის ავტორი - ამას მოხერხება უნდა. თუმცა ამ შემთხვევაში დაუჯერებელ ანტირეკორდს ვგულისხმობთ, რომელიც ბრემენის "ვერდერს" ვოლფსბურგში განცდილ კრახთან ერთად გამოჰყვა.

"მუსიკოსების" გვემა გალვესის ავტოგოლით დაიწყო, ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს იყო რიგით 54-ე (!) ავტოგოლი "ვერდერის" ბუნდესლიგურ ისტორიაში, რაც ბუნდესლიგის რეკორდია.

მატჩის შემდეგ "ვერდერის" დამრიგებელ ვიკტორ სკრიპნიკს ვერ აკავებდნენ - ყველა და ყველაფერი გალანძღა. საინტერესოა ისიც, რომ მომდევნო ტურში ბრემენელებს მოსისხლე მტერ "ჰამბურგთან" ჩრდილოეთის დერბი ელით. "ვოლფსბურგი" კი ამ გამარჯვებით "დორტმუნდს" მიუახლოვდა.

ამ ტურში კიდევ ერთი სახელოვანი გერმანული კლუბი შერცხვა: მიხვდებოდით, "შტუტგარტს" ვგულისხმობთ, რომელიც თანასარდაფელ კონკურენტ "აუგსბურგთან" 0:4 განადგურდა. ამ წაგების მიზეზი შტუტგარტელთა მცველების ყოვლად გაუგებარი თამაში და ამოუხსნელი მოქმედებებია.

თავად განსაჯეთ: შვაბთა ორივე ცენტრალურ მცველს, ბაუმგარტლსა და სუნჯიჩს ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ყველაზე ცუდი შეფასებები, ექვსიანები დაუწერეს.

ცნობისათვის, "შტუტგარტს" 13 მატჩის შემდეგ 9 წაგება და 31 ბურთი აქვს გაშვებული - იმდენი, რამდენიც 1974/75 წლების სეზონში. მაშინ "შტუტგარტი" მეორე ბუნდესლიგაში გავარდა...

XIII ტური

20 ნოემბერი

ჰამბურგი-დორტმუნდი 3:1

გოლები: 1:0 ლასოგა (19-პენ), 2:0 ჰოლტბი (41), 3:0 ჰუმელსი (55-საკ. კარში), 3:1 ობამეიანგი (86)

ჰამბურგი (4-3-2-1): ადლერი - გ. საკაი, ჯურუ, სპაჰიჩი (29. კლებერი), ოსტჟოლეკი - იუნგი, კაჩარი (71. გრეგორიჩი), ჰოლტბი (82. დიასი) - ნ. მიულერი, ილიჩევიჩი - ლასოგა.

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - გინტერი (46. პიჟჩეკი), სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი - ვაიგლი, გიუნდოგანი - მხითარიანი, კაგავა (46. კასტრო), როისი (69. იანუზაი) - ობამეიანგი.

გაფრთხილება: ბიურკი

კუთხური: 2-7; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 7(2)-21(7); ბურთის ფლობა: 31%-69%.

მაყურებელი: 57 000

21 ნოემბერი

გლადბახი-ჰანოვერი 2:1

გოლები: 1:0 ტრაორე (34), 1:1 ა. ზობიეხი (65), 2:1 რაფაელი (84)

გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - კორბი, ა. კრისტენსენი, იანჩკე (78. დრმიჩი), ვენდტი - დაჰუდი (91. მ. შულცი), ნორდტვეიტი - ტრაორე (88. ელვედი), ფ. ჯონსონი - შტინდლი, რაფაელი.

ჰანოვერი (4-2-1-2-1): ცილერი - ზორგი, მარსელო, კ. შულცი, ალბორნოსი (91. ფელიპე) - ს. სანე, შმიდებახი (85. ბენშოპი) - გიულზელამი - ბეხი (76. სან-მაქსიმინი), კარამანი - ა. ზობიეხი.

გაფრთხილება: ვენდტი - ზორგი

კუთხური: 12-4; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 21(9)-14(8); ბურთის ფლობა: 62%-38%.

მაყურებელი: 52 214

ვოლფსბურგი-ვერდერი 6:0

გოლები: 1:0 გალვესი (11-საკ. კარში), 2:0 კრუზე (44), 3:0 ვიეირინია (56), 4:0 გილავოგი (67), 5:0 დოსტი (78), 6:0 კრუზე (87)

ვოლფსბურგი (4-2-2-1-1): ბენალიო - ტრეში, ნალდო, დანტე, მ. შეფერი - არნოლდი, ლუის გუსტავო (35. გილავოგი) - ვიეირინია (65. შიურლე), დ. კალიჯური (76. აზაუი) - კრუზე, დოსტი.

ვერდერი (4-1-4-1): ვიდვალდი - ცანდერი (70. ფ. კროოსი), გალვესი, ვესტერგაარდი, ს. გარსია (68. შტერნბერგი) - ბარგფრედე - ბარტელსი, ფრიტცი, გრილიჩი, იუნუზოვიჩი (46. პისარო) - უჯა.

გაფრთხილება: გალვესი, ფრიტცი

კუთხური: 7-3; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 21(12)-9(2); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 30 000

აინტრახტი-ლევერკუზენი 1:3

გოლები: 0:1 ჩიჩარიტო (23), 0:2 ჩიჩარიტო (39), 1:2 მედოიევიჩი (45), 1:3 ჩალჰანოღლუ (72)

აინტრახტი (4-2-3-1): ჰრადეკი - ჰასებე (77. ვალდშმიდტი), სამბრანო, აბრაამი, ოჩიპკა - მედოიევიჩი, შტენდერა - აიგნერი, მაიერი, იგნიოვსკი (65. გერეცგიერი) - კასტაინოსი (22. ჩენდლერი).

ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - დონატი, თაა, თოფრაქი, ვენდელი - კრამერი, კამპლი - ბელარაბი (89. რამალიო), ჩალჰანოღლუ (80. იურჩენკო), მეჰმედი - ჩიჩარიტო (62. კისლინგი).

გაფრთხილება: ოჩიპკა, გერეცგიერი - მეჰმედი

კუთხური: 3-8; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 9(1)-17(11); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 47 500

კიოლნი-მაინცი 0:0

კიოლნი (4-2-2-2): ჰორნი - რისსე, მარო, ჰაინტცი, ჰექტორი - მ. ლემანი, ფოგტი - ოსაკო, ბიტენკური (83. გერჰარდტი) - ჰოსინერი (59. ცოლერი), მოდესტე.

მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - ბროზინსკი, ბუნგერტი, ბელი, ბენგტსონი - ბაუმგარტლინგერი, ლატცა - დე ბლაზისი (85. კლემენსი), მალი (90. ნიდერლეხნერი), ჟაირო - მუტო (68. კორდობა).

გაფრთხილება: მოდესტე - მუტო

კუთხური: 6-1; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 14(3)-7(1); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 46 700

შტუტგარტი-აუგსბურგი 0:4

გოლები: 0:1 ესვაინი (11), 0:2 ბაუმგარტლი (17-საკ. კარში), 0:3 კალსენ-ბრაკერი (36), 0:4 კოო (54)

შტუტგარტი (4-2-3-1): ვლახოდიმოსი - შვააბი, სუნჯიჩი (27. კლიმენტი), ბაუმგარტლი, ინსუა - სერეი დიე (60. რუპი), გენტნერი - კლაინი, დიდავი, კოსტიჩი (87. ჰაიზე) - ტი. ვერნერი.

აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, მაქსი - კორი (85. ჰალილ ალთინთოფი), ბაიერი - ესვაინი, კოო (74. მორავეკი), კაიუბი - ბობადილია (61. ჟი).

გაფრთხილება: სერეი დიე, კლიმენტი - კოო

კუთხური: 6-4; ჯარიმა: 8-16; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 18(5)-13(6); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 54 925

შალკე-ბაიერნი 1:3

გოლები: 0:1 ალაბა (9), 1:1 მ. მაიერი (17), 1:2 ხავი მარტინესი (69), 1:3 თ. მიულერი (92)

შალკე (5-2-2-1): ფერმანი - რიტერი, მატიპი, ჰიოვედესი, ნოიშტედტერი (75. დი სანტო), აოგო - გორეტცკა, ჰოიბერგი - კ. სანე, მ. მაიერი (87. რეესე) - ჰუნტელაარი (70. ჩუპო-მოტინგი).

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, ბენატია (70. ბოატენგი), ალაბა (83. რაფინია) - ჩაბი ალონსო, ვიდალი - რობენი (88. კიმიხი), თ. მიულერი, დუგლას კოშტა - ლევანდოვსკი.

გაფრთხილება: ჰუნტელაარი, ჰოიბერგი

კუთხური: 4-6; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 5(1)-24(8); ბურთის ფლობა: 28%-72%.

მაყურებელი: 61 973

22 ნოემბერი

ჰერტა-ჰოფენჰაიმი 1:0

გოლი: 1:0 პოლანსკი (30 ს. კ.)

ჰერტა (4-3-2-1): იარშტაინი - რეგეზელი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - ლუსტენბერგერი (77. ჰეგელერი), დარიდა, სკიელბრედი - ჰარაგუჩი, ჩიგერჩი (74. ვან დერ ბერგი) - კალუ (91. ბაუმიოჰანი).

ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): ბაუმანი - შტრობლი, ზიულე, ბიჩაქჩიჩი, კიმი - რუდი (83. კურანი), პოლანსკი - ფოლანდი, ამირი, შმიდი (63. ცუბერი) - უთი (63. ე. ვარგასი).

გაფრთხილება: ლუსტენბერგერი, სკიელბრედი - პოლანსკი

კუთხური: 2-3; ჯარიმა: 26-16; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 11(1)-7(0); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 37 045

ინგოლშტადტი-დარმშტადტი 3:1

გოლები: 0:1 სულუ (9), 1:1 ბაუერი (58), 2:1 მო. ჰარტმანი (60-პენ), 3:1 მო. ჰარტმანი (88)

ინგოლშტადტი (4-2-2-2): იოზჩანი - ლეველსი, მატიპი, ჰიუბნერი, სუტნერი (16. ბაუერი) - ბრეგერი (57. ლექსი), როჯერი - პ. გროსი, მორალესი - მო. ჰარტმანი (89. კოენი), ჰინტერზეერი.

დარმშტადტი (4-2-3-1): მათენია - გარიჩი, სულუ, კალდიროლა, ჟუნიორ დიასი (86. რაიკოვიჩი) - ნიმაიერი (77. ვრანჩიჩი), გონდორფი - ჰელერი, როზენტალი (68. კემპე), რაუში - შტრო-ენგელი.

გაფრთხილება: მო. ჰარტმანი, პ. გროსი - როზენტალი, ნიმაიერი

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 19-25; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 16(6)-8(2); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 14 551

ბომბარდირები: 15 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 14 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 12 - თომას მიულერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური

27 ნოემბერი:

დარმშტადტი-კიოლნი

28 ნოემბერი:

ბაიერნი-ჰერტა, ვერდერი-ჰამბურგი, ჰანოვერი-ინგოლშტადტი, ჰოფენჰაიმი-გლადბახი, მაინცი-აინტრახტი

29 ნოემბერი:

დორტმუნდი-შტუტგარტი, ლევერკუზენი-შალკე, აუგსბურგი-ვოლფსბურგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]

"ტოტენჰემი" 50 მილიონ ევროდ "ვოლფსბურგის" მცველს იმატებს

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "რეალმა" "ატლეტიკოს" მოუგო - "არსენალმა" და "ასტონ ვილამ" მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს [VIDEO]

"ლევერკუზენმა" ბომბა შეიძინა

ერიკ ტენ ჰაგი "ლევერკუზენს" ჩაიბარებს

"ბაიერნმა" ნოიერის შემცვლელს კონტრაქტი გაუფორმა

"გეი ნაგავს ხელს არ მოვაწერ... კევინ, მოკეტე!" - "ვოლფსბურგის" ფანები თავის ფეხბურთელს LGBTQ თემის საწინააღმდეგო განცხადების გამო დაუპირისპირდნენ

[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება

"მიონხენგლადბახისა და კვარაცხელიას ერთად წარმოთქმა რთულია" - "გლადბახის ფანები ტრანსფერს ითხოვენ

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "დორტმუნდმა" "ლილის" ბარიერი გადალახა

"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა

ჩემპიონთა ლიგაზე წყვილები გაირკვა - პსჟ პირველ მატჩს სახლში ჩაატარებს

"ჯერ არაფერი დასრულებულა" - ალონსო "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ

კვარაცხელიას ალტერნატივა? - "ნაპოლი" ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას აპირებს

პსჟ გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას აპირებს

"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს

ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...

"ტოტენჰემმა" 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მცველი შეიძინა

მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება

გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს

ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!

ზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მარცხი "გლადბახთან"

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "სიტი" და "რეალი" შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდნენ [VIDEO]

"არსენალს" სანეს უფასოდ დამატება სურს

"ბაიერნის" მოულოდნელი მარცხი და შანსი "დორტმუნდს"

fussballtransfers: "გლადბახი" კვარაცხელიას ტრანსფერზე ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს

ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა

ალფონსო დევისი "რეალში" აღარ გადავა

მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება - დიდი ალბათობით, ტუხელი "ბაიერნს" აღარ დატოვებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]

ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი - "ლევერკუზენი" "ფლამენგოს" 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა

მამარდას "ლივერპულის" სუპერტრანსფერი - "სქაუზერებმა" 150-მილიონიანი გარიგება შეათანხმეს

"გლადბახმა" ისწავლა, როგორ უნდა სძლიოს "ბაიერნს" - ამ სეზონში მეორედ დაამარცხა [VIDEO]