საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი გამოიცვალოს
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი გამოიცვალოს. ამის შესახებ ანანიძემ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- იანვარში ვარჯიშს კი განაახლებ, მაგრამ რომელ კლუბში? რუსულ პრესაში დაიწერა, "სპარტაკის" დირექტორთა საბჭოს სხდომაზე ანანიძის მომავალზეც იმსჯელესო. მართალია?

- ვერ გეტყვით. ზამთრის შესვენება კარს არის მომდგარი და რუსულ პრესაში ბევრ რამეს წერენ. თუმცა იმ შეხვედრის დეტალები ჩემთვის უცნობია.

- რუსი ჟურნალისტები წერენ, გადაწყვეტილია, რომ "სპარტაკი" ჯანოს ამ ზამთარსვე შეელევაო... იმედია, ასეც იქნება და, ბოლოს და ბოლოს, წახვალ ისეთ კლუბში, სადაც სათამაშო პრაქტიკა გექნება...

- "სპარტაკთან" ჩემი ხელშეკრულების ამოწურვამდე მხოლოდ წელიწად-ნახევარია დარჩენილი. ასე რომ, იჯარა გამორიცხულია, ან მოსკოვში დავრჩები, ან სხვა კლუბში გადასვლის უფლებას მომცემენ. კიდევ ერთხელ ვამბობ - რუსულ კლუბში თამაშს აღარ ვაპირებ, თუ წავალ, მხოლოდ ევროპულ კლუბში. შემოთავაზებები ისევ მაქვს, მთავარია, "სპარტაკმა" გამიშვას!

- "სპარტაკმა" არ გაგიშვა, თორემ იანვარში მითხარი, რომ შენი დამატება ბერძნულ, გერმანულ და ესპანურ კლუბებს სურდათ. ახლა?

- კლუბების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ გერმანული და ჰოლანდიური გუნდებია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ავტორი: რატი შელეგია

წყარო: kvirispalitra.ge

თემო
ეეეჰ, რამდენი ხანია ამას გეუბნებიან და ახლა მიხვდი? და მაინც, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!
ბმბ
ვიტესში წადი, მაგარი ტრამპლინი იქნება
ლაშა
წამოდი კარგია, თამასუქები როა რუსეთში კარგი !!!
გულშემატკივარი
რამდენი ხანია "გიჩიჩინებთ" რუსეთიდან წამოსვლას, წადი, თუნდაც პოლონეთში, ოღონდ წამოდი იქიდან
dato30
ჯანო გაიზარდე დიდი ბიჭი :D
sake
ეჰ ჯანო,ჯანო ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძამიკო მაგრამ....
ლევანი
ჯანო, დროზე წამოდი მაგ ჭაობიდან! ხომ ხედავ, ძიუბა როგორც კი წავიდა სხვა კლუბში წამყვანი მოთამაშე გახდა, შენ კიდევ შნი ნიჭით ბევრად ჯობიხარ ძიუბას!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია