წლის შემაჯამებელი ტურნირი
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბრწყინვალე სეზონი წლის შემაჯამებელი ტურნირის მოგებით დაასრულა

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ყველაზე მოსალოდნელი, ლოგიკური და სამართლიანი ფინალი შედგა. სეზონის მეორე ნაწილში, სწორედ ეს ჩოგბურთელები ხვდებდნენ ერთმანეთს დიდი ტურნირების გადამწყვეტ მატჩებში: უიმბლდონზე, ცინცინატიში, ამერიკის ღიაზე.

ლონდონში ისინი უკვე მეორედ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ჯგუფურ ეტაპზე ფედერერმა უკეთ ითამაშა - სამივე მატჩი მოიგო, მათ შორის, ჯოკოვიჩი დაამარცხა. თუ როჯერთან წაგებას არ ჩავთვლით, სერბიც კარგად გამოიყურებოდა, ამიტომაც, ფინალის წინ, ბუკმეიკერები უპირატესობას მაინც მსოფლიოს პირველ ჩოგანს ანიჭებდნენ.

ჯგუფური ეტაპის მატჩში, ნოვაკი აშკარად შორს იყო ოპტიმალური ფორმისგან. სერბი მაშინ ბევრს ცდებოდა და მხოლოდ პირველ სეტში გაუწია წინააღმდეგობა ფედერერს.

პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ ეს თამაში არ დაემგვანებოდა ჯგუფური ეტაპის შეხვედრას. ნოვაკს პირველივე გეიმში ჰქონდა ბრეიკ-პოინტი, მესამეში კი მისი უპირატესობა უკვე ტაბლოზეც აისახა. ფედერერი აშკარად ცუდად აწვდიდა, დაბალი ჰქონდა პირველი მოწოდების სიზუსტის პროცენტი. ამ ყველაფერმა ის გამოიწვია, რომ ჯოკოვიჩმა პირველ სეტში ორჯერ მოიგო მეტოქის მოწოდება.

სერბმა მატჩის შემდეგ აღიარა, რომ წარმატება უკანა ხაზზე კარგმა თამაშმა მოუტანა. ის ცდილობდა მეტოქის მარცხენა ხელზე ეთამაშა, რითაც შვეიცარიელს შეტევების საშუალებას არ აძლევდა. როჯერი მაინც ცდილობდა ბადესთან გასვლას, მაგრამ ნოვაკის პასუხი კარგი შემოვლითი დარტყმები იყო.

მეორე სეტში ფედერერმა მოწოდება გააუმჯობესა და პირველი სამი საკუთარი გეიმი იოლად აიღო. თუმცა მიღებაზე ბევრი არაფერი გამოსდიოდა. მთელი მატჩის განმავლობაში, როჯერმა მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო და ვერც ერთი ვერ გამოიყენა.

გარდამტეხი შეიძლებოდა ყოფილიყო მერვე გეიმი, რომელშიც ჯოკოვიჩმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა. ამ რთულ მომენტში ფედერერს მოწოდება დაეხმარა - ოთხჯერ შესანიშნავად ჩააწოდა და გეიმი გადაარჩინა. თუმცა ამ მომენტმა შვეიცარიელს ფსიქოლოგიური უპირატესობა ვერ მოუტანა. 5:4-ზე ჯოკოვიჩმა ორი მატჩბოლი მიიღო. პირველ ცდაზე სერბი მიღებისას შეცდა, მეორეზე კი ბრძოლაც არ მოუწია, რადგან ფედერერმა ორმაგი შეცდომა დაუშვა - 6:3, 6:4.

ჯოკოვიჩმა სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა წლის შემაჯამებელ ტურნირზე. მას არ უჩვენებია ფინალში განსაკუთრებული თამაში, უნებლიე შეცდომები უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე "ვინერსები", მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

ამ წაგების გამო, ფედერერი მესამე ადგილზე დარჩა კლასიფიკაციაში, ენდი მარეიმ კი კარიერაში პირველად დაასრულა სეზონი მეორე ნომრის რანგში. პირველი კი ჯოკოვიჩია, რომელმაც ზედიზედ მეოთხედ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი.

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3) 6:3, 6:4.

ჯოკოვიჩის 21 მილიონი რეკორდია

სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველი ჩოგბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში 20 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. უფრო ზუსტად, მსოფლიოს პირველმა ნომერმა ბოლო 12 თვის განმავლობაში, ტურნირებზე გამოსვლით 21 646 000 დოლარის ოდენობის ჰონორარი მიიღო. აქამდე, რეკორდი რაფაელ ნადალს ეკუთვნოდა - 14 570 000 დოლარი 2013 წლის სეზონში.

გარდა ამისა, ჯოკოვიჩი მეორე ადგილს იკავებს მთლიანად კარიერაში გამომუშავებული საპრიზო თანხის მიხედვით (94 050 000) და მხოლოდ როჯერ ფედერერს (97 303 000) ჩამორჩება.

ჯოკოვიჩმა სეზონში 88 მატჩი ჩაატარა და 82 მოიგო (93.2 პროცენტი). ეს პროცენტული მაჩვენებელი მეხუთეა ისტორიაში ჯონ მაკინროის (1984, 96.5%), ჯიმი კონორსის (1974, 95.9%) და როჯერ ფედერერის (2005, 94.8% და 2006, 93.2%) შემდეგ.

გასულ სეზონში, ჯოკოვიჩმა 11 ტიტული მოიგო, მათ შორის, ავსტრალიის ღია პირველობა, უიმბლდონი და აშშ-ის ღია პირველობა. ასევე ფინალამდე მიაღწია როლან გაროსზე.

მსოფლიოს რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ ენდი მარეის ჯოკოვიჩი 7915 ქულით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა