ბრძოლა და პირველი მარცხი
ამერიკის შეერთებულ შტატებთან დროში სხვაობის გამო ბრძოლა დილის ცხრა საათზე დაიწყო.

დარბაზი, რომელიც 63 ათას მაყურებელს იტევდა, სანახევროდ ცარიელი იყო. დონ კინგი საშინელი პრომოუტერი გახლდათ. როგორც კი მასთან დავიჭირე საქმე, ყველაფერი ფსკერისკენ წავიდა. ის მუქი ღრუბელი, შავი ხვრელი იყო.

ეს არ იყო ჩვეულებრივი მაიკ ტაისონი, რომელიც რინგზე გადიოდა. ყველასთვის, ვინც ეს ბრძოლა იხილა, ცხადი იყო, რომ მართლაც არ მინდოდა იქ ყოფნა. დაიწყო ბრძოლა და მე საშინლად ვჩხუბობდი. დიდი გაჭირვებით ვისროდი დარტყმებს. ვიცოდი, რომ თუ მოვახვედრებდი - უკვე ვეღარ ადგებოდა.

მაგრამ დარტყმები არ გამომდიოდა. აქამდე არასოდეს მქონია ერთ ბრძოლაში ასეთი ცოტა დარტყმა. ის ჯებს იყენებდა, რომ ახლოს არ მივსულიყავი. შემდეგ, როცა კორპუსზე მუშაობას დავაპირებდი, უბრალოდ, ხელებზე მეკიდებოდა. ძალიან კარგად ჩხუბობდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამჯერად, იოლი სამიზნე ვიყავი მისთვის. საერთოდ არ ვმოძრაობდი.

მას ჩემი არ ეშინოდა. რაუნდის დასრულების შემდეგ დარტყმებს ასრულებდა, ბინძურად ჩხუბობდა, მაგრამ ეს კრივის ნაწილია. ყველა ასე აკეთებს. როცა მესამე რაუნდის შემდეგ საკუთარ კუთხეში დავბრუნდი, ცხადი იყო, რომ აარონსა და ჯეის პრობლემის გადაჭრა არ შეეძლოთ.

- არ შეგიძლია მასთან მიახლოება, - თქვა აარონმა. - წინ უნდა წახვიდე, მაგრამ საერთოდ არ მოძრაობ.

შენი დედაც, თავად სცადე წინ წასვლა და მიახლოება! ამ ბიჭს ხელების სიგრძეში უპირატესობა ჰქონდა - მთელი 12 დუიმი (დაახლოებით 30 სანტიმეტრი).

- გააკეთე ის, რაც შეგიძლია! - მომცა რჩევა ჯეიმ. - გააკეთე ეს! უნდა გამოგივიდეს!

იოლი სათქმელია, როცა დარტყმა არ გამოგდის. ისღა მრჩებოდა, სულელური გამომეტყველებით მეყურებინა იატაკისთვის. დაგლასი მიზანში ახვედრებდა მეოთხე და მეხუთე რაუნდებში. მეხუთეში თანდათან თვალიც გამისივდა და როცა საკუთარ კუთხეში დავბრუნდი, აღმოჩნდა, რომ იქ არ გვქონდა არც თვალის მალამო და არც ყინულის პაკეტები, რომ ჩემი პრობლემისთვის მოევლოთ. თვალებს არ ვუჯერებდი, როცა პრეზერვატივის მსგავსი რაღაც ცივი წყლით აავსეს და თვალზე დამადეს.

მეექვსე რაუნდისთვის უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი. მარცხენა თვალით თითქმის ვეღარ ვხედავდი. მაგრამ ბასტერიც დაღლილი ჩანდა, განსაკუთრებით, მეშვიდე რაუნდის დასაწყისში. მაინც ვერაფრით მივუდექი. მერვე რაუნდის ბოლო 20 წამში ბაგირებთან მიმიმწყვდია.

ერთიმეორის მიყოლებით გავატარე რამდენიმე დარტყმა. ამის გამო კონცენტრაციას ვერ ვახერხებდი, და უცებ, შანსი დავინახე. მთელი ბრძოლა ხელიდან მისხლტებოდა. ვეძებდი შეცდომებს მის დაცვაში, მაგრამ შანსს ვერ ვპოულობდი. თუმცა ახლა ისიც დაღლილი იყო და ცუდად მოძრაობდა. ჩემი საფირმო აპერკოტი გავისროლე და ის დაეცა. შემდეგ კი მსაჯებმა "გამაუპატიურეს".

მსაჯი-ქრონომეტრისტი იაპონელი იყო, რეფერი - მექსიკელი. ისინი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ და ვერაფრით შეათანხმეს ათვლა. როცა რეფერიმ "ხუთი" დაითვალა, სინამდვილეში, დაგლასი რინგზე უკვე რვა წამი იწვა რინგზე. მისთვის მნიშვნელოვანი იყო ნელი დათვლა. ჩემთვის ყველაზე უარესი ვარიანტი გათამაშდა - ელემენტარულად მომატყუეს.

ეს კრივის ნაწილია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, არახელსაყრელ სიტუაციაში აღმოვჩნდი. მსოფლიოს საკრივო ასოციაცია ჩვენს მხარეს უნდა ყოფილიყო. ვიცოდი, რომ მოვიგე, მაგრამ ბრძოლა მიწევდა არა მხოლოდ მოწინააღმდეგეებთან, არამედ მსაჯებთანაც. დონი ყოველთვის უხდიდა მსაჯებს. ყოველ შემთხვევაში, ასე მეუბნებოდნენ. შესაძლოა, იმ საღამოს დაავიწყდა რეფერისთვის ფულის მიცემა.

სულაც არ მინდა ბასტერის მოგების დაკნინება. იმ საღამოს მან დიდი სიმამაცე გამოიჩინა. საშინელი დარტყმა მიიღო. ასეთი დარტყმით, თავისუფლად შემეძლო ვინმე სადღაც ორბიტაზე გამეშვა. იმდენად მოვინდომე ამ დარტყმის დროს, რომ ვერ შევძელი შემდეგ რაუნდში ამ ნოკდაუნის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა.

დაგლასი კი შესვენებისას გონს მოვიდა და აღდგენა შეძლო. მეათე რაუნდი დაიწყო და მარჯვენა დარტყმა ყბაში მოვახვედრე, მაგრამ შემდეგ მან დარტყმების მთელი სერია განახორციელა. კომბინაცია მარჯვენა აპერკოტით დაიწყო და ჩემი გრძნობები იმდენად გაიფანტა, რომ დარტყმებს ვერც ვგრნობდი, მხოლოდ მათი ხმა მესმოდა. წონასწორობა დავკარგე და... დავეცი.

როცა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, პირიდან კბილების დამცავი გადმომივარდა. სანამ მსაჯი ითვლიდა, ვცდილობდი წამოდგომას და დამცავის დაჭერას. ინსტინქტურად ვმოქმედებდი. გათიშული ვიყავი. ათამდე დათვლის შემდეგ რეფერიმ ხელები მომხვია. სრულიად გაოგნებული საკუთარ კუთხეში დავბრუნდი. ვღეჭავდი კბილების დამცავს და ვერ ვხვდებოდი, რას ვაკეთებდი.

- რა მოხდა? - ვიკითხე საკუთარ კუთხეში.

- მსაჯმა ათი წამი დაგითვალა. შენ წააგე, ჩემპიონო, - თქვა აარონმა.

მესმოდა, რომ ეს გარდაუვალი იყო. ყველაფერი ბრძოლის დაწყებამდე იყო დამთავრებული. ჩხუბის დასრულების შემდეგ ინტერვიუ არ მივეცი ტელეკომპანია HBO-ს. თავში ისევ მქონდა უცნაური ხმები. შესაძლოა, როგორც მინიმუმ, ტვინის შერყევა მივიღე.

რამდენიმე წუთის განმავლობაში, დონ კინგმა ორგანიზება გაუკეთა მსოფლიოს საკრივო საბჭოსა და მსოფლიოს საკრივო ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას. შემდეგ საკუთარი პრესკონფერენცია მოიწვია.

- პირველი ნოკაუტი აუქმებს მეორეს, - ხმამაღლა გამოხატავდა აღშფოთებას.

მსოფლიოს საკრივო საბჭოს პრეზიდენტმა ხოსე სულეიმანმა შეაჩერა დაგლასის ჩემპიონად აღიარება, რადგან რეფერიმ ვერ შეათანხმა დათვლა მსაჯ-ქროგნომეტრისტთან. რეფერიმ აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა. სულეიმანი კი მაშინვე გამოვიდა მატჩ-რევანშის წინადადებით. იმ დროისთვის, საკმარისად გონს მოვედი, რომ პრესკონფერენციას შევერთებოდი. მზისგან დამცავი სათვალით ვიყავი და შეშუპებულ სახეზე სპირტის კომპრესს ვიდებდი.

- ბიჭებო, მრავალი წელია მიცნობთ. არასოდეს ვწუწუნებდი, არავინ მომიტყუებია. მე ის ნოკაუტში ჩავაგდე იქამდე, სანამ თავად გამიშვებდა ნოკაუტში. მინდა მსოფლიოს ჩემპიონი ვიყო. ეს უნდა ყველა პატარა ბიჭს, - ვთქვი მე.

სასტუმროს ნომერში დავბრუნდი. იქ არ დამხვდა მოსამსახურე გოგონა. უცნაური გრძნობა იყო - აღარ ვიყავი მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს იყო ბედნიერი შემთხვევითობა. ვიცოდი, რომ ღმერთი ყურადღებას არ აქცევს წვრილმან არსებებს.

მეხი ეცემა მხოლოდ მსხვილ ცხოველებს, მხოლოდ იმათ, ვინც ძალიან გაანაწყენებს ღმერთს. პატარა ნაძირლები ვერ აბრაზებენ მას. მას აღვირით უნდა ეჭიროს მსხვილი მხეცები, რომ დიდად არ გაუტკბეთ თავიანთ ტახტზე ყოფნა. ვიწექი და ვფიქრობდი იმაზე, რომ ასეთი დიადი გავხდი და ღმერთს შეშურდა ჩემი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა
პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე
"ლივერპულმა" შესაძლოა, "ბაიერნის" მცველი უფასოდ დაიმატოს
ფლიკი თანახმაა - "ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად გირასის დამატებას განიხილავს
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი